ეგვიპტე ტურისტებს გართობისა და რელაქსაციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თუ სწორედ ეს ლოკაცია შეარჩიე დასასვენებლად, მაშინ გირჩევთ, თვალი გადაავლო რეკომენდაციებს უსაფრთხო და კომფორტული შვებულების მოსაწყობად. დღევანდელი ბლოგი ჩვენს აბონენტებს ეგვიპტეში სამოგზაუროდ მომზადებაში დაეხმარება.
ფიზიკური და ელექტრონული SIM ბარათები
როცა სამოგზაუროდ მიდიხარ, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა ქნა, მობილური ინტერნეტის გააქტიურებაა. ინტერნეტის გარეშე ყოველდღიურობაში უამრავ დაბრკოლებას წააწყდები. ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ ბარგის ჩალაგების ეტაპზე ხარ, შეიძინე ფიზიკური ან ელექტრონული SIM ბარათი.
ფუნქციურად ფიზიკური და ელექტრონული ბარათები იდენტურია. განსხვავება მათ ფორმატში მდგომარეობს. გაითვალისწინე, eSIM-ს მოგზაურობისას ფიზიკურ SIM ბარათებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს:
eSIM-ის გააქტიურება უფრო მარტივად და სწრაფად, სერვისცენტრში მისვლის გარეშე ხდება. არ გჭირდება ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა.
შეგიძლია, ულიმიტო eSIM-ების გააქტიურება.
ეკომეგობრული არჩევანია.
ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს წინა ბლოგში შეიტყობ - ფიზიკური Sim ბარათი თუ eSim? - რომელი უფრო კომფორტულია სამოგზაუროდ.
სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების არჩევანი
ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებზე უნდა დაფიქრდე. mobineX-ის სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე - ულიმიტო პაკეტებს. ეგვიპტეში გამგზავრების მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ინტერნეტ პაკეტი ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით, ან საერთაშორისო გამოყენებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია დროც. რამდენ ხანს გაგრძელდება შენი ეგვიპტური არდადეგები? MB-ების რაოდენობა ამის შესაბამისად შეიძინე. ჩვენთან ხელმისაწვდომია 3, 7, 14, 15, 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი. ასევე შეგიძლია ისარგებლო ულიმიტო პაკეტით, რომელიც ჩვენს აბონენტებს შორის განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ შემთხვევაში, აღარ გიწევს MB-ების კონტროლი. საფასურს კი დღეების მიხედვით იხდი. დაფიქრდი, რომელი ვარიანტი იქნება შენთვის ყველაზე შეღავათიანი.
რჩევები შენი უსაფრთხოებისთვის
როგორც წესი, სასტუმროების უმეტესობა დამსვენებლებს უფასო Wi-Fi-ს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა - რაში მჭირდება მობილური ინტერნეტი? პირველ რიგში, ეს შენი უსაფრთხოებისთვის არის კარგი. ამგვარად შენი პირადი მონაცემები უფრო დაცული იქნება და კიბერ თავდასხმებს აირიდებ თავიდან. გარდა ამისა, ხალხმრავლობაში ხშირად Wi-Fi შეფერხებით მუშაობს, როუმინგ ინტერნეტი კი მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს. დახმარებისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო mobineX-ის საინფორმაციო ჯგუფს, რომელიც 24/7 მზად არის უპასუხოს შენს კითხვებს.
დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე: +995322040050, ან მოგვწერე ელექტრონულ ფოსტაზე - INFO@MOBINEX.GE ან სოციალურ ქსელებში.
შეჯამება
ჩვენი რჩევები ეგვიპტეში მოგზაურობისას უწყვეტი კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარება. მნიშვნელოვან მომენტებს უმალ გაუზიარებ ახლობლებს სოციალურ ქსელებში და მათაც შენი თავგადასავლების ნაწილად აქცევ. გისურვებთ, დაუვიწყარ მოგზაურობას მისტიკურობით აღსავსე ჯადოსნურ ქვეყანაში.