🧐 გაინტერესებს რამე?

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ქვევითაა 👇👇


  • შენი საკონტაქტო ინფორმაცია გვჭირდება რამდენიმე მიზნით:

    - თუ საკურიერო მომსახურებას მონიშნავ, სწორ ლოკაციაზე რომ მოგიტანოთ SIM-ი და მოტანამდე კურიერმა შეძლოს შენთან დაკავშირება

    - საჭიროების შემთხვევაში ჩვენც დაგირეკოთ

    - პირად კაბინეტში მეილით ავტორიზაციისას გამოგიგზავნოთ ერთჯერადი კოდი, რაც შესაბამის ველში უნდა ჩაწერო


  • MobineX-ის ფიზიკური SIM ბარათის რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნო, რომ გსურს საკურიერო მომსახურება.

    გაითვალისწინე, საკურიერო მომსახურების შემთხვევაში პაკეტის თანხას ემატება 5 ლარი და SIM-ის ადგილზე მიტანა ხდება შეკვეთიდან შემდეგ სამუშაო დღეს.


  • თუ გინდა, რომ mobineX-ის ფიზიკური SIM ბარათი აიღო ჩვენი მომსახურების წერტილიდან, მაშინ რეგისტრაციის დროს მონიშნე ,,ჩემით წავიღებ“ და აირჩიე ჩამოთვლილი ლოკაციებიდან სასურველი.


    ამ ეტაპზე გვაქვს 22 ასეთი წერტილი (თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში) და კიდევ ვამატებთ 😉

    SIM ბარათის გატანას შეძლებ რეგისტრაციის დასრულებისთანავე. 


    გაითვალისწინე, ამ შემთხვევაში რეგისტრაციის ბოლო გვერდზე დაგენერირდება ე.წ ,,თრექინგ კოდი", რომელიც უნდა წარადგინო გატანის წერტილში, ამიტომ კარგად მოუფრთხილდი - გადაუღე ფოტო ან დასქრინე ეკრანი.

  • ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის უნდა გაიარო ონლაინ რეგისტრაცია, რა დროსაც შეძლებ პირველი პაკეტის ყიდვას.


    გაითვალისწინე, ფიზიკური SIM ბარათის პაკეტები აქტიურდება რეგისტრაციისთანავე და მოქმედებს 30 დღის განმავლობაში, ამიტომ გირჩევ, სწორად შეარჩიო რეგისტრაციის დრო.


    eSIM-ის პაკეტების ვადა და გააქტიურების პირობა მითითებულია თითოეული პაკეტის აღწერაში.

მაინც ვერ ნახე პასუხი? დაგვიტოვე საკონტაქტო და შეგეხმიანებით 😇