none
მოგზაურობის დრო მოვიდა - იტალიის ტურზე რას იტყოდი?

“მოგზაურობის დრო მოვიდა - იტალიის ტურზე რას იტყოდი?”

ზოგადი ინფორმაცია
17.02.2026

იტალია ისეთი ადგილია, სადაც გინდა თითოეული დღე მაქსიმალურად გამოიყენო: დილით ვენეციის ვიწრო ქუჩებში დაიკარგო, შუადღისას არხებზე ისეირნო, საღამოს ფლორენციაში რენესანსის ატმოსფერო შეიგრძნო და ქალაქის ცოცხალ ქუჩებში იმოგზაურო. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ტური იყოს მშვიდი და უდარდელი, ერთი დეტალი ყველაზე მნიშვნელოვანია: სტაბილური ინტერნეტი, რომელიც სულ თან გექნება.


mobineX იტალიაში როუმინგ ინტერნეტ პაკეტებს გთავაზობს. თითოეული პაკეტი ერთმანეთისგან გამოყენების ვადითა და MB-ების რაოდენობით განსხვავდება, თუმცა თითოეული ხელმისაწვდომი, სწრაფი და სტაბილურია.

რატომ დაგჭირდება სტაბილური ინტერნეტი იტალიაში

ტურზე ყველაფერი სწრაფად იცვლება. ხან მარშრუტს გადააწყობ, ხან შეხვედრის ადგილი უნდა იპოვო, ხანაც მგზავრობის დრო გადაამოწმო. ვენეციაში ხიდებსა და ვიწრო გზებზე, ან ფლორენციაში გადაადგილებისას, სტაბილური ინტერნეტი დროსა და ენერგიას დაგიზოგავს.


ნებისმიერ ქალაქში, როუმინგ ინტერნეტი დაგეხმარება:


  • ტრანსპორტისა და მარშრუტების სწრაფად შემოწმებაში;

  • ბილეთების/ჯავშნების სანახავად;

  • ჯგუფთან ან ოჯახთან მუდმივად კონტაქტზე ყოფნისთვის;

  • საჭირო ინფორმაციის ადგილზე მოძიებაში.


და რადგან საჯარო Wi-Fi დაუცველია, ხშირად არასტაბილური ან გადატვირთულია, ყველაზე კომფორტულია, როცა თავად გაქვს საკუთარი ინტერნეტი.

SIM თუ eSIM: რომელი აირჩიო მოგზაურობისთვის

იტალიაში ტურის დაგეგმვისას ფიზიკურ SIM-სა და ელექტრონულ eSIM-ს შორის უნდა გააკეთო არჩევანი. ორივე ვარიანტი მოგცემს სტაბილურ ინტერნეტს, თუმცა ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან.


eSIM განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ გინდა რომ ყველაფერი სწრაფად მოაგვარო. პაკეტს ონლაინ ირჩევ, იღებ QR კოდს და ტელეფონში ერთხელ ამატებ. სწორედ ამიტომ eSIM ხშირად საუკეთესო არჩევანია იმ შემთხვევებში, როცა მოგზაურობამდე ცოტა დრო გაქვს ან გინდა, რომ ჩასვლისთანავე კავშირი მზად გქონდეს.


ფიზიკური SIM კი „კლასიკური“ ვარიანტია. იმ შემთხვევაში გამოგადგება, თუ eSIM-ს არ იყენებ ან უბრალოდ ბარათის ჩადება-ამოღება უფრო კომფორტულია შენთვის.


სანამ არჩევანს გააკეთებ, შეამოწმე: ტელეფონის პარამეტრებში თუ ხედავ “Add eSIM / eSIM-ის დამატება” ფუნქციას. თუ არის ეს ფუნქცია, ესეიგი ტელეფონს აქვს eSIM მხარდაჭერა და ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო.

შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი (სტანდარტული vs ულიმიტო)

mobineX გთავაზობს იტალიის eSIM და ფიზიკურ SIM პაკეტებს როგორც სტანდარტულს (MB-ებით), ისე ულიმიტოს (დღიური).


სტანდარტული eSIM (იტალია):


1 GB / 3 დღე – 6.50 ₾

3 GB / 5 დღე – 20.50 ₾

5 GB / 7 დღე – 26.00 ₾

10 GB / 10 დღე – 31.00 ₾

30 GB / 30 დღე – 47.50 ₾


ფიზიკური SIM (იტალია):


1 GB / 3 დღე – 19.00 ₾

5 GB / 30 დღე – 34.00 ₾

10 GB / 14 დღე – 38.00 ₾

30 GB / 30 დღე – 54.00 ₾


ულიმიტო (იტალია):


დღიური  სტანდარტული – 3.00 ₾; 

Unlimited Gold – 8.00 ₾.

შეჯამება

იტალიის ტური მაშინ არის ნამდვილად სასიამოვნო, როცა გზაში წვრილმანებზე აღარ ფიქრობ და უბრალოდ მოგზაურობ. იმისათვის რომ ვენეციის ქუჩებში არ დაგეკარგოს დრო და ფლორენციაში გეგმები მარტივად მართო, შეარჩიე შენზე მორგებული mobineX-ის eSIM ან ფიზიკური SIM პაკეტი წინასწარ და იმოგზაურე სწრაფი, სტაბილური ინტერნეტით.


შეიძინე პაკეტი ონლაინ, გააქტიურე მარტივად და დატკბი იტალიით, მშვიდად და უდარდელად.