none
ახალი ნომრის აღება

“ახალი ნომრის აღება”

ზოგადი ინფორმაცია

mobineX-ის ახალი ნომრის აღება 


 

mobineX-ის ნომრის აღება შესაძლებელია 2 გზით:


დისტანციურად - ჩვენს ვებ-გვერდზე და ჩვენი მომსახურების წერტილებში ვიზიტით.


 

დისტანციური რეგისტრაციისთვის დააჭირთ ღილაკს ,,შემოგვიერთდი


ღილაკის დაჭერის შემდეგ გადახვალთ სარეგისტრაციო გვერდზე, სადაც შესაბამის ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი სახლი, გვარი და იმეილი, დააჭიროთ ღილაკს ,,გაგრძელება“


აირჩიოთ სასურველი პაკეტი და დააჭიროთ ღილაკს ,,გაგრძელება“


ამის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც გვაქვს 2 შემოთავაზებ 




1) SIM ბარათის მიღება საკურიერო სერვისით


2)  SIM ბარათის აღება ჩვენიმომსახურების წერტილებიდან


 

იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციისას აირჩევთ საკურიერო მომსახურებას


 

აუცილებელია ზუსტი ლოკაციის მითითება, სადაც გსურთ SIM ბარათის მიღება. ყველა სავალდებულო ველების შევსების შემდეგ გადახვალთ გადახდის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ იმ საბანკო ბარათის მონაცემები, რომლითაც გსურთ ანგარიშსწორება და მიჰყვეთ ინსტრუქციას


 

ანგარიშსწორების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ დააზუსტებს მითითებულ მისამართს და გამოგზავნის SIM ბარათს.


 

SIM ბარათის მიღების შემდეგ აუცილებელია ნომრის აქტივაცია ჩვენი ვებ გვერდიდან.


კერძოდ, მობილურ ტელეფონში SIM ბარათის ჩადების შემდეგ ესტუმრეთ ნომრის აქტივაცის გვერდს, შესაბამის ველში უნდა ჩაწეროთ SIM ბარათზე დატანილი ნომერი, დააჭიროთ ღილაკს ,,ნომრის გააქტიურება“, რის შემდეგაც ამავე გვერდზე უნდა ჩაწეროთ ვერიფიკაციისთვის საჭირო ერთჯერადი კოდი, რომელსაც მიიღებთ mobineX-ის ნომრზე SMS-ის სახით.


 

იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციისას აირჩევთ ფიზიკურად მომსახურების წერტილში SIM-ის მიღებას


ქვევით მითთებულ მისამართებზე ერთ-ერთ მომსახურების წერტილს ესტუმრეთ, სადაც ოპერატორები დაგეხმარებიან არა მარტო ახალი SIM ბარათის რეგისტრაციაში, არამედ სხვა დანარჩენ ოპერაციებშიც, რაც ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ, იქნება ეს მობილური პაკეტების შეძენა, SIM ბარათის მოწყობილობაში მოთავსება, მისი გააქტიურება და სხვა...



ამ ეტაპზე მომსახურების წერტილები გვაქვს შემდეგ ლოკაციებზე:



3 Station Place, Finsbury Park,


London, N4 2DH


Mo-Sat: 10:00-20:00; Sun; 10:00-19:00


 

58 Uxbridge road, Sheperd's bush,


London, W12 8LP


Monday to Friday 09:30-19:30 Saturday and Sunday 10:00-18:00


 

158/158A The Grove, Stratford,


London, E15 1NS


Monday to Friday 09:00-20:00 Saturday and Sunday 10:00-18:00


 

გაითვალისწინეთ, ნომრის რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად საჭიროა, შეიძინოთ სასურველი მობილური პაკეტი. პაკეტი მოქმედებას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს რაც სიმ ბარათს მოათავსებთ თქვენ ტელეფონში და გააკეთებთ ნომრის აქტივაციას, ან ჩვენი მომახურების წერტილში გაგიაქტიურებთ ოპერატორი.



იმ შემთხვევაში თუ გსურთ მობილური პაკეტის ფარგლებში უფასოდ გააგზავნოთ SMS-ები და დარეკოთ ქართულ მობილურ და ფიქსირებულ ნომრებზე, გააქტიურებული უნდა გქონდეს inexPHONE-ის მობილური აპლიკაცია. მობილური აპლიკაციის აქტივაციაშიც ოპერატორი დაგეხმარებათ ადგილზევე ან თავად შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.