none
სპეციალური ფასდაკლება mobineX-ისგან CHEAP TRAVEL-ის ჯგუფის წევრებისთვის

“სპეციალური ფასდაკლება mobineX-ისგან CHEAP TRAVEL-ის ჯგუფის წევრებისთვის”

ზოგადი ინფორმაცია
16.01.2026

თუ მოგზაურობა შენი საყვარელი ჰობია, დიდი ალბათობით უკვე გსმენია CHEAP TRAVEL-ის შესახებ, ჯგუფის, რომელიც საქართველოს მასშტაბით თავგადასავლების მოყვარულებს აერთიანებს და ბევრს ეხმარება ბიუჯეტურად, გონივრულად დაგეგეგმოს მოგზაურობები. სწორედ ამიტომ გვიხარია გაცნობოთ, რომ CHEAP TRAVEL და mobineX პარტნიორები არიან. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ ყოფნისას მუდმივად გქონდეს კომფორტული კავშირი და მობილური ინტერნეტის საკითხმა შენი მოგზაურობა არასდროს შეაფერხოს. 

აქციის პირობები

CHEAP TRAVEL-ის ჯგუფის წევრებისთვის  mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტზე ექსკლუზიური შეთავაზება ვრცელდება: შეგიძლია მიიღო 20%-იანი ფასდაკლება mobineX-ის ნებისმიერი როუმინგ ინტერნეტ პაკეტის შეძენისას ან mobineX-ზე რეგისტრაციის დროს.


უბრალოდ გადახედე სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების კატალოგს და აირჩიე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი – ქვეყნების, დღეების რაოდენობისა და საჭირო   MB-ების მიხედვით. 

mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი

mobineX გთავაზობს სამოგზაურო ინტერნეტს ფიზიკური SIM და eSIM პაკეტების სახით, რომელიც შექმნილია მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. eSIM არის ელექტრონული ბარათი, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია სრულად დისტანციურად, ტელეფონის პარამეტრებიდან, დამატებითი ვიზიტებისა და დროის დაკარგვის გარეშე. შეგიძლია შეიძინო ინტერნეტ პაკეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო იმ ლოკაციებზე, სადაც 5G ხელმისაწვდომია, ჩვენი მომსახურებაც შესაბამის სიხშირეზე იმუშავებს. პაკეტის შეძენა მარტივია: ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ირჩევ სასურველ ვარიანტს და იხდი MasterCard ან VISA ბარათით.

mobineX-ის სხვა შეთავაზებები

mobineX პერიოდულად თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სპეციალურ შეთავაზებებსა და სიურპრიზებს სთავაზობს. ამიტომ, თუ გინდა მომდევნო აქციებიც არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე ჩვენს ბლოგებს, ან გამოგვყევი Facebook გვერდზე და შეარჩიე შეთავაზება, რომელიც შენს მოგზაურობას ყველაზე კარგად მოერგება.