ევროპის ქვეყნებს შორის ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ლოკაციაა. თუ შენც ამ მიმართულებით მიემგზავრები და mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება გსურს, ეს ბლოგი აუცილებლად დაგაინტერესებს. დღეს განვიხილავთ ჩვენი მობილური ინტერნეტის მოხმარების წესებს. გაეცანი იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა ცოდნაც საზღვარგარეთ გატარებულ დღეებს უფრო უსაფრთხო, კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად გიქცევს. სწორი მოხმარების შემთხვევაში, შენი ჩეხური თავგადასავლების განმავლობაში მუდმივად შეინარჩუნებ უწყვეტ კავშირს.
mobineX-ის სერვისები
mobineX-ი გთავაზობს სამოგზაურო ინტერნეტს ფიზიკური SIM და ელექტრონული eSIM ბარათებით. როუმინგ ინტერნეტით სარგებლობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩეხეთშიც არის შესაძლებელი. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. ამგვარად, შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით. იმ ადგილებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს. იმის მიხედვით, რამდენი დღით მიემგზავრები, შეიძინე 3, 7, 14, 15, 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი ან ულიმიტო პაკეტი.
როგორ გავიაქტიუროთ სამოგზაურო ინტერნეტი
სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურებას სწრაფად და მარტივად შეძლებ. ფიზიკური SIM-ის ან eSIM-ის შეძენა ჩვენი ვებგვერდიდან ან მობილური აპლიკაციის საშუალებით ხდება. ირჩევ სასურველ პაკეტს და MasterCard/VISA ბარათით იხდი პაკეტის ღირებულებას.
ფიზიკური SIM-ის ან eSIM-ის შემთხვევაში შეგიძლია:
1 SIM-ით მოიარო ჩეხეთი;
MB-ები გაუზიარო მეგობრებს;
საჭიროების შემთხვევაში პირად კაბინეტში შეამოწმო დარჩენილი MB-ების ოდენობა;
საჭიროების შემთხვევაში პირადი კაბინეტიდან დაიმატო ახალი პაკეტი ან სასურველი რაოდენობის ფიზიკური SIM ან eSIM
რა უნდა გაითვალისწინო პაკეტის შეძენისას
თუ ელექტრონული ბარათით სარგებლობას გადაწყვეტ, პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ შენს სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ამისთვის შეამოწმე, მობილურის პარამეტრებში არის თუ არა add eSIM ფუნქცია. თუ ეს არჩევანი ხელმისაწვდომია, შეგიძლია ელექტრონული ბარათი მარტივად შეიძინო. გამომდინარე იქიდან, რომ eSIM-ის პაკეტის შეძენამდე თავად ადასტურებ, რომ შენს სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, ამიტომ პაკეტში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. რაც შეეხება ფიზიკურ SIM ბარათს, მისი არჩევის შემთხვევაში, პროცესს უფრო მეტი დრო სჭირდება, რადგან მოგიწევს სერვისცენტრში მისვლა ან ბარათს ადგილზე მოგიტანს ჩვენი კურიერი.
შეჯამება
გაითვალისწინე ჩვენი რეკომენდაციები და იმოგზაურე mobineX-ის მობილური ინტერნეტით. MB-ები მანამდე შეგიძლია შეიძინო, სანამ ჩეხეთში ჩახვალ. ასე ჩაფრენისთანავე შეძლებ ახლობლებთან კომუნიკაციას. გისურვებთ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას!