none
The Weeknd-ის კონცერტზე მილანში მიდიხარ? როუმინგ ინტერნეტი არ დაგავიწყდეს

“The Weeknd-ის კონცერტზე მილანში მიდიხარ? როუმინგ ინტერნეტი არ დაგავიწყდეს”

ზოგადი ინფორმაცია
15.07.2026

24-26 ივლისს მილანი The Weeknd-ის შოუს უმასპინძლებს. თუ შენც გაქვს კონცერტის ბილეთი, ეს ბლოგი სწორედ შენთვისაა. 


იტალიაში ყოფნისას, მით უმეტეს, მრავალათასიან კონცერტზე, სტაბილური კავშირი, როუმინგ ინტერნეტი დაგჭირდება. mobineX-ი იტალიის მიმართულებით მრავალფეროვან და საიმედო ინტერნეტ პაკეტებს გთავაზობს. შეგახსენებთ, იმისთვის, რომ ლაივის საუკეთესო მომენტები, ვიდეოები და ემოციები მეგობრებს პირდაპირ რეჟიმში, მომენტალურად გაუზიარო, MB-ები საქართველოდან გაფრენამდე წინასწარ მოიმარაგე.

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი იტალიაში სამოგზაუროდ

mobineX-ი მოგზაურებს იტალიაში როუმინგ ინტერნეტს სთავაზობს. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს. საიტზე რეგისტრაციისას თავად ირჩევ, რომელი პაკეტის შეძენა გსურს - ფიზიკური SIM ბარათის თუ ელექტრონული eSIM-ის.


eSIM-ი ელექტრონული SIM-ია, რომლის გააქტიურებაც მობილური პარამეტრებიდან, სრულად დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ხდება. იტალიაში მოგზაურობის პერიოდში შენი ძირითადი SIM-ბარათი გამოირთვება (იმ შემთხვევაში, თუ ორი SIM-ის რეჟიმში არ გამოიყენებ), სახლში დაბრუნებისთანავე კი პრიორიტეტს ისევ ძირითად ბარათს მიანიჭებ. იმისთვის, რომ გაარკვიო, აქვს თუ არა შენს ტელეფონს შესაბამისი მხარდაჭერა, შეამოწმე მობილურ პარამეტრებში თუ იძებნება „add eSIM“. გაითვალისწინე, რომ მობილურის მოდელის გარდა, მნიშვნელობა აქვს მწარმოებელ ქვეყანასაც. შენზე მორგებული პაკეტის გააქტიურების შემდეგ, შენ შეძლებ 1 SIM/eSIM-ით მოიარო მთელი იტალია, გაუზიარო MB-ები მეგობრებს და საჭიროების შემთხვევაში პირად კაბინეტში შეამოწმო დარჩენილი ინტერნეტის ოდენობა ან იყიდო ახალი პაკეტი.




შეარჩიე იტალიის ინტერნეტ პაკეტი AI ასისტენტის დახმარებით

ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტის არჩევაში ჩვენი AI ასისტენტი შეგიძლია დაიხმარო. ეს არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც პრეფერენციების მიხედვით, სულ რამდენიმე წამში კონკრეტულად შენთვის შესაბამისი შეთავაზებების ჩამონათვალს მოგაწვდის. სისტემა მაქსიმალურად ზოგავს შენს დროს და ზედმეტ ხარჯს თავიდან აგარიდებს. პროცესი ძალიან მარტივია. უბრალოდ მიუთითებ დანიშნულების ადგილს (იტალია), ასევე გასვლისა და უკან დაბრუნების ზუსტ თარიღებს. ციფრული ასისტენტი ავტომატურად შემოგთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს, რომლებიც ზუსტად ემთხვევა შენი მოგზაურობის ხანგრძლივობას.

რა უნდა გაითვალისწინო იტალიაში მოგზაურობისას

იტალია მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნით აპირებ აქ გაჩერებას, შესაბამის პაკეტს აარჩევ. სანახაობებისა და მუზეუმების ბილეთები პირდაპირ ჩვენი აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო, რაც დაგეგმვას გაგიმარტივებს და სხვადასხვა საიტზე დროის კარგვა აღარ მოგიწევს.


თუ ამ დაუვიწყარ თავგადასავალში მეგობრებთან ერთად მიდიხარ, აუცილებლად ისარგებლე mobineX-ის რეფერალური სისტემით. პირად კაბინეტში არსებული უნიკალური კოდი გაუზიარე მეგობრებს, რომლებიც შენთან ერთად მიემგზავრებიან. შენი მოწვევით რეგისტრაციისას ისინი პირველ პაკეტზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, შენ კი გადახდილი თანხის 15% COINEX ბონუს ქულების სახით დაგერიცხება. ამ დაგროვილი ქულებით სამოგზაურო ინტერნეტს სრულიად უფასოდ შეიძენ. რაც უფრო მეტ მეგობარს მოიწვევ, მით მეტს დაზოგავთ და იტალიის ტურიც ბევრად უფრო ბიუჯეტური გამოვა.


მოგზაურობის დროს პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, აუცილებლად მოერიდე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ღია Wi-Fi ქსელების გამოყენებას, რაც კიბერ თავდასხმებისგან დაგიცავს. ნებისმიერი კითხვის ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია მიმართო mobineX-ის საინფორმაციო ჯგუფს, რომელიც 24/7 მზად არის დაგეხმაროს. დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე - +995322040050; მოგვწერე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] ან ჩვენს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში.


შეჯამება

იტალიაში მოგზაურობა და საყვარელი შემსრულებლის ლაივ შოუზე დასწრება დაუვიწყარი გამოცდილებაა. სანამ შენი ოცნების ქალაქში ჩაფრინდები, მნიშვნელოვანია წინასწარი დაგეგმვა. mobineX-ი გთავაზობს სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს ფიზიკური SIM და eSIM ბარათების სახით. სწორად შერჩეული სერვისები შენს თავგადასავალს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის. შეიძინე სასურველი პაკეტი წინასწარ, იმგზავრე მშვიდად, უსაფრთხოდ და ისიამოვნე The Weeknd-ის პერფორმანსით მილანში.