none
მარიამის ბლოგი შვეიცარიიდან

“მარიამის ბლოგი შვეიცარიიდან”

ზოგადი ინფორმაცია
28.05.2026

ალბათ, ყველას გვაქვს ის მომენტი, როცა დილით მაღვიძარის გამაღიზიანებელ ხმაზე ხვდები, რომ უბრალოდ აღარ შეგიძლია. ასე ვიყავი წინა კვირას. პროექტები, დედლაინები, თბილისის გაუთავებელი საცობები... ვგრძნობდი, რამდენად გაუსაძლისი ხდებოდა ყოველდღიურობა. ჩემი წამალი ასეთ დროს ყოველთვის ერთია: ვიღებ ლეპტოპს, ვხსნი ავიაკომპანიების საიტებს და ვეძებ ადგილს, სადაც შევძლებ კარგად დავისვენო და ახალი ენერგიით დავიმუხტო.


ამჯერად არჩევანი შვეიცარიაზე შევაჩერე. არა იმიტომ, რომ ცნობილი საათები ან ბანკები მაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ მჭირდებოდა აბსოლუტური სიჩუმე, ალპების ცივი ჰაერი და ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვე.

როგორ ვიპოვე ჩემი „ალპური სამალავი“

რადგან ტურისტებით გადაჭედილი ადგილები დიდად არ მხიბლავს (განსაკუთრებით, როცა დასვენება მინდა და მჭირდება), ციურიხი და ჟენევა თავიდანვე გამოვრიცხე. ბევრი ძიების შედეგად ვიპოვე ლაუტერბრუნენი (Lauterbrunnen) – პატარა, ზღაპრული სოფელი, რომელიც 72 ჩანჩქერით არის გარშემორტყმული. ბილეთები იმავე საღამოს ვიყიდე.


ვიდრე ჩემოდანს ჩავალაგებდი, ერთი მნიშვნელოვანი საქმე მქონდა მოსაგვარებელი: ინტერნეტი. ჩემთვის მოგზაურობა სრულ იზოლაციას არ ნიშნავს. ზოგჯერ გზაშიც მიწევს მუშაობა, მეილების შემოწმება ან უბრალოდ, ჩემი საყვარელი პოდკასტის მოსმენა მინდება. შვეიცარიაში კი, როგორც იცით, სტანდარტული ევროპული როუმინგი არ მოქმედებს და ძალიან ძვირია.


ჩემი ერთგული ასისტენტი, როგორც ყოველთვის, mobineX-ი იყო. ჩემს მოგზაურობაზე მორგებული პაკეტის შესარჩევად mobineX-ის AI ასისტენტს მივმართე – მივუთითე ქვეყანა და სამოგზაურო დღეები და ავტომატურად, შვეიცარიის ინტერნეტ პაკეტებიდან, 5GB-იანი eSIM პაკეტი შემომთავაზა. გააქტიურებას ზუსტად 2 წუთი მოვანდომე. სხვათა შორის, ციურიხის აეროპორტში დაჯდომისთანავე ძალიან გამომადგა mobineX-ზე რეგისტრაციის დროს მიღებული საჩუქარი – 10 უფასო სალაპარაკო წუთი. სანამ მატარებლის პლატფორმისკენ მივდიოდი, პირდაპირ აპლიკაციით დავურეკე კოლეგებს თბილისში, პროექტის ბოლო დეტალები შევათანხმე და ამის მერე სუფთა სინდისით, მშვიდად გადავრთე ტვინი დასვენების რეჟიმზე.

გზაში მუშაობა

ციურიხში ჩავფრინდი თუ არა, ტელეფონი ეგრევე 5G ქსელს დაუკავშირდა. SBB-ის აპლიკაციით სწრაფად ვნახე მატარებლის განრიგი და დავიძარი ლაუტერბრუნენისკენ.


არ ვიცი, შვეიცარიულ მატარებლებზე გსმენიათ თუ არა, მაგრამ ეს სრულიად სხვა განზომილებაა. ფანჯრებიდან იშლება ხედები, რომლებიც თითქოს დაფოტოშოპებულია. ლეპტოპი გავხსენი, რამდენიმე მეილს ვუპასუხე და მივხვდი: როცა მუშაობ და ფანჯრიდან ალპების დათოვლილი მწვერვალები ჩანს, სტრესი საერთოდ ქრება. mobineX-ის კავშირი გვირაბებშიც კი არ გაწყვეტილა. ეს არის ის თავისუფლება, რასაც ყოველთვის ვეძებ – შემიძლია ვიყო ყველგან და ამავდროულად, არ ამოვვარდე სამუშაო რიტმიდან, თუ ეს აუცილებელია.

ავთენტური გემოები და დიდი განახლება

ლაუტერბრუნენში უკვე მეორე დღეა ვარ. აქაურობა ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. არანაირი ხმაური, მხოლოდ ჩანჩქერები და ძროხების ზანზალაკების ხმა.


დღეს დილით ერთი ადგილობრივი ფერმერის პატარა მაღაზია ვიპოვე (უფრო სწორად, Google Maps-მა მაპოვნინა). დავაგემოვნე ნამდვილი შვეიცარიული გრიუერი (Gruyère) და ახალგამომცხვარი პური. ეს გემოები სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ.


შუადღისას მთაში ვისეირნე. ფერები იმდენად მკვეთრია, რომ თვალს გჭრის – მწვანე მდელოები, ლურჯი ცა და თეთრი მწვერვალები. ზუსტად ეს მჭირდებოდა!


დღეს საღამოს ვგეგმავ, რომ არაფერი ვაკეთო. უბრალოდ ვიჯდები ხის აივანზე, ჩავრთავ ჯაზს და დავტკბები სიმშვიდით. შვეიცარიამ თავისი მისია შეასრულა – დავიმუხტე და მშვიდად, თუმცა ენერგიით სავსე ვარ.


მოკლედ, თუ გრძნობთ, რომ რუტინა გღლით, ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს. უბრალოდ, იყიდეთ ბილეთი, მოაგვარეთ ტექნიკური დეტალები (ინტერნეტი აუცილებლად!) და მიეცით თავს უფლება, რომ განიტვირთოთ.


ახლა კი გემშვიდობებით. ალპები მეძახიან!