ამ გვერდზე უცებ მოგიყვები ვინ ვართ ჩვენ 👌👌👌

მართლა უცებ მოგიყვები 😂

ჩვენ შესახებ

🔴 mobineX–ი არის სტარტაპ კომპანია, რომელიც სავსეა ახალი იდეებით, დიდი მიზნებითა და გეგმებით. 🤟 მოკლედ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ საშუალება მოგვცა, რომ დიდ ბრიტანეთში შეგვექმნა ვირტუალური მობილური ოპერატორი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ მობილურ მომსახურებას, როგორიცაა ზარები, SMS-ები და მობილური ინტერნეტი. 🤙 2023 წელს ჩვენმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო ოპერირება და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ mobineX - პირველი ქართული მობილური ოპერატორი - წარმატებით ფუნქციონირებს.

როგორ და რატომ შეიქმნა mobineX Travel SIM

🌐 რადგან ჩვენ უკვე ვართ დიდ ბრიტანეთში არსებული მობილური ოპერატორი, წვდომა გვაქვს ყველაზე სწრაფ და იაფ ინტერნეტთან. 💣 სწორედ ამიტომ, ჩვენს შესაძლებლობას დავუმატეთ მოგზაურების საჭიროება და შევქმენით mobineX Travel SIM. 💥აბონენტებს ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ SIM ბარათებს მთელი ევროპის მასშტაბით, ისე - eSIM-ს მთელს მსოფლიოში. იმ ქვეყნებში, სადაც შესულია 5G მომსახურება, შენი მობილურის ინტერნეტიც 5G იქნება. ✈️ რაც მთავარია, ჩვენი დახმარებით საყვარელ ადამიანებთან ხაზზე ხარ ჩაფრენისთანავე, სანამ თვითმფრინავი ბოლომდე გაჩერდება 😉

ჩვენი პარტნიორები