mobineX-ი ქართული სტარტაპ კომპანიაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დაფუძნდა. ამ მცირე პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით მოახერხა ბაზარზე თავის დამკვიდრება. mobineX-ი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის მასშტაბით უამრავი აბონენტი ჰყავს.
ჩვენ შევძელით, პირველად ქართულ რეალობაში, ლოკალური ოპერატორების გარდა, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სამოგზაურო ინტერნეტი ბევრად შეღავათიანი ტარიფებით - ეროვნულ ვალუტაში, ქართულ ენაზე. ეს ნამდვილად ინოვაციური მოვლენა იყო, რადგან ამ ნიშაში ახალი სიტყვა ითქვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აბონენტების რიცხვი სულ უფრო იზრდება. რატომ ირჩევენ ქართველი აბონენტები mobineX-ს? დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ საკითხს შეეხება. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც აბონენტებს ჩვენი სერვისების არჩევისკენ უბიძგებს.
ხარისხიანი და საჭიროებაზე მორგებული სერვისი
mobineX-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სერვისების ხარისხში მდგომარეობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ მობილურ მომსახურებას, როგორიცაა ზარები, SMS-ები და მობილური ინტერნეტი. mobineX-ის აბონენტებს წვდომა აქვთ ყველაზე სწრაფ და იაფ ინტერნეტთან. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ SIM-ს, ასევე ელექტრონულ eSIM-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღესდღეობით მობილური ტელეფონების დაახლოებით 40%-ს კვლავაც არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ჩვენი აბონენტები არჩევანში შეზღუდული არ არიან. მათ აქვთ შესაძლებლობა, ინტერნეტი მათთვის სასურველი ფორმით გაიაქტიურონ. იმ შემთხვევაში, თუ მობილურ ტელეფონს არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, ხელმისაწვდომია ფიზიკური SIM ბარეთები. ამასთან გაითვალისწინეთ, ქვეყნებში, სადაც შესულია 5G მომსახურება, mobineX-ის ინტერნეტიც 5G სიხშირით მუშაობს.
სწრაფი და ხელმისაწვდომი სამოგზაურო ინტერნეტის გარდა, mobineX-ი აბონენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი გუნდი მზად არის 24/7-ზე დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. დაკავშირება სწრაფად და მარტივად - სატელეფონო ზარის (ტელ: 0322040050), ელ.ფოსტის (info@mobinex.ge), Facebook გვერდის, INSTAGRAM გვერდის, TikTok-ის ან mobineX-ის აპლიკაციის დახმარებით არის შესაძლებელი.
ხელმისაწვდომი ტარიფები
საერთაშორისო ზარები, როგორც წესი, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. mobineX-ი სამოგზაუროდ უპრეცედენტოდ შეღავათიან ტარიფებს გთავაზობთ. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე საზღვარგარეთ ფიზიკური SIM ბარათის შეძენა, რადგან პაკეტის გააქტიურებას ეროვნულ ვალუტაში - ლარში შეძლებთ. mobineX-ის აპლიკაციით შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. ამასთან, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტი. ამის გარეშეც შეძლებს პასუხს. ეს კიდევ ერთი მნიშნვნელოვანი დეტალია, რომელიც mobineX-ს სხვა მობილური ოპერატორებისგან გამოარჩევს. რეგისტრაციის შემდეგ საჩუქრად მიიღებთ 10 უფასო წუთს. ასე რომ, mobineX-ის აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, დამატებით როუმინგის ჩართვა აღარ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური შეთავაზებები - შესაძლებელია თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილება, უფასო MB-ების გამომუშავება, ექსკლუზიური ფასდაკლებები და ა.შ.
ინტერნეტის გააქტიურების მარტივი პროცესი
mobineX-ის დახმარებით სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი. ფიზიკური SIM-ის ან eSIM-ის შეძენა ჩვენი ვებგვერდიდან ან მობილური აპლიკაციის საშუალებით ხდება. ირჩევთ სასურველ პაკეტს და MasterCard/VISA ბარათით იხდით შესაბამის ღირებულებას. SIM ბარათის მიღების ორი ალტერნატივა გაქვთ - შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ჩვენი მომსახურების წერტილიდან თავად გაიტანოთ, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
შემოთავაზებული ფასდაკლებები
როგორც უკვე ვახსენეთ, პერიოდულად აბონენტებს სპეციალურ საჩუქრებს ვთავაზობთ. მსგავსი სიურპრიზები მომხმარებლებისთვის სარგებლიანი და სახალისოა. ბევრმა აბონენტმა სწორედ ასე გაგვიცნო. mobineX-ი აქტიურად გულშემატკივრობდა ეროვნულ ნაკრებს ქართველ ქომაგებთან ერთად. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური ფასდაკლებები CHEAP TRAVEL-ის ჯგუფის წევრებისთვის, Mastercard-ის, LIBERTY-ისა და STUDIO LIBERTY-ის ბარათების მომხმარებლებისთვის.
რეპუტაცია
mobineX-ი მომხმარებლებში სანდო რეპუტაციით სარგებლობს. ჩვენს აბონენტებს შორის ბევრია ისეთი, რომელმაც ახლობლის რეკომენდაციით აღმოგვაჩინა. ჩვენთან მუშაობს რეფერალური სისტემა. COINEX-ი არის mobineX-ის ბონუს ქულები, რომლებიც პირად კაბინეტში გიგროვდებათ. დაგროვილი ბონუს ქულებით ახალი პაკეტი შეგიძლიათ იყიდოთ. თქვენი კოდით რეგისტრაციისას ახალი მომხმარებელი 7%-იან ფასდაკლებას მიიღებს. თქვენ კი მეგობრის გადახდილი თანხის 3% პირად კაბინეტში COINEX-ის ქულებად დაგერიცხებათ.
შეჯამება
mobineX-ი აბონენტებს შეღავათიან ტარიფებსა და მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს. მომხმარებლებისთვის ეს ყველაზე მარტივი და კომფორტული ალტერნატივაა. სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურებას უსწრაფესად შეძლებთ ელექტრონული eSIM-ის ან ფიზიკური SIM ბარათის დახმარებით. გარდა ამისა, mobineX-ის პოპულარობას სპეციალური ფასდაკლებებიც განსაზღვრავს. ყველა ამ მიზეზის გამო კომპანია სანდო რეპუტაციით სარგებლობს.