mobineX-ის გუნდის მთავარი მიზანი დღემდე უცვლელია - ქართველი მოგზაურებისთვის საზღვარგარეთ ყოფნის დღეები კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს და სამოგზაურო პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს. ამისთვის, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აბონენტებს ყოველდღიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი, მოქნილი და კომფორტული სერვისები შევთავაზოთ. ეს მიზანი, მომხმარებელზე ზრუნვის სურვილი ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან გვაერთიანებს.
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სიახლე, რომ mobineX-ი და Silk Bank-ის მერე ბარათი დამეგობრდნენ. 15 სექტემბრამდე ყველას, ვინც მერე ბარათით უცხოეთში მოგზაურობას დაგეგმავს, ჩვენგან საჩუქარი ელოდება.
სილქ ბანკი - შენი მეორე ბანკი
სილქი ციფრული ბანკია ხელსაყრელი და ალტერნატიული პროდუქტებით, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ფარული საკომისიოების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ სილქის მობაილბანკში ყოველთვის იპოვი შენს რეალურ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს, რომლებიც აუცილებლად ღირს რომ გადაამოწმო, შეადარო კონკურენტებს და გადაწყვეტილება მხოლოდ შემდგომ მიიღო.
სილქი არ არის შენი პირველი ან ერთადერთი ბანკი. სილქი შენი საბანკო ალტერნატივაა. მაშინ როცა სხვა ბანკები დრამატული და პათეტიკური კომუნიკაციით ჩაუნაცვლებლობაზე გესაუბრებიან, სილქის ციფრული ბანკი ყველაფერი ზედმეტისგან არის დაცლილი. არავითარი ემოციური მანიპულაცია - ბანკი უბრალოდ საჭირო და პრაქტიკული ინსტრუმენტია.
რა არის "მერე" ბარათი?
ამ პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტი, რომელიც მოგზაურობისას შეიძლება ძალიან გამოგადგეს, სილქ ბანკის „მერე“ ბარათია. მერე ბარათის მეშვეობით შეძლებ შეიძინო შენთვის სასურველი ნივთი ან მიიღო საჭირო მომსახურება ეფექტურ 0%-ად და მისი ღირებულება მარტივად გაანაწილო 3-დან 12 თვემდე ვადაზე. ეს შეთავაზება უცხოეთში მოგზაურობაზეც ვრცელდება. მერე ბარათით შეგიძლია გაანაწილო ფრენის, სასტუმროს თუ გართობის ხარჯები ათობით ვებსაიტზე. მათ შორის, Wizzair, Pegasus, booking.com, airbnb და სხვა.
ბარათს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი უპირატესობა აქვს:
წინასწარ დამტკიცებული თანხა: მერე ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი (50 ლარიდან - 30 000 ლარამდე) მოგზაურობის ხარჯებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. მის გამოყენებას ნებისმიერ დროს, სრულიად თავისუფლად შეძლებ.
თვეებზე განაწილებული ხარჯი: სასურველი ნივთი თუ სერვისი შენია ზუსტად მაშინ, როცა გინდა და გჭირდება. მის საფასურს კი გაძვირების გარეშე, 3-დან 12 თვემდე პერიოდზე ანაწილებ.
ეფექტური 0% რეკომენდებულ ვადაზე: თანხის რეკომენდებულ ვადაზე განაწილების შემთხვევაში, შენ იხდი მხოლოდ პროდუქტის რეალურ საფასურს ყოველგვარი ზედმეტი, დამატებითი ხარჯის გარეშე.
არანაირი მომსახურების საკომისიო: ბარათის აღება და მომსახურება არის სრულიად უფასო.
იმოგზაურე mobineX-თან და სილქ ბანკთან ერთად და გადაიხადე მერე
ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს, მოგზაურობის დაგეგმვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს. შენ შეგიძლია სამოგზაურო ხარჯები სილქ ბანკის მერე ბარათის დახმარებით რამდენიმე თვეზე გაანაწილო. იმოგზაურებ მაშინ, როცა გინდა და გადაიხდი, მერე. სასურველ ლოკაციაზე სტაბილურ როუმინგ ინტერნეტს ამჯერადაც mobineX-ი უზრუნველყოფს.
15 სექტემბრამდე თუ სამოგზაურო ხარჯებს მერე ბარათით დაფარავ, mobineX-ისგან სპეციალური შეთავაზება გელოდება. ასე რომ, თვალი ადევნე სიახლეებს როგორც mobineX-ის ოფიციალურ გვერდზე, ისე სილქ ბანკის საიტზე და სოციალურ მედიაში.
პაკეტები