none
mobineX vs. MobiMatter - აღმოაჩინე შენზე მორგებული შეთავაზებები

“mobineX vs. MobiMatter - აღმოაჩინე შენზე მორგებული შეთავაზებები”

ზოგადი ინფორმაცია
17.02.2026

სამოგზაუროდ მიდიხარ და შენთვის შესაფერის როუმინგ ინტერნეტ პაკეტს ეძებ? დღეს ბაზარზე ბევრი ალტერნატივაა და ხშირად ყველაზე რთული სწორედ არჩევანის გაკეთებაა: სად, როგორ და რა პირობებით იყიდი ინტერნეტს, როცა ბაზარზე ამდენი მომწოდებელია, რომელიც აბონენტებს მრავალფეროვან ალტერნატივებს სთავაზობს. 


არჩევანის გასამარტივებლად, დღევანდელ ბლოგში, ჩვენს ერთ-ერთ კონკურენტთან, MobiMatter-თან, მიმართებით განვიხილავთ mobineX-ის შეთავაზებებს

mobineX-ზე პაკეტის შერჩევა უფრო მარტივია

MobiMatter eSIM-ის მარკეტფლეისია. აქ ერთ სივრცეში სხვადასხვა პროვაიდერის ბევრი შეთავაზებაა თავმოყრილი და შეგიძლია ნახო და შეადარო სხვადასხვა ვარიანტი. თუმცა სწორედ ამ მრავალფეროვნებასთან ერთად ხშირად ჩნდება ერთი პრაქტიკული სირთულე: როდესაც ერთდროულად ბევრ პაკეტს ხედავ, არჩევა გიჭირს, რადგან უნდა გადაამოწმო განსხვავებული პირობები, მოცულობები და ვადები, სანამ შენს საჭიროებას ზუსტად მოარგებ.


mobineX-ზე პროცესი გათვლილია იმაზე, რომ სწრაფად მიხვდე, რა გჭირდება შენ. ამისთვის კომპანიას აქვს AI ასისტენტი, რომელიც არჩევას ამარტივებს: მიუთითებ ქვეყანას/ქვეყნებს და დღეების რაოდენობას, ხოლო ასისტენტი მიღებული მონაცემებით გთავაზობს საუკეთესო ღირებულების პაკეტებს, დალაგებულს ფასის მიხედვით და ცალ-ცალკე, eSIM-ისთვის და ფიზიკური SIM-ისთვის.

მომხმარებელზე ორიენტირებულობა

mobineX-ს ხშირად ირჩევენ, რადგან კომპანიის ამოსავალი წერტილი მოგზაურის რეალური საჭიროებებია. კომპანიის მიზანია, პაკეტები და სერვისები ისე განავითაროს, რომ სხვადასხვა ტიპის მომხმარებელმა მარტივად იპოვოს მისთვის შესაბამისი ვარიანტი: იქნება ეს მოკლე ვიზიტი თუ ხანგრძლივი მოგზაურობა.


ამ მიდგომის გასამყარებლად mobineX-ი პერიოდულად იღებს უკუკავშირს მომხმარებლებისგან, უკეთ იგებს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე იხვეწება როგორც პაკეტების სტრუქტურა, ისე სერვისის მიწოდების პროცესი. შედეგად, შეთავაზებები უფრო პრაქტიკულია.


MobiMatter უცხოური მარკეტფლეისია, შესაბამისად ნაკლებად არის მორგებული ქართველი მომხმარებლის ყოველდღიურ ჩვევებსა და მოლოდინებზე. mobineX-ის უპირატესობა კი ისაა, რომ მომხმარებელთან უფრო ახლო კავშირი აქვს და ქართულ ბაზარზე პარტნიორებთან თანამშრომლობით, ხშირად სთავაზობს დამატებით საინტერესო შეთავაზებებს.

მოქნილი საფასო პოლიტიკა 

mobineX-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ როუმინგ პაკეტები, MobiMatter-ისგან განსხვავებით, არამხოლოდ დოლარსა და ევროში, არამედ ლარშიც არის ხელმისაწვდომი, რაც ბიუჯეტის დაგეგმვას ბევრად ამარტივებს. mobineX-ი მომხმარებელს სხვადასხვა მოცულობისა და ღირებულების 1800-ზე მეტ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს. არჩევანი მორგებულია მოგზაურის ნებისმიერ საჭიროებაზე.

mobineX-ის აპლიკაცია და დამატებითი სერვისები

mobineX-ის აპლიკაცია მოგზაურობისას დამატებით კომფორტს გთავაზობს: შეგიძლია დარეკო მსოფლიოს ნებისმიერ ფიქსირებულ ან მობილურ ნომერზე ისე, რომ ზარის მიმღებს ინტერნეტი არ სჭირდება. რეგისტრაციისას ყველა მომხმარებელი იღებს 10 უფასო წუთს, რაც საერთაშორისო ზარებზე ხარჯს ამცირებს. 

სტაბილურობა, უსაფრთხოება და 24/7 მხარდაჭერა

კარგი როუმინგ ინტერნეტი მხოლოდ ფასით არ იზომება. მთავარია, კავშირი იყოს სტაბილური, სწრაფი და ყოველდღიურად, ნებისმიერ სიტუაციაში არ გაგაწვალოს. ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხო გამოყენება, რათა საჯარო Wi-Fi-ზე დამოკიდებული არ იყო და პერსონალური მონაცემები დაცული გქონდეს. არანაკლებ კრიტიკულია 24/7 მხარდაჭერა, სწრაფი გააქტიურება და გამჭვირვალე პირობები, სწორედ ამ ყველაფერს გთავაზობს mobineX-ი.

შეჯამება

თუ გინდა, რომ მოგზაურობამდე სწრაფად და მარტივად შეარჩიო შენზე მორგებული როუმინგ პაკეტი, mobineX-ი ამ პროცესს მაქსიმალურად გიმარტივებს  AI ასისტენტით, დიდი კატალოგითა და ლარში გადახდის კომფორტით. MobiMatter როგორც მარკეტფლეისი ბევრ ვარიანტს გთავაზობს, თუმცა არჩევა ხშირად მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. mobineX-ის შემთხვევაში კი იღებ სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტს, 24/7 მხარდაჭერასა და დამატებით სერვისებს, რომლებიც მოგზაურობას უფრო მშვიდსა და კომფორტულს ხდის.