უსაფრთხოება და კომფორტი მოგზაურობისას ყოველთვის უმთავრესი პრიორიტეტებია. mobineX-ი მუდმივად ცდილობს, თავისი აბონენტებისთვის სამოგზაურო პროცესის გაუმჯობესებას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავი მშვიდად და დაცულად იგრძნონ. ტურის დაგეგმვისას, ხარისხიან ინტერნეტთან ერთად, მთავარი საზრუნავია საიმედო სამოგზაურო დაზღვევის ქონა. სწორედ ამ საერთო მიზანმა და აბონენტებზე ზრუნვამ კიდევ ერთ დიდ კომპანიასთან გაგვაერთიანა.
გვინდა შეგატყობინოთ, რომ mobineX-ს კიდევ ერთი პარტნიორი ჰყავს - სადაზღვევო კომპანია ევროინსი (Euroins Georgia). ამიერიდან, ჩვენს მომხმარებლებს წინ ერთობლივი ექსკლუზიური შეთავაზებები ელით.
Euroins-ის სამოგზაურო დაზღვევა
სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჰოლდინგის (EIG) წევრია. Euroins-ის სამოგზაურო პოლისი ფარავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებას, გადაუდებელ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მკურნალობას, ასევე გადაუდებელ სტომატოლოგიურ და ოფთალმოლოგიურ ხარჯებს. გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, პოლისზე შეგიძლია დაამატო ბარგის დაგვიანებისა და დაკარგვის ზარალის ანაზღაურება.
შენი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლია შეარჩიო სამოგზაურო დაზღვევის ორი ტიპი:
ერთჯერადი - ირჩევ კონკრეტულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც იმოქმედებს შენი დაზღვევა და გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ.
მრავალჯერადი - არჩეულ სადაზღვევო პერიოდიში წინასწარ ირჩევ სასურველი დღეების რაოდენობას, იხდი ერთჯერად თანხას და წლის განმავლობაში ყოველ მოგზაურობაზე ავტომატურად გექნება დაზღვევა, არჩეული დღეების ფარგლებში.
მრავალჯერადი სადაზღვევო პოლისი იდეალურია მათთვის, ვინც აქტიურად მოგზაურობს. დაფარვის ზონებიც შენს გეგმებზეა მორგებული. შეგიძლია აირჩიო მხოლოდ შენგენის ქვეყნები, ან მთელი მსოფლიო (გარდა საქართველოსა და ბელარუსის).
როგორ მოვემზადოთ სამოგზაუროდ mobineX-თან ერთად
არ დაგავიწყდეს, მშვიდი მგზავრობისთვის სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად MB-ებიც წინასწარ მოიმარაგო. mobineX-ი გთავაზობს როუმინგ ინტერნეტს, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოგზაურის მოთხოვნებს. ჩვენს აპლიკაციაში მარტივად შეარჩევ როგორც სტანდარტულ, ისე დღიურ ულიმიტო ლოკალურ და რეგიონალურ პაკეტებს. იმ მიმართულებებზე, სადაც ხელმისაწვდომია 5G ქსელი, ჩვენი ინტერნეტიც უმაღლესი სიხშირით მუშაობს. კავშირის გააქტიურება სულ რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული eSIM-ით შეგიძლია.
ექსკლუზიური შეთავაზებები
იმისთვის, რომ პირველმა გაიგო სპეციალური შეთავაზებების შესახებ და არ გამოტოვო ექსკლუზიური საჩუქრები, გირჩევთ, აუცილებლად გამოიწერო mobineX-ისა და ევროინს ჯორჯიას (Euroins Georgia) ოფიციალური სოციალური ქსელები და ყურადღებით ადევნო თვალი სიახლეებს.
შეჯამება
ჩვენი მთავარი მიზანი დასაბამიდანვე იყო - შენთვის მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფა. მოემზადე შემდეგი თავგადასავლისთვის mobineX-თან და ევროინსთან ერთად, დაიზღვიე თავი გაუთვალისწინებელი რისკებისგან, ჩართე შენზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი და იმოგზაურე მშვიდად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
პაკეტები