“სანამ უშუალოდ მობინექსის ბრენდის შექმნის პროცესზე გადავიდოდე მინდა ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ ჩვენი გუნდის შესახებ. ეს არის გუნდი რომელიც ერთის მხრივ დაკომპლექტებულია – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებით, ხოლო მეორე მხრივ აქ არიან ახალგაზრდები სავსე ახალი, ინოვაციური იდეებით. სწორედ ეს გამოცდილება და ინოვაციური იდეები ქმნის სინერგიის ეფექტს. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრების საინტერესო იყო ამ ბრენდზე მუშაობის პროცესი.
პირველ ეტაპზე საკმაოდ უცნაურად ჟღერდა სიტყვები – მობინექსი – პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, თუმცა პროდუქტზე მუშაობისას კიდევ ერთხელ ერთად დავრწმუნდით, რომ შეუძლებელი არაფერია.
მობინექსი თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ მობილურ სატელეფონო მომსაუხრებას. ამ სფეროში პოტენციური მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიღება ადეკვატურ ფასად, რასაც ფუნდამენტშივე აკმაყოფილებს მობინექსი. სამშობლოდან მოშორებით ყოფნა ადამიანებშ ნოსტალგიურ, მელანქოლიურ განწყობას ქმნის. ადამიანებს, ემიგრანტებს ყოველთვის სჭირდებათ რაღაც, რაც რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება სამშობლოსთან.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა სიმბოლურად მაინც გავაქროთ საზღვრები და აქედან ფორმირდა ჩვენი ბრენდის სლოგანი – მობინექსი – საზღვრებს მაღლა.
რაც შეეხება ვიზუალურ იდენტობას, გვინდოდა ბრენდი ყოფილიყო დახვეწილი და მინიმალისტური. ბრენდინგში გამოვიყენეთ სამი მთავარი ფერი, ხოლო უშუალოდ ლოგოტიპზე მუშაობისას შევქმენით სიმბოლო – სატელეკომუნიკაციო ხმის სიგნალი, რომელშიც კრეატიული გზით გამოვხატეთ საქართველოს რუკის კონტური.
ვფიქრობ რომ ჩვენი ჩანაფიქრი საკმაოდ საინტერესოდ განვახორციელეთ და ვიმედოვნებ, რომ მობინექსი ძალიან მალე გახდება ჩვენი მომხმარებლების საყვარელი ბრენდი. “
მარიკა ომანიძე
mobineX–ის ბრენდინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტი