სამოგზაუროდ მიდიხარ და შენთვის შესაფერის როუმინგ ინტერნეტ პაკეტს ეძებ? სხვადასხვა მობილური ოპერატორის შეთავაზებების დათვალიერება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის არჩევაში დაგეხმარება. შეამჩნევდი, რომ ბაზარზე არაერთი ადგილობრივი და უცხოური მიმწოდებელია, რომელიც აბონენტებს მრავალფეროვან ალტერნატივებს სთავაზობს. ალბათ, გაინტერესებს, რაში მდგომარეობს მათთან შედარებით mobineX-ის უპირატესობა. ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დღეს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონკურენტთან, Airalo-სთან მიმართებით განვიხილავთ mobineX-ის შეთავაზებებს.
მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებები
mobineX-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიას. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. გვსურს, აბონენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ და შეთავაზებების დროსაც ამას ვითვალისწინებთ. პერიოდულად ვატარებთ სხვადასხვა გამოკითხვას, რაც გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ჩვენი აბონენტები, გავიგოთ, რა სურთ მათ და რა მიმართულებებით გვაქვს ხარვეზები აღმოსაფხვრელი. ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მომხმარებელს ინოვაციური გადაწყვეტები შევთავაზოთ. ასე, მაგალითად, გასულ წელს mobineX-ს ახალი ფუნქციონალი - AI ასისტენტი დაემატა, რომელიც კონკრეტულად შენი საჭიროებების მიხედვით, შესაბამისი ინტერნეტ პაკეტის არჩევაში გეხმარება.
Airalo უცხოური კომპანიაა, ამიტომ, ნაკლებად იცნობს ქართველი აბონენტების ინტერესებსა და მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, mobineX-ის უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უფრო ახლო კავშირი გვაქვს მომხმარებელთან. ქართულ ბაზარზე გვყავს არაერთი პარტნიორი კომპანია, რომელთან თანამშრომლობაც საშუალებას გვაძლევს, აბონენტებს მათთვის საინტერესო პირობები შევთავაზოთ სხვადასხვა პროდუქტზე.
მოქნილი საფასო პოლიტიკა და მრავალფეროვანი კატალოგი
mobineX-ის კატალოგი ამ დროისთვის 1800-ზე მეტ ინტერნეტ პაკეტს აერთიანებს. გვაქვს სხვადასხვა საჭიროებისა და პრეფერენციების მომხმარებელზე მორგებული რეგიონალური და ლოკალური შეთავაზებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Airalo-სგან განსხვავებით, mobineX-ის როუმინგ პაკეტები რამდენიმე ვალუტაში, მათ შორის, ლარშია ხელმისაწვდომი. ეს როუმინგ ინტერნეტს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ქართველი მომხმარებლისთვის.
mobineX-ის აპლიკაცია და საერთაშორისო ზარები
mobineX-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს აპლიკაციაში, რომელიც საშუალებას გაძლევს, დარეკო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე, ისე, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა და თავად არაფრის გადახდა არ უწევს. რეგისტრაციისას ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. ასე რომ, შეგიძლია, საერთაშორისო ზარებზე თანხა დაზოგო და უფასოდ ისაუბრო.
დარეკე mobineX-ის აპლიკაციით და დაზოგე თანხა მოგზაურობისას
დამატებით VPN-ის გამოყენება არ გიწევს
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოგზაურობისას დამატებით VPN-ის გამოყენება აღარ გიწევს. ამის გარეშეც თავისუფლად სარგებლობ ყველა აპლიკაციით. ეს ხელსაყრელია ისეთ ქვეყნებში, სადაც აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს და სამოგზაურო ინტერნეტის მოხმარების შემთხვევაშიც კი, ზოგიერთი პროვაიდერის შემთხვევაში, აბონენტებს პრობლემა ექმნებათ. mobineX-ის მომხმარებლები ამ დაბრკოლებებს არ აწყდებიან.
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი
ჩვენი აბონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ mobineX-ის ინტერნეტი სტანდარტულზე ნელა იხარჯება, რაც მათ თავისთავად უიაფებს მოგზაურობის ხარჯებს. დღევანდელობაში ხარისხიანი სერვისი თავის თავში აერთიანებს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორს: საიმედო კომპანიას 24/7-ზე მხარდაჭერის გუნდით, ტექნიკურ გამართულობასა და მოგზაურის საჭიროებებზე მორგებულ საინტერესო შეთავაზებებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ პაკეტების ღირებულებებს შორის უმნიშვნელოდ მცირედ სხვაობას კონკურენტულ უპირატესობებზე ნაკლები გავლენა აქვს. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი კონკურენტებთან შედარებით ხარისხიანი, სტაბილური და უსაფრთხოა.
შეჯამება
თუ აქამდე რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდა, იმედი გვაქვს, შენს ყველა კითხვას გავეცით პასუხი. mobineX-ის არჩევის შემთხვევაში, შენ გაქვს წვდომა ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომ ფასად და დამატებით უამრავ სერვისთან, რომელსაც ექსკლუზიურად ჩვენ გთავაზობთ. mobineX-ი ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდით აბონენტების ყოველდღიურობა უფრო კომფორტული გახადოს.
პაკეტები