mobineX-ისა და Dressup Group პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა საინტერესო საჩუქარს ვთავაზობთ. ქვეყნის მასშტაბით, ინდუსტრიის მოწინავე შოპინგ პლატფორმასთან თანამშრომლობამ ქართველ მოგზაურებს საზღვარგარეთისთვის მზადების პროცესი საგრძნობლად გაუმარტივა - როგორც საჭირო ნივთების შეძენის მხრივ, ასევე, როუმინგ ინტერნეტზე საუკეთესო პირობების კუთხით.
ამჯერად განსაკუთრებული სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც Dressup Loyalty აპლიკაციით სარგებლობს. შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიე Dressup-ის პლატფორმას.
Dressup Loyalty აპლიკაცია
Dressup Loyalty აპლიკაციის გადმოწერისას მარტივად შეგიძლია გაიაქტიურო ციფრული Dressup ბარათი და ისარგებლო შემდეგი უპირატესობებით:
აკონტროლო დაგროვილი ქულები და გაიგო ბარათის საფეხური
შეამოწმო კუთვნილი ფასდაკლება და პირველმა გაიგო სიახლეების შესახებ
გაეცნო მიმდინარე შეთავაზებებს და ისარგებლო აპლიკაციის ექსკლუზიური შეთავაზებებით
ნახო შენაძენების ისტორია და შეამოწმო დანაზოგი
ციფრული ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირდება აპლიკაციაში.
mobineX და Dressup Group დამეგობრდნენ
იმისთვის, რომ საზღვარგარეთ შენი დასვენების დღეები უფრო სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ, mobineX და Dressup Group დამეგობრდნენ. ამ ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში წინ განსაკუთრებული სიურპრიზები გელოდება.
დრესაპ ჯგუფი 100-ზე მეტი წამყვანი ბრენდითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. აქ მარტივად შეარჩევ სამგზავრო ჩანთებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ყველა საჭირო აქსესუარს. ასე რომ, შეგიძლია ხარისხიანი ნივთები და როუმინგი ერთად, სწრაფად და მარტივად უზრუნველყო.
შეჯამება
mobineX-ი და Dressup Group განაგრძობენ ზრუნვას შენს კომფორტზე, როგორც გამგზავრებისთვის მზადებისას, ისე უშუალოდ მოგზაურობის პროცესში. გადმოწერე Dressup Loyalty აპლიკაცია, გაეცანი სპეციალურ შეთავაზებებს დეტალურად და გაიაქტიურე როუმინგ ინტერნეტი საუკეთესო პირობებით.
პაკეტები