none
ჩვენი SIM ბარათის აღება აეროპორტთან ახლოს - იბის ჰოტელში შეგიძლია

“ჩვენი SIM ბარათის აღება აეროპორტთან ახლოს - იბის ჰოტელში შეგიძლია”

ზოგადი ინფორმაცია
08.12.2025

თუ სამოგზაუროდ მიდიხარ და ბოლო წუთას აღმოაჩინე, რომ მზადების ორომტრიალში MB-ების ყიდვა დაგავიწყდა, არ იღელვო. გამოსავალი ყოველთვის არის. მაშინაც კი, თუ უკვე აეროპორტში ხარ და ინტერნეტ პაკეტს ონლაინ ვერ ააქტიურებ, რადგან შენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს. mobineX-მა იზრუნა, მსგავს სიტუაციაში ფიზიკური SIM ბარათი მოგაწოდოს. როგორ?


თბილისის აეროპორტიდან სულ რამდენიმე მეტრში არის სასტუმრო იბის ჰოტელი, სადაც mobineX-ის ფიზიკური SIM ბარათები დაგხვდება. შეგიძლია, სასურველი მიმართულების SIM-ი შეიძინო და მშვიდად გაფრინდე. ადგილზე ჩასვლისას მობილური ინტერნეტიც გექნება და საკმარისი რაოდენობის MB-ებიც. 

mobineX-ის SIM ბარათები

ფიზიკური და ელექტრონული ბარათები დანიშნულებით ერთმანეთის მსგავსია. განსხვავება მხოლოდ მათ ფორმაში მდგომარეობს. eSIM მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. მის გასააქტიურებლად აუცილებელია, შენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა ჰქონდეს. ამის გადასამოწმებლად უნდა ნახო, შენი მობილურის პარამეტრებში თუ იძებნება “add eSIM” ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ბარათის შეძენა მოგიწევს. 


ვირტუალური ბარათის გააქტიურება ნებისმიერ დროს შეგიძლია. მათ შორის, გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თუმცა, თუ აღმოაჩენ, რომ მობილურს eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს, არც ეს არის პრობლემა. როგორც უკვე გითხარით, იბის ჰოტელი აეროპორტიდან მცირე დისტანციაზეა. ასე რომ, თავისუფლად მოასწრებ ფიზიკური ბარათის შეძენას. 

იბის ჰოტელის სერვისები

ფიზიკური ბარათების გარდა, mobineX-ელებს იბის ჰოტელში სხვა სიურპრიზებიც ელოდებათ. შეგიძლია, აეროპორტის ქაოსს მოწყდე და ლავიონის რესტორანში - მშვიდ და მყუდრო გარემოში მოკალათდე. mobineX-ის აბონენტებს რესტორანი ფრენამდე ფინჯანი ყავით უმასპინძლდება. ყავის არომატი გამოგაფხიზლებს და პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებს. ასე რომ, გირჩევთ, აუცილებლად გაიარო იბის ჰოტელში. 

შეჯამება

mobineX-ის მიზანია შენი სამოგზაურო გამოცდილება მაქსიმალურად მარტივ და სასიანოვნო პროცესად აქციოს. ამიერიდან ჩვენს აბონენტებს ერთით ნაკლები სანერვიულო ექნებათ. თუკი აეროპორტში აღმოაჩენ, რომ როუმინგ ინტერნეტ პაკეტის შეძენა დაგავიწყდა, შეგიძლია, იბის ჰოტელში მიხვიდე და ჩვენი ფიზიკური SIM ბარათი შეიძინო. სასტუმრო აეროპორტთან ახლოსაა და ბევრი დრო არ დაგეკარგება.