none
რომელია ზაფხულის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციები?

“რომელია ზაფხულის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციები?”

ზოგადი ინფორმაცია
16.06.2026

დადგა ზაფხულის სეზონი, წელიწადის ყველაზე აქტიური პერიოდი, როცა შვებულებას ვგეგმავთ, ჩემოდანს ვალაგებთ და ახალი თავგადასავლებისთვის მივემგზავრებით. ალბათ შენც ფიქრობ, სად გაატარო ზაფხულის ცხელი დღეები. ამ მხრივ, საინტერესოა, წელს რომელ ლოკაციებზეა მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნა, რას ირჩევენ სხვა მოგზაურები? ჩვენ შევაგროვეთ უახლესი მონაცემები და დღეს გაგაცნობთ იმ ადგილების სიას, რომლებიც ამ ზაფხულს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ზაფხულის ყველაზე პოპულარული ლოკაციები და მოთხოვნადი როუმინგ პაკეტები

მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი, რის მიხედვით ირჩევენ ტურისტები სასურველ ქვეყნებს და რომელია ამ მიმართულებით mobineX-ის ყველაზე მოთხოვნადი როუმინგ ინტერნეტ პაკეტები:

თურქეთი 

თურქეთი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უმაღლესი კლასის სერვისი, თბილი ზღვა და მშვიდ გარემოში დასვენება იზიდავს. ეს მიმართულება ზაფხულში ქართველი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რაც სრულიად გასაგებია. ქვეყანა გეოგრაფიულად ძალიან ახლოსაა, მგზავრობა კომფორტულია და სხვა ევროპულ კურორტებთან შედარებით, დასვენება გაცილებით იაფი ჯდება. თურქეთი განსხვავებული გემოვნების მოგზაურებს ერგება. თუ ყოველდღიური სტრესისგან განტვირთვა და ზღვისპირას მშვიდი დასვენება გსურს, ანტალიის, ბოდრუმისა და მარმარისის სანაპიროები საუცხოო სასტუმროებით ნამდვილი სამოთხეა. თუმცა, თუ შენთვის პრიორიტეტი ისტორია და ადგილობრივი კულტურის გაცნობაა, სტამბოლი ამ ზაფხულსაც უამრავ სანახაობას გთავაზობს.

თურქეთის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM


ფასი: ₾2.00

დაფარვა: თურქეთი

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


Unlimited Standard SIM


ფასი: ₾2.00

დაფარვა: თურქეთი

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


  • თურქეთის მიმართულებით როუმინგ ინტერნეტ პაკეტების სრულს სიას ნახავ აქ

კვიპროსი 

კვიპროსს მოგზაურები საოცარი სანაპიროების, ხმელთაშუა ზღვის უგემრიელესი სამზარეულოსა და აქტიური ღამის ცხოვრების გამო ირჩევენ. კვიპროსი იდეალურია მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. ფასის ფაქტორი ამ შემთხვევაშიც უდიდესი პლუსია. ევროპის სხვა პოპულარულ საზღვაო მიმართულებებთან შედარებით, აქ დასვენება საგრძნობლად ბიუჯეტურია, ფრენები კი ძალიან მოკლე და ხელმისაწვდომი. თურქეთის კურორტებისგან განსხვავებით, სადაც ტურისტები ძირითადად სასტუმროს ტერიტორიაზე ატარებენ დროს, კვიპროსი ბევრად უფრო აქტიურ დასვენებას გთავაზობს. აქ უამრავი საინტერესო ადგილია, სადაც საღამოს გასვლა, ფეხით სეირნობა და გართობა შეგიძლია. მაგალითად, აია-ნაპა ცნობილია თავისი ღამის კლუბებითა და ბარებით. 

