none

ჩვენი სერვისები

გთავაზობთ ფიზიკურ SIM და eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს, რომლებიც შექმნილია მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს თვექნი მოგზაურობისთვის. ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის.

services image

📲 მობილური ინტერნეტი - ფიზიკური SIM 🔵

🤘 ფიზიკური SIM-ის შემთხვევაში შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით ევროპის მასშტაბით, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს.


👉 პაკეტი აქტიურდება შეძენისთანავე, მოქმედებს 30 დღე და შეგიძლია:

✅ 1 SIM-ით მოიარო ევროპა;

✅ MB-ები გაუზიარო მეგობრებს;

✅ საჭიროების შემთხვევაში პირად კაბინეტში შეამოწმო დარჩენილი MB-ები ოდენობა და/ან იყიდო ახალი პაკეტი.


👉 პირადი კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია:

✅ დაიმატო ახალი SIM;

✅ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ისარგებლო ე.წ ,,ნომრის პარკირების" ფუნქციით.


😉 რეგისტრაცია უმარტივესია - ჩვენს ვებ-გვერდზე ირჩევ სასურველ პაკეტს და VISA/MasterCard ბარათით იხდი პაკეტის ღირებულებას. SIM ბარათს მიიღებ 2 გზით: 🚴‍♀ საკურიერო მომსახურებით ან 📍 ჩვენი მომსახურების წერტილიდან გაიტან, ეს შენს სურვილზეა დამოკიდებული.


✈ ევროპაში წასვლისას მოათავსე SIM მობილურში, შეამოწმე, რომ პარამეტრებში ჩართული გაქვს Data Roaming და შეგიძლია, მშვიდად იყო. 


services image

📲 მობილური ინტერნეტი - eSIM 🔴

🤘 eSIM-ის შემთხვევაში შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


✅ თითქმის ყველა პაკეტი აქტიურდება შესაბამის ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ - ზუსტ ინფორმაციას ნახავ პაკეტების აღწერაში;

✅ პაკეტი შეგიძლია შეარჩიო როგორც კონკრეტული ქვეყნის, ასევე - რეგიონების მიხედვით;

✅ საჭიროების შემთხვევაში პირადი კაბინეტიდან შეძლებ ახალი პაკეტის ყიდვას;

✅ პირადი კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია სასურველი რაოდენობის eSIM-ის დამატება.


😉 რეგისტრაცია უმარტივესია - ჩვენს ვებ-გვერდზე ირჩევ სასურველ პაკეტს და VISA/MasterCard ბარათით იხდი პაკეტის ღირებულებას, შემდეგ ავტომატურად გადახვალ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც გამოტანილი იქნება eSIM-ის QR კოდი.


☝️ QR კოდის გამოყენება და კონკრეტული eSIM-ის გააქტიურება მობილურში ხდება ერთჯერადად.