none
ჩემპიონთა ლიგაზე mobineX-ის ინტერნეტი დაგჭირდება

“ჩემპიონთა ლიგაზე mobineX-ის ინტერნეტი დაგჭირდება”

ზოგადი ინფორმაცია
01.05.2026

ჩემპიონთა ლიგა ფინალურ ფაზაში შედის. სულ მალე გავიგებთ, ვინ დაეუფლება მთავარ ტიტულს, ვინ მოიპოვებს ევროპის საუკეთესო საფეხბურთო კლუბის სტატუსს. ნახევარფინალების პირველი შეხვედრები უკვე ჩატარდა და ვითარება ასეთია:


  • პარი სენ-ჟერმენი (PSG) - მათ პირველ მატჩში მიუნხენის ბაიერნი 5:4 დაამარცხეს და მცირე უპირატესობა აქვთ.


  • არსენალი და ატლეტიკო მადრიდი - ამ წყვილში პირველი თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.


შესაბამისად, ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსს ამ ოთხიდან ერთ-ერთი დაეუფლება. განმეორებითი ნახევარფინალები სულ რამდენიმე დღეში, 5 და 6 მაისს გაიმართება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა ფინალისტების ვინაობა. დიდი ფინალი კი 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ჩატარდება. 


თუ გადაწყვიტე, ამ ისტორიულ მატჩებს სტადიონიდან ადევნო თვალი და ბილეთებიც უკვე გაქვს, წინ დაუვიწყარი ემოციები გელის. თამაშის დროს ამაღელვებელი მომენტების მეგობრებისთვის გაზიარებაში mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი დაგეხმარება. აარჩიე შენზე მორგებული პაკეტი და იყავი მუდმივად ხაზზე საზღვარგარეთ ყოფნის განმავლობაში. როგორ? ამას დღევანდელი ბლოგიდან გაიგებ.

მიუნხენის ბაიერნი ვს პსჟ

პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპი ამ დროისთვის საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. განსაკუთრებით საინტერესოა მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება. პირველი მატჩი პარიზში ნამდვილი სანახაობა იყო. პსჟ-მ 5:4 მოიგო და მცირე უპირატესობა მოიპოვა. ახლა მთელი ყურადღება მიუნხენისკენ არის მიმართული, სადაც 6 მაისს, „ალიანც არენაზე“ გადამწყვეტი ბრძოლა შედგება


ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან პსჟ-ს რიგებში ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. პირველ შეხვედრაში ხვიჩამ ბრწყინვალე დუბლი შეასრულა და ამ დროისთვის მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლია. 


თუ შემდეგ გადამწყვეტ მატჩზე დასასწრებად მიუნხენში გამგზავრებას აპირებ, თვალი გადაავლე mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ შეთავაზებებს გერმანიაში.

როუმინგ ინტერნეტ პაკეტები მიუნხენში ნახევარ-ფინალისთვის

გერმანიაში სამოგზაუროდ mobineX-ს მრავალფეროვანი პაკეტები აქვს. შეგიძლია შეარჩიო როგორც სტანდარტული ინტერნეტ პაკეტები (MB-ების სხვადასხვა რაოდენობით), ისე ულიმიტო ინტერნეტი. პაკეტები მორგებულია დღეების რაოდენობაზე, ასე რომ, ზუსტად იმდენს იყიდი, რამდენიც გჭირდება.


სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა ორივე გზით არის შესაძლებელი, როგორც თანამედროვე eSIM-ით (ელექტრონული ბარათით), ისე ჩვეულებრივი, ფიზიკური SIM ბარათით. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს, შეგიძლია დახმარება mobineX-ის AI ასისტენტს სთხოვო, რომელიც შენი მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელ პაკეტს შეგირჩევს. 


3-დღიანი ინტერნეტ პაკეტები გერმანიაში:


  • 3GB - 10.50 ლ.

  • 5GB - 15.50 ლ.

  • ულიმიტო - 24.00 ლ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

2026 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს გაიმართება. მატჩს უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი უმასპინძლებს. თამაში ჩატარდება „პუშკაშ არენაზე“, რომელიც 67 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. გამარჯვებული გუნდი არა მხოლოდ თასს დაეუფლება, არამედ ავტომატურად მოიპოვებს 2029 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საგზურსაც.

როუმინგ ინტერნეტ პაკეტები ბუდაპეშტში ფინალისთვის

mobineX-ს უნგრეთისთვისაც მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს. ამ შემთხვევაშიც, ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ისე ულიმიტო პაკეტები. შენი საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლია აირჩიო სასურველი მოცულობის MB-ები და დღეების რაოდენობა. სერვისი მარტივად აქტიურდება eSim-ით ან ფიზიკური Sim ბარათით, ხოლო საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში კვლავ AI ასისტენტი დაგეხმარება.


3-დღიანი ინტერნეტ პაკეტები უნგრეთში:

  • 1GB - 15.00 ლ.

  • 2GB - 20.50 ლ.

  • ულიმიტო (ევროპა) - 24.00 ლ.


ასევე წასვლამდე გაეცანი ჩვენს ბლოგს: 


რა უნდა გაითვალისწინო ბუდაპეშტში მოგზაურობისას

თუ ორივე მატჩზე დასწრებას აპირებ

იმ შემთხვევაში, თუ გეგმავ, რომ ჯერ მიუნხენში ნახევარფინალს დაესწრო, შემდეგ კი ბუდაპეშტში ფინალისთვის საყურებლად გადაინაცვლო, mobineX-ს შენთვის მოსახერხებელი გამოსავალი აქვს. იმის ნაცვლად, რომ თითოეული ქვეყნისთვის ცალ-ცალკე ინტერნეტ პაკეტები შეიძინო, შეგიძლია ისარგებლო ევროპის რეგიონალური პაკეტით. ეს პაკეტი სტაბილურად იმუშავებს როგორც გერმანიაში, ისე უნგრეთში. ასე თავიდან აირიდებ ზედმეტ საზრუნავს, დაზოგავ დროს და მუდმივად გექნება წვდომა ინტერნეტთან მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი სპორტის მოყვარულებს

mobineX-ი მუდმივად გულშემატკივრობს სპორტის მოყვარულებს და ცდილობს, მათი მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების მომენტალურად გაზიარება, ამიტომ სპეციალურად შენთვის მრავალფეროვანი და მოქნილი შეთავაზებები გვაქვს. mobineX-ის როუმინგ პაკეტები თავისუფლებას გაძლევს, იყო მუდმივად ხაზზე, თვალი ადევნო ანგარიშებს და სტადიონიდან გქონდეს პირდაპირი ჩართვები შეფერხების გარეშე.