კვიპროსის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM 


ფასი: ₾3.00

დაფარვა: კვიპროსი

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


  • კვიპროსის მიმართულებით როუმინგ ინტერნეტ პაკეტების სრულს სიას ნახავ აქ


საფრანგეთი 

ხელოვნების, მოდის მოყვარულთა რომანტიკოსების უცვლელი არჩევანი კვლავ საფრანგეთია. ეს ქვეყანა ნებისმიერ სეზონზე პოპულარული ლოკაციაა, თუმცა ზაფხულში განსაკუთრებულ შარმს იძენს. სიყვარულის ქალაქად წოდებული პარიზი წყვილებს საუკეთესო რომანტიკულ გასვლას სთავაზობს. სენაზე საღამოს გასეირნება, ეიფელის კოშკის ხედებით ტკბობა და მყუდრო ფრანგულ კაფეებში კრუასანების დაგემოვნება ნებისმიერ მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. პარიზის მიღმა, ზაფხულში საფრანგეთში უამრავი საინტერესო რამაა სანახავი და გასაკეთებელი. პროვანსის რეგიონში შეგიძლია, იისფერ ლავანდის მდელოებში უსასრულოდ იხეტიალო და საოცარი ფოტოები გადაიღო, ხოლო ნიცასა და კანის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მზის ქვეშ ინავარდო. გარდა ამისა, ზაფხული საუკეთესო დროა ლუარის ზღაპრული შატოებისა და სასახლეების დასათვალიერებლად, ბორდოსა და შამპანის ვენახებში ადგილობრივი ღვინის დეგუსტაციისთვის.

საფრანგეთის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM 


ფასი: ₾3.00

დაფარვა: საფრანგეთი

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


  • საფრანგეთის მიმართულებით როუმინგ ინტერნეტ პაკეტების სრულს სიას ნახავ აქ

იტალია 

იტალია არის ქვეყანა, რომელიც არასდროს გბეზრდება. ზაფხულში, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, უამრავი ადამიანი მაინც ჯიუტად ირჩევს იტალიას, ამიტომ ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციად რჩება. ეს სრულიად ბუნებრივია. ქვეყანა მნახველს იმდენად მრავალფეროვან და აღმაფრთოვანებელ გამოცდილებას სთავაზობს, ამინდი მეორეხარისხოვანი ხდება. რომის, ფლორენციისა და ვენეციის ანტიკური და რენესანსის დროინდელი არქიტექტურა ტურისტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. შეგიძლია ესტუმრო უამრავ მსოფლიო დონის მუზეუმს და საკუთარი თვალით იხილო ხელოვნების შედევრები. შთამეჭდავია კომოს, გარდასა და ლაგო-მაჯორეს ტბები საოცარი ხედებითა და მდიდრული ვილებით. საზღვაო თავგადასავლების მოყვარულებს კი ამალფის თვალწარმტაცი სანაპირო და სიცილიის კუნძული ელით. ამ ყველაფერს ემატება საღამოს ვიწრო ქუჩებში სეირნობა, ნამდვილი იტალიური ჯელატოს დაგემოვნება და საუცხოო კულინარია, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

იტალიის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM


ფასი: ₾3.00

დაფარვა: იტალია

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური



ჩეხეთი

პრაღის გოთიკური არქიტექტურა, ძველი ხიდები და კულტურული ტურები ზაფხულში უამრავ ახალგაზრდის იზიდავს. ამას ემატება ისიც, რომ სხვა ლოკაციებთან შედარებით, პრაღა გაცილებით ბიუჯეტური ალტერნატივაა. ჩეხეთი ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებს თავს, სადაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე შუა საუკუნეების ესთეტიკით ხარ გარემოცული. მთავარ მოედანზე სეირნობისას, ასტრონომიული საათის ყურებისას, ჩარლზის ხიდზე გადასვლისას, თითქოს დროში მოგზაურობ და წარსული შენ თვალწინ ცოცხლდება. ზაფხულის თბილ დღეებში პრაღა სიმწვანესა და განტვირთვას გთავაზობს. შეგიძლია ესტუმრო უამრავ პარკს, სადაც მდელოზე წამოწვები, დაისვენებ, ცივ სასმელს მიირთმევ და ქალაქის პანორამული ხედებით დატკბები. 

ჩეხეთის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM


ფასი: ₾3.00

დაფარვა: ჩეხეთი

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური



გერმანია

მოგზაურები გერმანიას სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ. ქვეყნის თითოეული მხარე ტურისტს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. დედაქალაქი ბერლინი თავისი ღია ცის ქვეშ მოწყობილი კაფეებით, მდინარე შპრეეს სანაპიროზე გამართული საზაფხულო ბარებითა და ღამის ცხოვრებით თავისუფლების მოყვარე, შემოქმედებითი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოკაციაა. თუ შენთვის უფრო მეტად სიმშვიდე და ბუნებაა პრიორიტეტული, ბავარიის რეგიონი, მიუნხენი საუკეთესო არჩევანია, სადაც შეგიძლია პირდაპირ პარკის შუაგულში სიმწვანეში გრილი სასმლით განიტვირთო. გერმანია ასევე გაგაოცებს თავისი ზღაპრული ციხესიმაგრეებითა და სალაშქრო ბილიკებით. იდეალურად გამართული ტრანსპორტი საშუალებას გაძლევს, სულ რამდენიმე დღეში მოინახულო რამდენიმე სრულიად განსხვავებული ქალაქი.

