mobineX-ისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა აბონენტებმა მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში, უშფოთველად იმოგზაურონ. ამ მიზანმა კიდევ ერთი ახალი პარტნიორი კომპანია გვაპოვნინა. ფრენასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, გახსენი ჩვენი აპლიკაცია და ისარგებლე FlyHelp-ის ფრენის კომპენსაციის მომსახურებით. თუ შენი რეისი გადაიდო, გაუქმდა ან ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო ჩასხდომაზე უარს გეუბნებიან, ფრენის კომპენსაცია გეკუთვნის. როგორ და რა შემთხვევაში შეგიძლია მოსთხოვო ავიაკომპანიას ანაზღაურება? - ამას დღევანდელი ბლოგიდან გაიგებ.
რას მოიცავს FlyHelp მომსახურება
ავიაკომპანია ვალდებულია გადაგიხადოს ფულადი კომპენსაცია, როცა:
რეისმა დანიშნულების ადგილას ჩასვლა 3 საათით ან მეტით დააგვიანა;
ავიაკომპანიის მხრიდან რეისი გაუქმდა და ფრენამდე 2 კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი;
რეისის შეფერხების მიზეზი ავიაკომპანიისგან არის გამოწვეული;
რეისზე არ დაგიშვეს არასაკმარისი ადგილების გამო.
თუ ამ პირობებს აკმაყოფილებ, გახსენი mobineX-ის აპლიკაცია, პირადი კაბინეტიდან გადადი სერვისების გვერდზე, სადაც სპეციალური - ,,ფრენის კომპენსაციის” ღილაკი დაგხვდება. მისი დახმარებით, აპლიკაციიდანვე შეგიძლია მოითხოვო დახმარება. განაცხადი ავტომატურად იგზავნება FlyHelp-ის რეესტრში და საინფორმაციო ჯგუფი დეტალების გასარკვევად მალევე დაგიკავშირდება. განაცხადის გაგზავნა, მისი დამუშავება და შესაბამისი პროცესების დაწყება უფასოა.
რა ოდენობის ფრენის კომპენსაციის მიღებაა შესაძლებელი
კომპენსაციის ოდენობა აეროპორტებს შორის მანძილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შესაძლებელია 250-დან 600 ევრომდე თანხის ანაზღაურება. მანძილი 1500 კმ-მდე - €250; მანძილი 1500-3500 კმ-მდე - €400, ხოლო 3500 კმ-ზე მეტის შემთხვევაში - €600. თანხის მიღება ავიაკომპანიების მიერ განსაზღვრულ ვადებში ხდება.
შეჯამება
mobineX-ის ახალი შეთავაზება მოგზაურებს უსიამოვნო სიურპრიზებისგან აზღვევს. რეისის გადადება საკმაოდ გულდასაწყვეტია, რადგან მოლოდინების გაცრუება და გეგმების შეცვლა ახლავს თან. და მაინც, ამგვარ სიტუაციაშიც შეგიძლია იპოვო გამოსავალი. ჩვენი აპლიკაციიდან მარტივად აინაზღაურებ მიყენებულ ზარალს. FlyHelp-ის გუნდი სამართლიან პირობებში კომპენსაციას უზრუნველყოფს.
ჩვენი მომსახურება სამოგზაურო ინტერნეტის გარდა, კიდევ ბევრ სხვა მიმართულებას მოიცავს. თქვენი კომფორტისთვის, ვცდილობთ, პარტნიორ კომპანიებთან ერთად მრავალფეროვანი სერვისები შემოგთავაზოთ. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ მსგავსი შესაძლებლობები.
გახსოვდეს, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართო სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ ფოსტაზე - INFO@MOBINEX.GE ან დაგვირეკო ცხელ ხაზზე (+995322040050).