2026 წლის თებერვალი თბილისის დინამოსთვის საკმაოდ დატვირთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. გუნდმა მონაწილეობა მიიღო როგორც პრესტიჟულ ტურნირებში: Conference Cup Men – Qualification Round II და Eurasia WNS tournament 2026.
გასვლითი მატჩების დროს, სადაც მწვრთნელებთან და ოჯახის წევრებთან მუდმივი კავშირი მნიშვნელოვანია, mobineX-მა დინამოს კვლავ გაუწია საიმედო პარტნიორობა და როუმინგ ინტერნეტით მოამარაგა.
Conference Cup Men: ღირსეული ბრძოლა ნეაპოლში
18-22 თებერვალს, დინამო თბილისი იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში იმყოფებოდა, სადაც Conference Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხი მატჩი გამართა. განახლებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით, გუნდმა D ჯგუფში ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზა.
ტურნირის მსვლელობისას დინამომ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა: პირველივე მატჩის შემდეგ გიორგი ვეშაგურმა და ლუკა მჭედლიშვილმა ტრავმები მიიღეს, რამაც დარჩენილ თამაშებსა და საერთო შედეგზე გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან”, იტალიურ “პოსილიპოსთან”, ფრანგულ „სეტესა“ და ესპანურ „მატაროსთან“ გამართული მატჩები მარცხით დასრულდა, თბილისის დინამომ მათ ღირსეული მეტოქეობა გაუწია.
2026 წლის Conference Cup-ზე ასპარეზობა დასრულებულია, თუმცა მიღებული გამოცდილება მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერების საფუძველი გახდება.
Eurasia WNS Tournament 2026: აკადემიის დებიუტი სტამბოლში
პარალელურად, დინამოს ცურვისა და წყალბურთის აკადემიამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირში, Eurasia WNS Tournament 2026. სტამბოლში გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრში, სადაც 300-მდე წყალბურთელი მონაწილეობდა, დინამოს U15 გუნდმა 5 დღის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი გამოცდილება დააგროვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია VK Torpedo-სთან დამაჯერებელი გამარჯვება ანგარიშით 6-17. აკადემიის წევრებისთვის წამყვან სერბულ და თურქულ კლუბებთან თამაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული წყალბურთის პოპულარიზაციისკენ.
mobineX - სტაბილური როუმინგ ინტერნეტი სპორტსმენებისთვის
იტალიასა და თურქეთში გამართული ტურნირების განმავლობაში, mobineX-ი გუნდს სწრაფი და სტაბილური როუმინგ ინტერნეტით ამარაგებდა. ამან სპორტსმენებსა და კლუბის წარმომადგენლებს საშუალება მისცა, ყოფილიყვნენ მუდმივ კავშირზე სამშობლოსთან, მწვრთნელებთან და მედიასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის გრაფიკი ძალიან დატვირთული იყო.
იტალიური და თურქული ვოიაჟების შემდეგ, გუნდი ახლა შიდა ჩემპიონატსა და საქართველოს თასზეა კონცენტრირებული. თუმცა, საერთაშორისო ასპარეზი ამით არ სრულდება: აპრილში აკადემიის გუნდი ხორვატიაში, TOMO TOURNAMENT 2026-ზე გაემგზავრება, სადაც mobineX-ი კვლავ მათ გვერდით იქნება და როუმინგ ინტერნეტს მიაწვდის წყალბურთელებს.
შეჯამება
დინამო თბილისისა და mobineX-ის პარტნიორობა საერთო მიზანს – ქართული სპორტის პროგრესსა და საერთაშორისო წარმატებას ემსახურება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ტექნოლოგიური მხარდაჭერით წვლილი შეგვაქვს ჩვენი სპორტსმენების განვითარებაში.
პაკეტები