თუ მოგზაურობა შენი ჰობია, აუცილებლად გექნება გაგებული CHEAP TRAVEL-ის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის გარშემო თავგადასავლების მოყვარულებს აერთიანებს. სიხარულით შეგვიძლია გაცნობოთ, რომ საქართველოში ყველაზე მასშტაბური და სანდო ჯგუფი mobineX-თან პარტნიორობს. ჩვენი მიზანია საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში შენი მაქსიმალური კომფორტი უზრუნველვყოთ. თუ აქამდე არ იცოდი, დღეს მოგიყვებით, რა ექსკლუზიური შეთავაზებებით შეგიძლია ისარგებლო mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტზე, როგორც მოგზაურთა კლუბის წევრმა.
20%-იანი ექსკლუზიური ფასდაკლება
CHEAP TRAVEL-ის ჯგუფის წევრებისთვის ჩვენს სამოგზაურო ინტერნეტზე ექსკლუზიური შეთავაზება ვრცელდება, კერძოდ, შენ შეგიძლია მიიღო 20%-იანი ფასდაკლება როგორც mobineX-ზე რეგისტრაციისას, ასევე - ყოველი ახალი პაკეტის ყიდვისას. თვალი გადაავლე სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების კატალოგს და აირჩიე შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. შეთავაზებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგზაურთა კლუბის ჯგუფში ნახავ.
სამოგზაურო ინტერნეტი
როუმინგ ინტერნეტმა მოგზაურების უამრავი პრობლემა გადაჭრა. მისი წყალობით, საზღვარგარეთ ვიზიტები უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო გახდა. mobineX-ი ფიზიკურ SIM და eSIM პაკეტებს გთავაზობს. შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს. რეგისტრაცია უმარტივესია - ჩვენს ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში ირჩევ სასურველ პაკეტს და იხდი MasterCard/VISA ბარათით.
mobineX-ის სპეციალური შეთავაზებები
mobineX-ი პერიოდულად თავის აბონენტებს სიურპრიზებს უკეთებს. ჩვენი სამოგზაურო ინტერნეტის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებებით შეუძლიათ ისარგებლონ. ამიტომ, თვალი ადევნე სიახლეების გვერდს და აუცილებლად იპოვი შეთავაზებას, რომელიც სწორედ შენ გერგება.