დეკემბერი-იანვარი მოგზაურობის დროა! საახალწლოდ სამსახურიდან დასვენების დღეები გეკუთვნის. თუ დამატებით შვებულების რამდენიმე დღეც გაქვს მორჩენილი, დროა, საზღვარგარეთ გასვლითი ტური დაგეგმო.
წელიწადის ამ დროს ყველგან საზეიმო განწყობა იგრძნობა, ქუჩები ფერადი დეკორაციებითა და განათებებით არის მორთული, ეწყობა საშობაო ბაზრობები, ფესტივალები და კონცერტები. ამიტომ, სამოგზაუროდ უკეთეს დროს ვერ ნახავ.
დროა, TKTFLY-ზე ავიაბილეთები მოძებნო, ბარგი ჩაალაგო, როუმინგ ინტერნეტი გაიაქტიურო და ჰერი-ჰერი… ჯადოსნურ საახალწლო ზღაპარში წინ დიდი თავგადასავლები გელის!
სეზონის პოპულარული ლოკაციები
შობას ყველა ქვეყანა განსხვავებულად აღნიშნავს. შენ როგორ გარემოში გირჩევნია, შეხვდე დღესასწაულს? საით მიგიწევს გული? შეგიძლია, ცნობილ საშობაო ბაზრობებს ესტუმრო და ცხელი შოკოლადით ან გლინტვეინით ხელში საახალწლო სოფელი დაათვალიერო. აქ ულამაზესი ხელნაკეთი სათამაშოები, სუვენირები, ადგილობრივების მომზადებული ნუგბარები და, რაც მთავარია, საზეიმო განწყობა დაგხვდება.
თუ სრიალი გიყვარს, სათხილამურო კურორტები ამ სეზონზე უამრავ ტურისტს მასპინძლობენ. აქ აუცილებლად იპოვი თავშესაქცევს, გაერთობი და განიტვირთები. დეკემერ-იანვარში ევროპის მიმართულებით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, გერმანია, ბელგია, სკანდინავიის ქვეყნები. საახალწლოდ ეს ქვეყნები გამორჩეულად ლამაზია.
თუ ზამთრის სეზონი შენი არაა, რადგან მზე და სითბო უფრო გხიბლავს, შეგიძლია, სუსხიან დეკემბერს ტროპიკებში გაექცე. ტაილანდი, არგენტინა, დუბაი, აბუ-დაბი, ეგვიპტე რელაქსაციისთვის და გასართობად იდეალური ლოკაციებია, სადაც ნამდვილად მოიწყობ დაუვიწყარ ახალ წელს.
თუ შესაფერის ლოკაციას ეძებ, თვალი გადაავლე, რომელი ქვეყნებია საშობაოდ ყველაზე პოპულარული
რა გავითვალისწინოთ ზამთარში მოგზაურობისას
სანამ ლოკაციას აარჩევ, გირჩევთ, წინასწარ შეამოწმო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. ზამთარში ამინდი განსაკუთრებით ხშირად იცვლება. სასურველია, წინასწარ გაეცნო ინფორმაციას ტრანსპორტისა და გზების მდგომარეობის შესახებ. ასევე აუცილებლად მოიმარაგე ზამთრისთვის შესაბამისი თერმო ტანსაცმელი, თბილი ქურთუკი, ქუდი, ხელთათმანი და სხვა აქსესუარები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩაში სეირნობა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გაგიჭირდება.
შეგახსენებთ, რომ გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა მოაგროვო შემდეგი საბუთები - პასპორტი, ბილეთები, სამოგზაურო დაზღვევის ასლი, ჯავშნის დამადასტურებელი მოწმობა და საჭიროების შემთხვევაში, ყველა სხვა სავალდებულო დოკუმენტი.
mobineX-ის შეთავაზებები
მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდება როუმინგ ინტერნეტი. შენს საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებას mobineX-ის ინტერნეტ პაკეტების კატალოგში იპოვი. ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან მობილურ ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გვაქვს ლოკალური და რეგიონალური შეთავაზებები. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე - ულიმიტო პაკეტებს. ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში ჩვენი AI ასისტენტი დაგეხმარება. საკმარისია, მიუთითო ქვეყანა ან ქვეყნები, სადაც მიემგზავრები, დღეების რაოდენობა, რა პერიოდითაც აპირებ დარჩენას და ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ასისტენტი საუკეთესო ღირებულების პაკეტებს შემოგთავაზებს.
გაეცანი დაწვრილებით - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ინტერნეტ პაკეტი AI ასისტენტის დახმარებით
შეჯამება
საახალწლო პერიოდი მოგზაურობის დროა! რაღას უცდი, აარჩიე სასურველი ლოკაცია და მოიწყვე დაუვიწყარი დღეები. ამ სეზონზე ყველაფერი უფრო ლამაზი და ჯადოსნურია, თუმცა არაფერია იმაზე ზღაპრული, ვიდრე მოგზაურობა. თუ გსურს, ახლოდან ნახო, როგორ აღნიშნავენ შობას მსოფლიოს გარშემო, ეს შენი შანსია, ამჯერად განსხვავებულ გარემოში შეხვდე ახალ წელს.
პაკეტები