none
ფიზიკური Sim ბარათი თუ eSim? - რომელი უფრო კომფორტულია სამოგზაუროდ

“ფიზიკური Sim ბარათი თუ eSim? - რომელი უფრო კომფორტულია სამოგზაუროდ”

ზოგადი ინფორმაცია
08.01.2025

ინტერნეტის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა თითქმის წარმოუდგენელია. საყოფაცხოვრებო საკითხებით დაწყებული, სამსახურებრივი საქმიანობით დამთავრებული, ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. გამონაკლისი არც მოგზაურობაა. ამიტომ, როცა საზღვარგარეთ მივდივართ, ერთ-ერთი პირველი, რაზეც გვიწევს ფიქრი, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფაა. ამისთვის არის შექმნილი mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი. ჩვენი პაკეტების გააქტიურება ორი გზით შეგიძლია. უნდა შეიძინო ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM. ჩვენი აბონენტები ხშირად ინტერესდებიან, რომელია უფრო კომფორტული მოგზაურობისას. დღეს ვეცდებით, სწორედ ამ კითხვას გავცეთ პასუხი. 

რა არის ელექტრონული eSIM ბარათი?

ფიზიკურ SIM ბარათებს მომხმარებლები უკვე წლებია იცნობენ. ელექტრონული eSIM-ი კი შედარებით ახალი ალტერნატივაა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ აბონენტებს შორის პოპულარობა სულ მალე მოიპოვა და დღეს უკვე არანაკლებ აქტუალობით სარგებლობს. eSIM-ი მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელი არჩევანია საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, რადგან მობილურზე მონაცემთა გადაცემის სერვისის მოსაწოდებლად ელექტრონული ბარათი პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, შესაბამისად, შეგიძლია, უფრო ხშირად და მარტივად დაამატო სასურველი რაოდენობის ლოკალური, კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის eSIM-ები. 

რა განსხვავებებია ფიზიკურ და ელექტრონულ ბარათებს შორის?

ფუნქციურად ფიზიკური და ელექტრონული ბარათები იდენტურია. განსხვავება მათ ფორმატში მდგომარეობს. eSIM-ს ფიზიკურ SIM ბარათებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს:


  • eSIM-ის გააქტიურება უფრო მარტივად და სწრაფად, სერვისცენტრში მისვლის გარეშე ხდება. აღარც ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა გჭირდება. 


  • შეგიძლია, ულიმიტო eSIM-ების გააქტიურება.


  • ეკომეგობრული არჩევანია.

როგორ შეგიძლია გაიაქტიურო სამოგზაურო ინტერნეტი?

mobineX-ის დახმარებით სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი. ფიზიკური SIM-ის ან eSIM-ის შეძენა ჩვენი ვებგვერდიდან და ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებითაც ხდება. თუ ელექტრონული ბარათით სარგებლობას გადაწყვეტ, პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ შენს სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ამისთვის შეამოწმე, მობილურის პარამეტრებში არის თუ არა add eSIM ფუნქცია. თუ ეს არჩევანი ხელმისაწვდომია, შეგიძლია ელექტრონული ბარათი მარტივად შეიძინო. ფიზიკური SIM ბარათის შემთხვევაში, პროცესს უფრო მეტი დრო სჭირდება, რადგან მოგიწევს სერვისცენტრში მისვლა ან ბარათს ადგილზე მოგიტანს ჩვენი კურიერი. 

და მაინც, რომელი უფრო კომფორტულია სამოგზაუროდ?

როგორც ხედავ, ფიზიკური და ელექტრონული ბარათები დანიშნულებით ერთმანეთის მსგავსია. ასე რომ, რომელ ფორმას აარჩევ, სრულად შენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული. დღევანდელ ბლოგში ჩვენ შევადარეთ მათი მახასიათებლები. ახლა უკვე იცი, რომელს რა უპირატესობა აქვს და ალბათ, აღარც გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდება. mobineX-ის მობილური ინტერნეტით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური ბარათით სარგებლობ თუ ელექტრონულით. ორივე შემთხვევაში უწყვეტი კავშირით უზრუნველყოფილი იქნები და უსაფრთხოდ შეძლებ მოგზაურობას.