არაბთა გაერთიანებული საამიროები ვიზიტორებს დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება. დუბაისა და აბუ-დაბიში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიან დამთვალიერებლები, რათა აღმოსავლურ კულტურას ეზიარონ და ,,ათას ერთი ღამის” ზღაპარში იმოგზაურონ. ამ კუთხით ინტერესი საქართველოშიც დიდია. ყოველწლიურად არაერთი ქართველი მიემგზავრება ემირატებში ტურისტული თუ საქმიანი მიზნებით. თუ შენც გეგმავ გასვლით ვიზიტს ემირატებში, დღევანდელი ბლოგი დაგაინტერესებს.
გსურს, უცხო ქვეყანაში ყოფნის განმავლობაში, ახლობლებთან მუდმივ კავშირზე იყო, კომუნიკაცია დაამყარო ადგილობრივ მოსახლეობასთან, ქუჩებში დაუბრკოლებლად გადაადგილდე და არც სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩე? მაშინ, აუცილებლად უნდა შეიძინო სამოგზაურო ინტერნეტი. ამას ყველაზე მარტივად და ხელსაყრელი პირობებით mobineX-ის საიტიდან ან აპლიკაციიდან შეძლებ.
მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები
mobineX-ი გთავაზობს ფიზიკურ SIM და eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს, რომლებიც შექმნილია მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის დუბაისა და აბუ-დაბიში. შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით მთელი მოგზაურობის განმავლობაში. იმ ადგილებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს.
დაათვალიერე სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების კატალოგი და აირჩიე შენთვის საუკეთესო ალტერნატივა. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნით აპირებ დარჩენას, შეგიძლია, შეიძინო 3, 7, 14, 15 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი. სურვილის შემთხვევაში, ულიმიტო პაკეტით სარგებლობასაც შეძლებ. თუ მივლინებაში მიდიხარ, გაითვალისწინე ჩვენი რჩევები როუმინგ ინტერნეტთან დაკავშირებით.
ფიზიკური და ელექტრონული SIM ბარათები
ფუნქციურად ფიზიკური და ელექტრონული ბარათები იდენტურია. განსხვავება მათ ფორმატში მდგომარეობს. eSIM-ი მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. ეს ფიზიკურ ბარათთან შედარებით ახალი ალტერნატივაა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ აბონენტებს შორის პოპულარობა სულ მალე მოიპოვა და დღეს უკვე არანაკლებ აქტუალობით სარგებლობს. eSIM განსაკუთრებით მოსახერხებელი არჩევანია საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, რადგან მობილურზე მონაცემთა გადაცემის სერვისის მოსაწოდებლად ელექტრონული ბარათი პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, შესაბამისად, შეგიძლია, უფრო ხშირად და მარტივად დაამატო სასურველი რაოდენობის ლოკალური, კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის eSIM-ები. გაეცანი ჩვენს წინა ბლოგს და გაიგე, რომელია შენთვის უკეთესი - ფიზიკური SIM ბარათი, თუ eSIM?
ინტერნეტის გააქტიურების სწრაფი და მარტივი საშუალება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, mobineX-ის დახმარებით მობილური ინტერნეტის გააქტიურებას ყველაზე სწრაფად და მარტივად შეძლებ. ფიზიკური SIM-ის ან eSIM-ის შეძენა ჩვენი ვებგვერდიდან და ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებითაც ხდება. რეგისტრაცია უმარტივესია - ირჩევ სასურველ პაკეტს და იხდი MasterCard/VISA ბარათით.
უფასო წუთები mobineX-ის აპლიკაციიდან
2024 წელს mobineX-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მობილური აპლიკაციის გამოშვებაა. mobineX-ის აპლიკაციას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩევს. MB-ების შემოწმება/დამატებასთან ერთად შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. ამასთან, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტი. ამის გარეშეც შეძლებს პასუხს. ეს ყველაფერი მოგზაურობისას ახლობლებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარება.
რატომ mobineX?
mobineX-ი მოგზაურობის დროს შენი საუკეთესო პარტნიორია. ჩვენ აბონენტებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს ვთავაზობთ. გვაქვს მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები, ფიზიკური და ელექტრონული SIM ბარათები, სპეციალური შეთავაზებები პარტნიორ კომპანიებთან ერთად, მაღალხარისხიანი 5G კავშირი და ა.შ. mobineX-ის დახმარებით, ემირატებში ყოფნისას შენი დროის მაქსიმალურად სასიამოვნოდ გატარებას შეძლებ.