none
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტის უპირატესობები ჩინეთში სამოგზაუროდ

“mobineX-ის როუმინგ ინტერნეტის უპირატესობები ჩინეთში სამოგზაუროდ”

ზოგადი ინფორმაცია
22.12.2025

2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ მოგზაურობის წესები საგრძნობლად გამარტივდა. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი მიემგზავრება ჩინეთის მიმართულებით, ნაწილი სასმსახურებრივი მიზნით, ნაწილი - ტურისტულად. 


ჩინეთში მოგზაურობას გარკვეული გამოწვევები ახლავს თან. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რათა სამომავლოდ დაბრკოლებები აირიდო თავიდან. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხებში გაგარკვევთ. მოემზადე ჩინეთში სამოგზაუროდ mobineX-თან ერთად. 

როუმინგ ინტერნეტ პაკეტები ჩინეთში

mobineX-ი აბონენტებს ჩინეთში სამოგზაუროდ რეგიონალურ და ლოკალურ ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს. ჩვენი მრავალფეროვანი კატალოგი ამ მიმართულებით 50-მდე განსხვავებულ შეთავაზებას მოიცავს. იმის მიხედვით, რამდენი ხნით მიდიხარ და რა სიხშირით დაგჭირდება ინტერნეტი, MB-ების შესაბამისი რაოდენობა შეგიძლია იყიდო. ხელმისაწვდომია:


  • 1 GB 

  • 2 GB

  • 3 GB

  • 5 GB

  • 8 GB

  • 10 GB

  • 15 GB

  • 20 GB

  • 30 GB

  • 50 GB

  • 100 GB


გვაქვს 3, 7, 14, 15, 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი. არჩევანის გაკეთებაში ჩვენი AI ასისტენტი დაგეხმარება, რომელიც შენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თავად გირჩევს ოპტიმლაური ინტერნეტ პაკეტების ჩამონათვალს. საკმარისია, მიუთითო დღეების რაოდენობა, რა პერიოდითაც აპირებ დარჩენას და ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ასისტენტი საუკეთესო ღირებულების პაკეტებს  შემოგთავაზებს.

ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი

სტანდარტული პაკეტების გარდა, ხელმისაწვდომია, ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებიც. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, თუ ჩინეთში დიდი ხნით გეგმავ დარჩენას, ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიხარ და აქტიურად მოგიწევს ინტერნეტის გამოყენება. ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურების შემთხვევაში, არ მოგიწევს MB-ების კონტროლი. შეგიძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლო ინტერნეტ კავშირით.

რატომ უნდა ისარგებლო ჩინეთში mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით

ჩინეთში მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინო, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე შეზღუდვები მოქმედებს. ამის გამო სამოგზაურო ინტერნეტის მოხმარების შემთხვევაშიც კი, ზოგჯერ აბონენტებს პრობლემა ექმნებათ და იძულებული არიან, VPN-ი გამოიყენონ. 


mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, ჩინეთში მოგზაურობისას VPN-ის გამოყენება არ მოგიწევს. ამის გარეშეც თავისუფლად ისარგებლებ ყველა აპლიკაციით.

mobineX-ის უპირატესობები

გარდა იმისა, რომ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი VPN-ის გამოყენების საჭიროებას გიხსნის, ჩვენი აბონენტები სხვა დამატებითი პრივილეგიებითაც სარგებლობენ. ჩვენი ინტერნეტ პაკეტები სხვა პროვაიდერებთან შედარებით, გაცილებით ნელა იხარჯება. ამიტომ, აბონენტებს თითქმის არასდროს უწევთ მოგზაურობისას MB-ების დამატება. ამასთან, mobineX-ის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლია, საერთაშორისო ზარების განხორციელება ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით. აპლიკაციის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია დარეკვა როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ დასჭირდება ინტერნეტთან წვდომა და მოპასუხეს არაფრის გადახდა არ მოუწევს.


საიტზე რეგისტრაციისას ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. ასე რომ, შეგიძლია თანხა დაზოგო და 10 წუთის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისაუბრო ჩინეთიდან ნებისმიერ სხვა წერტილში, მათ შორის - საქართველოში.


გაიგე მეტი mobineX-ის აპლიკაციაზე

შეჯამება

mobineX-ი ჩინეთში სამოგზაუროდ ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. დაათვალიერე კატალოგი ან გამოიყენე AI ასისტენტის დახმარება და შეარჩიე შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. გაითვალისწინე, სხვა პროვაიდერებისგან განსხვავებით, mobineX-ის მობილური ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, არ დაგჭირდება VPN-ი. ამის გარეშეც უპრობლემოდ ისარგებლებ ყველა აპლიკაციით.