none
mobineX-ისა და თბს დაზღვევის ახალი შეთავაზება  შენი უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის

“mobineX-ისა და თბს დაზღვევის ახალი შეთავაზება შენი უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის”

სხვადასხვა
13.11.2024

mobineX-ი დაარსების დღიდან ცდილობს ქართველი მომხმარებლისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. ამ მისიამ გაგვაერთიანა ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან და ამიერიდან თბს დაზღვევასთან ერთად განვაგრძობთ შენი კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კოლაბორაციის ფარგლებში ჩვენს აბონენტებს ბევრი საინტერესო შეთავაზება ელოდებათ წინ. ვრცლად ამ სიახლესთან დაკავშირებით დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით. 

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1GB ინტერნეტი საჩუქრად

ჩვენი ახალი შეთავაზება შენს უსაფრთხოებას ემსახურება. შეიძინე სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი და მიიღე საჩუქრად 1GB ინტერნეტი mobineX-ისგან. როუმინგ ინტერნეტის გამოყენებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ. ამასთან, თბს დაზღვევის მომხმარებლები დამატებითი MB-ების შეძენის შემთხვევაში, 19%-იანი ფასდასკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, ჩვენი საიტიდან ან აპითაა შესაძლებელი.

იმოგზაურე მშვიდად და უსაფრთხოდ

თბს-ს სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით,  მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. mobineX-ი განაგრძობს თავისი აბონენტების უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვას. ამ მისიამ ამჯერად თბს დაზღვევასთან დაგვაკავშირა, რაც ორივე კომპანიის მომხმარებლისთვის ორმაგად სასარგებლოა. ამიტომ, გირჩევთ, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან და აუცილებლად შეიძინო სადაზღვეო პაკეტი და მობილური ინტერნეტი. იმოგზაურე მშვიდად, დაცულად და შეინარჩუნე მუდმივი კავშირი გარე სამყაროსთან.