ერთი რამ, რაც მოგზაურობისას აუცილებლად გვჭირდება, ინტერნეტთან სტაბილური კავშირია. სწორედ ამას უზრუნველყოფს mobineX-ი თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი არაა. როუმინგ ინტერნეტის გარდა, ჩვენს აბონენტებს კიდევ ბევრ სერვისს ვთავაზობთ. გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა პროდუქტზე სპეციალურ ფასდაკლებებს ვაცხადებთ. ეს შეთავაზებები განსხვავებულ მიმართულებებს ფარავს და კონკრეტულად იმ ტიპის სერვისებზეა, რომლებიც მოგზაურობის დროს შეიძლება გამოგადგეს. ამიტომ, გირჩევთ, თვალი ადევნო მიმდინარე სიახლეებს და არ გამოტოვო შენთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები.
ფასდაკლების აქტივაცია მარტივია. ერთადერთი რაც ამისთვის გჭირდება, სპეციალური პრომო კოდია. ეს კოდი, როგორც წესი, პარტნიორი კომპანიების საიტებზეა განთავსებული. დღევანდელ ბლოგში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, სად და როგორ მიაკვლიო შენთვის საჭირო ინფორმაციას.
mobineX-ის პარტნიორი კომპანიები
როგორც იცი, mobineX-ი სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ამგვარი კოლაბორაციების შედეგად აბონენტისთვის მოგზაურობის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა. სამოგზაურო დაზღვევა, ტრასნპორტის ბილეთები, ფრენის კომპენსაცია, ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული ღონისძიების ბილეთები, შეღავათები მაღაზიებსა და რესტორნებში - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სიიდან, რომელსაც mobineX-ი თავის პარტნიორ კომპანიებთან ერთად ფარავს.
სპეციალური შეთავაზებები
შეთავაზებები mobineX-ის საიტსა და პარტნიორების პლატფორმებზე შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს წარმოდგენილი. ზოგჯერ გვაქვს ფასდაკლება კონკრეტულ ინტერნეტ პაკეტზე (რეგიონალურ ან ლოკალურ ინტერნეტ პაკეტებზე) ან დამატებით MB-ებს ვჩუქნით ერთგულ აბონენტებს. გვაქვს სეზონური შეთავაზებებიც, მაგალითად - საშობაო, ზაფხულის და ა.შ. გაითვალისწინე, შეთავაზებების ჩართვის პროცესში მთავარი გასაღები არის პრომო კოდი. პრომო კოდი პარტნიორი კომპანიის საიტზე შეგიძლია მოძებნო. როგორც წესი, შეთავაზების გვერდზე, ბანერზე, აქციის აღწერაში ან checkout-ის ეტაპზე დაგხვდება. ამ კოდს mobineX-ის პლატფორმაზე ინტერნეტის აქტივაციის დროს შეიყვან. კოდის სწორად შეყვანის შემთხვევაში, ავტომატურად გააქტიურდება შესაბამისი შეთავაზება.
შეჯამება
mobineX-ი არის პლატფორმა, რომელიც პარტნიორ კომპანიებთან ერთად ქმნის სპეციალურ შეთავაზებებს აბონენტებისთვის. ამ შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სპეციალური პრომო კოდი გაქვს, რომელსაც პარტნიორი კომპანიების საიტზე იხილავ. თუ გსურს, ინტერნეტი უფრო ხელსაყრელი პირობებით შეიძინო, გადახედე პარტნიორი კომპანიის შეთავაზების გვერდს, მოძებნე პრომო კოდი, შემდეგ კი აქტივაციისას გამოიყენე და მიიღე ბონუსი ან ფასდაკლება.
პაკეტები