თუ აგვისტოში საზღვარგარეთ წასვლას გეგმავ, ეს სიახლე აუცილებლად დაგაინტერესებს.
როუმინგ ინტერნეტი და დაზღვევა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. ეს არის პირველი, რასაც გაფრენამდე ვაგვარებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან - არდისთან ერთად, ვიზრუნეთ, რომ შემდეგი მოგზაურობისას ამ სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლო.
ჩვენი ერთობლივი საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, როგორც არდის მომხმარებლები მიიღებენ ბენეფიტებს ჩვენგან, ისე ჩვენს აბონენტებს ექნებათ ფასდაკლება არდის სამოგზაურო დაზღვევაზე. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ წინასწარ, შეღავათიანი პირობებით მოიმარაგო MB-ები და მოაგვარო სამოგზაურო დაზღვევის საკითხი.
არდის საჩუქარი ჩვენს აბონენტებს
როგორც mobineX-ის აბონენტი, აგვისტოს თვეში ნებისმიერი ინტერნეტ პაკეტის შეძენისას (MB-ების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს) საჩუქრად მიიღებ 30%-იან ფასდაკლებას არდის სამოგზაურო დაზღვევაზე. პრომო კოდი SMS შეტყობინების სახით მოგივა, რომლის გამოყენებასაც დაზღვევის შეძენისას მარტივად შეძლებ.
გარდა ამისა, როდესაც არდის დაზღვევას შეიძენ, ჩვენი მხრიდანაც გელის საჩუქარი. აქციის პირობების დეტალურად გასაცნობად შეგიძლია არდის ოფიციალურ გვერდზე გადახვიდე.
არდის სამოგზაურო დაზღვევა
არდის სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს საზღვარგარეთ განსაზღვრული ვადით ვიზიტის დროს გაუთვალისწინებელ, გადაუდებელ ავადმყოფობასთან ან უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
შემთხვევიდან გამომდინარე, მიიღებ სასწრაფო დახმარების ბრიგადის, ამბულატორიის, ჰოსპიტალის, სტომატოლოგიური კლინიკისა და სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. დაზღვევა შეგიძლია შეიძინო მოგზაურობის დაწყებამდე, შენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.
შეჯამება
mobineX-ი განვაგრძობს აბონენტებზე ზრუნვას, რაშიც ჩვენი პარტნიორი კომპანიებიც აქტიურად გვეხმარებიან. თვალი ადევნე სიახლეებს, რათა არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი და შენთვის ხელსაყრელი შეთავაზებები. იმოგზაურე მშვიდად, დაცულად და იყავი მუდმივად კავშირზე mobineX-თან ერთად.
პაკეტები