none
საზაფხულო დასვენების დღეები სულ უფრო ახლოვდება და სამოგზაურო ინტერნეტი გაქვს?

“საზაფხულო დასვენების დღეები სულ უფრო ახლოვდება და სამოგზაურო ინტერნეტი გაქვს?”

ზოგადი ინფორმაცია
18.07.2025

ზაფხული დასვენებისა და გართობის დროა. თუ თავგადასავლების მოყვარული ხარ, მოგზაურობა საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. ახალი ადგილებისა და ადამიანების აღმოჩენა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარება. თვალსაწიერის გაფართოებით შენს შესაძლებლობებშიც უფრო დარწმუნდები და გაცილებით თავდაჯერებული, დაუვიწყარი მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდები უკან. 


უკვე გადაწყვიტე წელს სად აპირებ შვებულების გატარებას? და სამოგზაურო ინტერნეტი თუ გაქვს? თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევია ინტერნეტ პაკეტი, შეგახსენებთ, რომ დროა, ამ საკითხზეც იზრუნო. 

mobineX-ის მობილური ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ი მოგზაურებსა და ტურისტებს მთელი მსოფლიოს გარშემო ყველაზე სწრაფ და იაფ მობილურ ინტერნეტს სთავაზობს. იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს. არის ლოკალური და რეგიონალური შეთავაზებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ (3, 7, 14, 15 ან 30-დღიანი პაკეტი), ასევე - ულიმიტო პაკეტებს.


როუმინგ ინტერნეტის გასააქტიურებლად, პირველ რიგში, mobineX-ის აპლიკაცია უნდა გადმოწერო ან საიტზე დარეგისტრირდე. შემდეგ აირჩევ ქვეყანას, სადაც აპირებ მოგზაურობას. შესაბამის ველში ჩაწერ სახელსა და გვარს, შენს ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონის ნომერს. ამის შემდეგ აირჩევ ფიზიკური SIM ბარათის შეძენა გსურს თუ ვირტუალური ბარათის და გაიაქტიურებ MB-ების სასურველ რაოდენობას. 

როგორ შევარჩიოთ ინტერნეტ პაკეტი

ინტერნეტ პაკეტის შერჩევაში ჩვენი AI ასისტენტი დაგეხმარება - ლოკაციისა და დღეების რაოდენობის საფუძველზე, შენზე მორგებულ ოპტიმალურ ალტერნატივებს შემოგთავაზებს. თუ თავად გიჭირს იმის განსაზღვრა, რა რაოდენობის MB-ები დაგჭირდება, mobineX-ის ახალი ფუნქციონალის წყალობით ამაზე ბევრი ფიქრი აღარ მოგიწევს. ყველა შესაძლო ვარიანტს AI ასისტენტი თანხის მიხედვით დაალაგებს და შეღავათიანი პაკეტის პოვნაში დაგეხმარება.

ფიზიკური ბარათი თუ eSIM

ჩვენი პაკეტების გააქტიურება ორი გზით შეგიძლია. უნდა შეიძინო ფიზიკური SIM ბარათი ან ვირტუალური ბარათი. ფუნქციურად ფიზიკური და ელექტრონული ბარათები იდენტურია. განსხვავება მათ ფორმატში მდგომარეობს. რომელ ფორმას აარჩევ, შენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული.


eSIM-ს ფიზიკურ SIM ბარათებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს:


  • eSIM-ის გააქტიურება უფრო მარტივად და სწრაფად, სერვისცენტრში მისვლის გარეშე ხდება. აღარც ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა გჭირდება. 

  • შეგიძლია, ულიმიტო eSIM-ების გააქტიურება.

  • ეკომეგობრული არჩევანია.


თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა მოდელს eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს. ამიტომ, აუცილებლად გადაამოწმე შენი მობილურის პარამეტრებში არის თუ არა add eSIM ფუნქცია.


გაეცანი ბლოგს: ფიზიკური Sim ბარათი თუ eSim? - რომელი უფრო კომფორტულია სამოგზაუროდ

რეგიონალური თუ ლოკალური პაკეტი

ლოკალური ინტერნეტ პაკეტი კონკრეტული ქვეყნისთვისაა განკუთვნილი. რეგიონალური კი უფრო დიდ არეალს ფარავს. ამ უკანასკნელის შეძენის შემთხვევაში, MB-ებით სარგებლობას ყველა იმ ქვეყანასა თუ შტატში შეძლებ, რომელიც ამ რეგიონშია მოქცეული. ის, თუ რომელი ინტერნეტ პაკეტია შენთვის უფრო ხელსაყრელი, დამოკიდებულია, სად და რამდენი ხნით მიემგზავრები. თუ ერთი კონკრეტული დანიშნულების ადგილი გაქვს, შეგიძლია, ლოკალური პაკეტი შეიძინო, თუმცა თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულებას აპირებ, სჯობს, რეგიონალური პაკეტის გააქტიურებაზე დაფიქრდე.

ულიმიტო თუ სტანდარტული პაკეტი

ულიმიტო პაკეტის უმთავრესი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოგზაურობისას მუდიმავად MB-ების რაოდენობაზე ფიქრი არ გიწევს. ხშირად, ეს ყველაზე ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა, რადგან MB-ების ამოწურვის შემდეგ პაკეტის რამდენჯერმე განახლება აღარ გიწევს. მეორე მხრივ, თუ სამოგზაუროდ მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიხარ და იცი, რომ ინტერნეტი მხოლოდ Google Maps-ის და მსგავსი აპლიკაციების გამოსაყენებლად დაგჭირდება, შესაძლოა, განსაზღვრული რაოდენობის MB-ების ყიდვა სჯობდეს. 

ზაფხულის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პაკეტები

ზაფხულის სეზონზე კვლავაც პოპულარობით სარგებლობს ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები. ჩვენი აბონენტების უდიდესმა ნაწილმა ბოლო თვეებში თურქეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩინეთის, იტალიისა და გერმანიის ლოკალური პაკეტი შეიძინა.  

როდის სჯობს სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება

ყოველთვის უკეთესია, თუ თადარიგს წინასწარ დაიჭერ და ინტერნეტ პაკეტს დროულად შეიძენ. ასე შეძლებ შენთვის ყველაზე შეღავათიანი ტარიფი აირჩიო, მოგზაურობის სტრესს აირიდებ თავიდან - ჩაფრენისთანავე შეძლებ ინტერნეტის გააქტიურებას და ახლობლებს დაუყოვნებლივ გააგებინებ, რომ უსაფრთხოდ ჩახვედი. 

შეჯამება

თუ MB-ებს წინასწარ მოიმარაგებ, შენი შვებულება ბევრად უფრო სასიამოვნო და უშფოთველი იქნება. mobineX-ის დახმარებით მარტივად იპოვი შენთვის ოპტიმალურ ინტერნეტ პაკეტს. იმედია, ჩვენი რჩევები სასურველი შეთავაზების არჩევაში დაგეხმარება. ჩვენ კი კარგ დასვენებას გისურვებთ.