თუ უცხოელი მეგობრის, ბიზნეს-პარტნიორის ან ახლობლის ჩამოსვლას ელოდები, ეს რჩევები სწორედ შენთვისაა. იმისათვის, რომ შენმა სტუმარმა აქ ყოფნის პერიოდში ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილება, რუკების გამოყენება, დარეკვა და Google Translate-ის დახმარებით ადგილობრივებთან კომუნიკაცია შეძლოს, სულაც არ არის აუცილებელი ადგილობრივი ნომრის აღება, ფიზიკური ბარათის ყიდვა.
ამ პრობლემას mobineX-ი მარტივად აგვარებს და შენს სტუმარს საქართველოზე მორგებულ, ელექტრონულ eSIM-ს სთავაზობს. ამ ბლოგში დაწვრილებით მოგიყვებით, როგორ მოიქცე ასეთ დროს, როგორ შეურჩიო მეგობარს ოპტიმალური მობილური ინტერნეტ პაკეტი და როგორ დაზოგოთ ხარჯები ორივემ ერთად.
როუმინგ ინტერნეტი საქართველოში
mobineX-ის ვირტუალური ბარათის დახმარებით, როუმინგ ინტერნეტის გააქტიურებას ნებისმიერ დროს შეძლებ. გვაქვს მრავალფეროვანი შეთავაზებები, საიდანაც შეგიძლია შენს სტუმარს ოპტიმალური ვარიანტი აურჩიო. ამაში ჩვენი AI ასისტენტიც დაგეხმარება. იმის მიხედვით, რამდენი ხნით ჩამოდის და რა სიხშირით დასჭირდება ინტერნეტი, AI ყველაზე ბიუჯეტურ ალტერნატივებს შემოგთავაზებს.
თუ შენი სტუმარი საქართველომდე სხვა ქვეყნებში აპირებს მოგზაურობას, შეგიძლია, რეგიონალური პაკეტი აუღო. ევროპის რეგიონალური პაკეტით მოგზაურობის შემდეგ დარჩენილი MB-ები შეგიძლია საქართველოში გამოიყენო.
გაითვალისწინე და შენს სტუმარსაც უთხარი, რომ ჩვენი სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები ანალოგიურად ვრცელდება უცხოელი და ქართველი აბონენტების შემთხვევაში.
დაზოგე როუმინგ ინტერნეტის ხარჯები და მიიღე უფასო MB-ები საჩუქრად
სურვილის მიხედვით, შენს მეგობარს შეუძლია შეარჩიოს 3, 7, 14, 15, 30-დღიანი ან ულიმიტო როუმინგ ინტერნეტ პაკეტები როგორც ფიზიკური SIM-ის, ისე ელექტრონული eSIM-ის სახით. იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G სიხშირე, ჩვენი სერვისიც ამ სიხშირეზე იჭერს.
mobineX-ის რეფერალურ სისტემაზე თუ გსმენია? შენც და შენს სტუმარსაც შეგიძლიათ უფასო MB-ები მიიღოთ საჩუქრად.
თუ შენი უცხოელი მეგობარი ჯერაც არ არის ჩვენი აბონენტი, მოიწვიე და მიიღე საჩუქრად უფასო როუმინგ ინტერნეტი. შენს პირად კაბინეტში იპოვი უნიკალურ, პერსონალიზებულ კოდს. ეს კოდი გაუზიარე შენს სტუმარს სოციალური ქსელით, მესიჯით ან ელ.ფოსტით. როდესაც შენი მოწვევით მეგობარი პირველად შეიძენს პაკეტს, ის მომენტალურად მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას, ხოლო შენ მისი გადახდილი თანხის 15% COINEX ქულების სახით დაგერიცხება. ეს ქულები პირად კაბინეტში გიგროვდება და მათი გამოყენებით სრულიად უფასოდ შეიძენ ინტერნეტს შენი მომავალი მოგზაურობისთვის.
როგორ გაიაქტიუროს შენმა სტუმარმა როუმინგ ინტერნეტი
შენს სტუმარს როუმინგ ინტერნეტის გააქტიურება სრულიად დისტანციურად შეუძლია, საქართველოში გამოფრენამდეც კი. ამისთვის მან უნდა გაიაროს მარტივი სარეგისტრაციო პროცესი ჩვენს ვებგვერდზე ან mobineX-ის აპლიკაციით, აარჩიოს სასურველი პაკეტი და გადაიხადოს ბარათით.
eSIM-ის ინსტალაციის ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ ნახავ - აქ
შეჯამება
mobineX-ის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს სამოგზაურო ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ჩვენი სერვისებით უკვე აქტიურად სარგებლობენ საერთაშორისო ბაზრებზე და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. ჩვენი ინტერნეტი აქაც სტაბილურად და სწრაფად იჭერს, რაც ნებისმიერ უცხოელ სტუმარს გადაადგილებასა და კომუნიკაციას მაქსიმალურად გაუმარტივებს. ასე რომ, უმასპინძლე მეგობრებს mobineX-თან ერთად!
პაკეტები