მათთვის, ვისაც განსხვავებული და მრავალფეროვანი კულტურული გამოცდილებების მიღება სურთ, აზია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. სამწუხაროდ, ლოკაციიდან გამომდინარე, ხშირად მოგზაურები კომუნიკაციის პრობლემას აწყდებიან. ძირითად სირთულეს საერთაშორისო ზარებისა და როუმინგ ინტერნეტის განსაკუთრებულად მაღალი ფასები წარმოადგენს.
mobineX აზიის ქვეყნებში სამოგზაუროდ უპრეცედენტოდ შეღავათიან ტარიფებს გთავაზობთ. არ აქვს მნიშვნელობა, ტაილანდში დასვენებას გეგმავთ, თუ ბიზნეს შეხვედრა გაქვთ სინგაპურში, ჩვენი შეთავაზებები საშუალებას გაძლევთ კომუნიკაციის ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოთ და მაღალი ხარისხის მობილური კავშირით ისარგებლოთ.
რატომ უნდა აირჩიოთ mobineX აზიის ქვეყნებში სამოგზაუროდ?
mobineX მაღალი ხარისხის სერვისს გთავაზობთ, რომელიც მსოფლიოს გარშემო უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს. ჩვენი აბონენტები აზიის ქვეყნებში განსაკუთრებულად დაბალი ტარიფებით სარგებლობენ. mobineX-ის აპლიკაციით MB-ების შემოწმების გარდა, ზარების მიღება-განხორციელებაც შეგიძლიათ, როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. მთავარი ისაა, რომ ზარის მიმღებს საპასუხოდ ინტერნეტი არ სჭირდება.
თქვენი შერჩეული პაკეტის გააქტიურება წინასწარ ან მოგზაურობის დროს, mobineX-ის აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი. ჩვენი აპლიკაციით სარგებლობისას დამატებით როუმინგის ჩართვა აღარ გჭირდებათ.
mobineX-ის შეღავათიანი ტარიფები აზიის 31 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორისაა, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, ინდოეთი, ვიეტნამი, სინგაპური და სხვა.
როგორ გავააქტიუროთ mobineX-ის პაკეტი?
ჩვენთან ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება უმარტივესია. პირველ რიგში, უნდა გადმოწეროთ mobineX-ის აპლიკაცია ან დარეგისტრირდეთ საიტზე. შემდეგ აირჩევთ ქვეყანას, სადაც აპირებთ მოგზაურობას და სასურველ პაკეტს. პაკეტის არჩევა შეგიძლიათ როგორც ლოკალურად, ისე რეგიონალურად. თუ აზიის რამდენიმე ქვეყანაში აპირებთ მოგზაურობას, აზიის რეგიონალური პაკეტი გამოგადგებათ, თუ მხოლოდ ერთ ქვეყანაში მიდიხართ, ამ კონკრეტული ქვეყნის პაკეტი. ტარიფები განსხვავდება დღეების მიხედვით. ქვეყნისა და შესაბამისი პაკეტის არჩევის შემდეგ, უნდა გადაიხადოთ და ინტერნეტი რამდენიმე წამში გაგიაქტიურდებათ.
შეჯამება
თუ აზიაში მოგზაურობას გეგმავთ, mobineX კომუნიკაციისთვის საუკეთესო არჩევანია. ჩვენი ტარიფები საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თანხა და დარჩეთ კავშირზე ნებისმიერ დროსა და სივრცეში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გეგმა და იმოგზაურეთ კომფორტულად.