mobineX –მა სამარკო ნიშნის ლიცენზია მოიპოვა – რას ნიშნავს ეს კომპანიისა და მისი მომხმარებლებისთვის?
mobineX– ი ქართული ქართული მობილური ოპერატორია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ახლახან მოიპოვა სავაჭრო ნიშნის ლიცენზია. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიისა და მისი მომავალი მომხმარებლებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტებისა აღიარებას, როგორც უნიკალური და გამორჩეული სერვისი ბაზარზე.
რა არის სავაჭრო ნიშნის ლიცენზია?
სასაქონლო ნიშნის ლიცენზია არის სამართლებრივი ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას გამოიყენოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მის პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით. ეს ლიცენზია ანიჭებს კომპანიას უფლებას დაიცვას მისი ინტელექტუალური საკურება.
რატომ იყო საჭირო სავაჭრო ნიშნის ლიცენზიის აღება?
mobineX–ისთვის სავაჭრო ნიშნის ლიცენზიის მოპოვება უმნიშნელოვანესი ნაბიჯი იყო. სასაქონლო ნიშნის ლიცენზია უზრულველყოფს, რომ ნებისმიერი სერვისი და მომსახურება ბრენდმა გაწიოს მისი სახელის ქვეშ, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს არ აერევათ ბრენდის საქმიანობა, სხვა, მისი მსგავსი კომპანიის იდენტობაში. გარდა ამისა, ლიცენზია იცავს ბრენდს, არ იყოს ბოროტად გამოყენებული ან მითვისებული მისი სახელი და პოზიციონირება სხვა კომპანიების მიერ, რაც ცხადია მომხმარებლებს იცავს არასწორი ინფორმაციისა და გაუგებრობისგან.