მაისში ამსტერდამი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. ჰარი სტაილსის ტური, "Together, Together", ქალაქის მთავარ სტადიონზე, Johan Cruijff Arena-ზე ჩერდება. ათიათასობით გულშემატკივარი ემზადება წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შოუსთვის. თუმცა, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე ერთი მთავარი გამოწვევა იჩენს თავს: როგორ შევინარჩუნოთ სტაბილური კავშირი უცხო ქალაქის გადატვირთულ სტადიონზე? სწორედ აქ შემოდის mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი ნიდერლანდებში, რომელიც შენს მოგზაურობას მაქსიმალურად კომფორტულს გახდის.
რატომ არის mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი საუკეთესო არჩევანი ნიდერლანდებში?
ნიდერლანდებში ჩასვლისას ბევრი მოგზაური, Schiphol-ის აეროპორტში, ადგილობრივი სიმ-ბარათის ძებნას იწყებს, რაც ხშირად დიდ რიგებსა და დაკარგულ დროს ნიშნავს. mobineX-ის შემთხვეაში, ინტერნეტი შენს სმარტფონში თვითმფრინავის დაჯდომისთანავე გააქტიურდება. ჩვენი როუმინგი ნიდერლანდების წამყვან ოპერატორებთან თანამშრომლობს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ 4G/5G კავშირს როგორც სტადიონის შიგნით, ისე ამსტერდამის არხებზე სეირნობისას.
კონცერტის დღეს MB-ების დათვლა და დამატებითი ხარჯების კონტროლი ზედმეტი სტრესია. mobineX-ი გთავაზობს სპეციალურ ულიმიტო დღიურ პაკეტებს (₾3-დან), რაც საშუალებას მოგცემს დაუსრულებლად ატვირთო მაღალი ხარისხის Story-ები, Live-ები და გაუზიარო "Aperture"-ის პერფორმანსის ემოციები მეგობრებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
eSIM - მარტივი, სწრაფი და ხარისხიანი
თუ შენს სმარტფონს eSIM-ის მხარდაჭერა აქვს, მოგზაურობის დაგეგმვა კიდევ უფრო მარტივია. აღარ გჭირდება ფიზიკური ბარათისთვის ლოდინი ან მისი შეცვლა. შეგიძლია შეიძინო ნიდერლანდების პაკეტი ჩვენს ვებსაიტზე, დაასკანირო მიღებული QR კოდი და როუმინგი მზად იქნება გამოსაყენებლად. ეს არის ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და ეკოლოგიური გზა ციფრული კავშირის მისაღებად. მათთვის კი, ვისაც ტრადიციული მეთოდი ურჩევნია, mobineX-ი უზრუნველყოფს ფიზიკური სამოგზაურო ბარათების სწრაფ მიწოდებას სასურველ მისამართზე.
გამოიყენე AI ასისტენტი და უფასო წუთები
ხშირად რთულია წინასწარ განსაზღვრო, რამდენი MB დაგჭირდება 3 ან 5-დღიანი მოგზაურობისთვის. ჩვენი AI ასისტენტი დაგეხმარება პერსონალური პაკეტის შერჩევაში შენი გეგმების მიხედვით. შენ მხოლოდ უნდა აირჩიო ქვეყნა / ქვეყნები, სადაც მიდიხარ და დღეების რაოდენობა.
გარდა ამისა, mobineX-ის აპლიკაცია გთავაზობს უფასო წუთებს საქართველოში ნებისმიერ ნომერზე დასარეკად. მნიშვნელოვანია, რომ ზარის მიმღებს ინტერნეტი არ სჭირდება. ეს საუკეთესო გზაა ოჯახის წევრებისთვის შთაბეჭდილებების მოსაყოლად პირდაპირ კონცერტის დასრულების შემდეგ.
შეჯამება
ამსტერდამში ჰარი სტაილსის კონცერტი ძალიან სახალისო იქნება და კავშირის პრობლემამ ხელი არ უნდა შეგიშალოს ამ მომენტის სრულფასოვნად აღქმაში. mobineX-ი ზრუნავს, რომ შენი ციფრული გამოცდილება ნიდერლანდებში ისეთივე დაუვიწყარი იყოს, როგორც თავად შოუ. შეარჩიე როუმინგ ინტერნეტ პაკეტი mobineX-ის საიტზე და მოემზადე მაისის მთავარი მუსიკალური თავგადასავლისთვის.
პაკეტები