შობა - ახალი წელი ბევრისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ეს ის დროა, როცა გარშემო ყველგან ფერადი დეკორაციები, ციმ-ციმა განათებები, გლინტვეინის, დარიჩინისა და ჯანჯაფილის სუნია. მაღაზიებიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი მელოდიები ისმის, ბავშვები „ალილოს” მღერიან, სადაც მიდიხარ, ორცხობილას, გოზინაყს, ჩურჩხელას, ტყლაპს, შოკოლადებს ან კანფეტებს გახვედრებენ. ერთი სიტყვით, გარშემო ყველგან საზეიმო განწყობაა და თითქოს, ყველაფერი უფრო ლამაზი გეჩვენება. თუმცა, ალბათ, ამ სეზონზე არაფერია იმაზე ზღაპრული, ვიდრე მოგზაურობა.
შობას ყველა ქვეყანა განსხვავებულად აღნიშნავს - თავისი ტრადიციები, სადღესასწაულო ნუგბარები, სპეციალური ბაზრობები აქვთ. ეწყობა ამ სეზონისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - კონცერტები, კონკურსები, თამაშები. თუ გსურს, ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი შენც გახდე და საკუთარი თვალებით იხილო, როგორ აღნიშნავენ შობას მსოფლიოს გარშემო, ამ სეზონზე მოგზაურობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეგიძლია, ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან დაიწყო და საშობაოდ ახალი ადგილების მონახულება ყოველწლიურ ტრადიციად დაამკვიდრო.
ჩეხეთი
ჩეხეთი ცნობილია თავისი საშობაო ბაზრობებით. აქ შეგიძლია ხელნაკეთი სუვენირები, არომატული ღვინო, და ტრდელნიკები შეიძინო. პარკებსა და სკვერებში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, ქალაქის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას. შეგიძლია, დათოვლილ ქუჩებში იხეტიალო, ღია ცის ქვეშ ყინულზე ციგურებით ისრიალო, საუკუნოვან ეკლესიებში მგალობელთა გუნდის შესრულებული წკრიალა მელოდიები მოისმინო ან მყუდრო კაფეში ცხელი შოკოლადი მიიირთვა. ქალაქში არაერთი ისტორიული სანახაობაა, რომლის მონახულებაც შეგიძლია. თანაც, გაითვალისწინე, რომ პრაღა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულებაა სამოგზაუროდ.
ავსტრია
ჩეხეთიდან სულ რამდენიმე საათში შეგიძლია ავსტრიაში გადახვიდე. წელიწადის ამ დროს ვენის ქუჩები გამორჩეულად ლამაზია. გარშემო ყველაფერი ბრწყინავს და ანათებს. ოქროსფერი განათებები განსაკუთრებით უხდება ქალაქის არქიტექტურას. შეგიძლია, მუზეუმები მოინახულო, მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიერო და ცოტა ხნით პარალელურ სამყაროში გადაინაცვლო - სადაც მხოლოდ ხელოვნებისთვის, ესთეტიკისთვის რჩება ადგილი. ვენა, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. შესაბამისად, იდეალური ვარიანტია, თუ სამოგზაუროდ მარტო მიდიხარ.
ბელგია
საშობაოდ კიდევ ერთი ზღაპრული ადგილია ბელგია - ბრიუგე. შუა საუკუნეების ქალაქი სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს ჰპირდება. მშვიდ და მყუდრო გარემოში აუცილებლად იპოვი დროს, რომ დაისვენო, განიტვირთო, სილამაზით დატკბე, წარსული წარსულში დატოვო და ახალ წელს განახლებული ძალებით შეხვდე. და თუ ვინმე გკითხავს, რა ხდება ბრიუგეში, უთხარი, რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გერმანია
საშობაოდ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საშობაო ბაზრობა იმართება. ქუჩებში უამრავი სტენდი დაგხვდება, სადაც ორნამენტებს, სუვენირებს და უგემრიელეს გლინტვეინს შემოგთავაზებენ. თუ თხილამურებზე დგომა გიყვარს, შეგიძლია, სასრიალოდ ალპებში გადახვიდე. გერმანია ამ დროს უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ასე რომ, აუცილებლად იპოვი თავშესაქცევს.
სკანდინავიის ქვეყნები
ალბათ, ბავშვობაში ყველას გვიოცნებია ლაპლანდიაში მოგზაურობაზე. თუ გსურს, პატარაობის ოცნება აიხდინო, შეგიძლია, ფინეთის მიმართულებით აიღო ბილეთები და შობას იქ შეხვდე. წელიწადის ეს დრო სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე ზღაპრულია. თოვლში ციგით სეირნობა და ჩრდილოეთის ციალიც კი გეყოფა იმისთვის, რომ ამ მოგზაურობის მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს.
დაათვალიერე mobineX-ის შეთავაზებები როუმინგ ინტერნეტზე:
შეჯამება
შობა - ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დროა. თუ გსურს, ეს სეზონი კიდევ უფრო ზღაპრული და განუმეორებელი გახადო, მოგზაურობა ამის საუკეთესო შანსია. ბილეთების შეძენა ახლაც არ არის გვიან.
პაკეტები