ჩვენი სერვისები

ამ საკითხშიც ყველაფერი ძალიან მარტივადაა 😇

📲 მობილური ინტერნეტი - ფიზიკური SIM 🔵

🤘 ფიზიკური SIM-ის შემთხვევაში შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით ევროპის მასშტაბით, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს.


👉 პაკეტი აქტიურდება შეძენისთანავე, მოქმედებს 30 დღე და შეგიძლია:

✅ 1 SIM-ით მოიარო ევროპა;

✅ MB-ები გაუზიარო მეგობრებს;

✅ საჭიროების შემთხვევაში პირად კაბინეტში შეამოწმო დარჩენილი MB-ები ოდენობა და/ან იყიდო ახალი პაკეტი.


👉 პირადი კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია:

✅ დაიმატო ახალი SIM;

✅ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ისარგებლო ე.წ ,,ნომრის პარკირების" ფუნქციით.


😉 რეგისტრაცია უმარტივესია - ჩვენს ვებ-გვერდზე ირჩევ სასურველ პაკეტს და VISA/MasterCard ბარათით იხდი პაკეტის ღირებულებას. SIM ბარათს მიიღებ 2 გზით: 🚴‍♀ საკურიერო მომსახურებით ან 📍 ჩვენი მომსახურების წერტილიდან გაიტან, ეს შენს სურვილზეა დამოკიდებული.


✈ ევროპაში წასვლისას მოათავსე SIM მობილურში, შეამოწმე, რომ პარამეტრებში ჩართული გაქვს Data Roaming და შეგიძლია, მშვიდად იყო. 


📲 მობილური ინტერნეტი - eSIM 🔴

🤘 eSIM-ის შემთხვევაში შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


✅ თითქმის ყველა პაკეტი აქტიურდება შესაბამის ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ - ზუსტ ინფორმაციას ნახავ პაკეტების აღწერაში;

✅ პაკეტი შეგიძლია შეარჩიო როგორც კონკრეტული ქვეყნის, ასევე - რეგიონების მიხედვით;

✅ საჭიროების შემთხვევაში პირადი კაბინეტიდან შეძლებ ახალი პაკეტის ყიდვას;

✅ პირადი კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია სასურველი რაოდენობის eSIM-ის დამატება.


😉 რეგისტრაცია უმარტივესია - ჩვენს ვებ-გვერდზე ირჩევ სასურველ პაკეტს და VISA/MasterCard ბარათით იხდი პაკეტის ღირებულებას, შემდეგ ავტომატურად გადახვალ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც გამოტანილი იქნება eSIM-ის QR კოდი.


☝️ QR კოდის გამოყენება და კონკრეტული eSIM-ის გააქტიურება მობილურში ხდება ერთჯერადად.