გერმანიის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM 


ფასი: ₾3.00

დაფარვა: გერმანია

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


  • გერმანიის მიმართულებით როუმინგ ინტერნეტ პაკეტების სრულს სიას ნახავ აქ

ბელგია 

ბრიუსელისა და ბრიუგეს ზღაპრული ქუჩები, უგემრიელესი ვაფლები და კულტურული მრავალფეროვნება ნებისმიერ ტურისტს აჯადოებს. ბრიუსელში აუცილებლად უნდა ესტუმრო გრანდ პლასს, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს მოედანს, სადაც საზაფხულო კაფეების ტერასებიდან ქალაქის ხედებით ტკბობა ნამდვილი სიამოვნებაა. ბრიუგეში შეგიძლია პატარა ნავში ჩაჯდე, იცურო ძველებურ არხებში, გაიარო ტირიფებითა და შუასაუკუნეების ხიდებით დამშვენებული მარშრუტები. ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნო ცნობილი ბელგიური შოკოლადი, ახლად გამომცხვარი ცხელი ვაფლები ხილითა და ნაყინით და, რა თქმა უნდა, ტრადიციული კარტოფილი ფრი, რომელსაც ადგილობრივები საუცხოო სოუსებთან ერთად მიირთმევენ. ეს არის საოცრად მყუდრო ქვეყანა პატარა ქალაქებით.

ბელგიის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM 


ფასი: ₾3.00

დაფარვა: ბელგია

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


ტაილანდი 

ტაილანდი მოგზაურებს თეთრი ქვიშით, ბუდისტური ტაძრებით, ეგზოტიკური ხილითა და საოცრად ხელმისაწვდომი, ბიუჯეტური ფასებით იზიდავს. ეს ქვეყანა სრულიად განსხვავებულ, მისტიკურ და დაუვიწყარ ატმოსფეროს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან შედარებით, შორეული მიმართულებაა, აქ დასვენება, ადგილობრივი დაბალი ფასების წყალობით, ხშირად ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პოპულარულ ევროპულ კურორტებზე. ტაილანდი საოცარი კონტრასტების ქვეყანაა. დედაქალაქი ბანგკოკი თავისი ფუტურისტული ცათამბჯენებით, ხმაურიანი ღამის ბაზრობებითა და ოქროსფერი, უძველესი ბუდისტური ტაძრებით მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ შენთვის პრიორიტეტი სიმშვიდე და ბუნებაა, პუკეტისა და კო სამუის საოცარი პლაჟები, სადაც პალმები პირდაპირ ზურმუხტისფერ ოკეანეს გადაჰყურებს, საუკეთესო ვარიანტია. 

ტაილანდის პოპულარული როუმინგ ინტერნეტ პაკეტები


Unlimited Standard eSIM 


ფასი: ₾2.00

დაფარვა: ტაილანდი

მონაცემები: ულიმიტო

ვადა: დღიური


  • ტაილანდის მიმართულებით როუმინგ ინტერნეტ პაკეტების სრულს სიას ნახავ აქ

მიმდინარე ტენდენციები: რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე წინა წელთან შედარებით?

თუ წინა წლის სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ტურისტულ ბაზარზე საკმაოდ საინტერესო ცვლილებები მოხდა. ტრადიციულად მოთხოვნადი მიმართულებები - თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია კვლავ აქტუალურია. წელს ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ შენი მგზავრობა კიდევ უფრო ეკონომიური გაგვეხადა და ამ ქვეყნების ულიმიტო პაკეტებზე ფასები შევამცირეთ. მაგალითად, თუ შარშან თურქეთის ულიმიტო დღიური პაკეტი 3.00 ლარი ღირდა, წელს - 2.00 ლარადაა ხელმისაწვდომი. საფრანგეთი, იტალია და გერმანია კი შარშანდელი 4.00 ლარიდან წელს 3.00 ლარამდე გავაიაფეთ.


შეჯამება

mobineX-ის ინტერნეტთან ერთად ზაფხულის დაგეგმვა და მოგზაურობა უფრო მარტივია. ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სულ რამდენიმე წამში შეარჩიო შენს სურვილებზე მორგებული მობილური ინტერნეტი. ჩვენ გთავაზობთ ლოკალური და რეგიონალური ინტერნეტ პაკეტების უზარმაზარ არჩევანს. შეარჩიე სასურველი მიმართულება, გააქტიურე როუმინგ ინტერნეტი და გაატარე ეს ზაფხული სასიამოვნოდ და კომფორტულად.