none
მოიწვიე მეგობრები, დაიწყე COINEX-ების შეგროვება და მიიღე საჩუქრად უფასო MB-ები

“მოიწვიე მეგობრები, დაიწყე COINEX-ების შეგროვება და მიიღე საჩუქრად უფასო MB-ები”

ზოგადი ინფორმაცია
14.02.2025

იცოდი, რომ mobineX-ში ბონუს ქულების დახმარებით უფასო MB-ების გამომუშავება იყო შესაძლებელი? თუ არა, მაშინ, მოემზადე, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. დღეს მოგიყვებით COINEX-ის სისტემაზე, რომლის გამოყენებითაც არა მარტო შენ მიიღებ საჩუქრებს, არამედ - შენი მეგობრებიც. 

რა არის COINEX?

COINEX-ი არის mobineX-ის ბონუს ქულები, რომლებიც პირად კაბინეტში გიგროვდება. რეგისტრაციის შემდეგ ყველა აბონენტს პირად კაბინეტში ინდივიდუალური რეფერალური კოდი ხვდება. შესაძლოა, აქამდეც შეგიმჩნევია, თუმცა მისი დანიშნულება არ იცოდი. ჰოდა, ახლა გაიგებ. 


დღეიდან ეს კოდი შეგიძლია შენს ახლობლებს - შინაურებს გაუზიარო. შენი კოდით რეგისტრაციისას ახალი მომხმარებელი 7%-იან ფასდაკლებას მიიღებს. ცხადია, უსაჩუქროდ არც შენ დარჩები. შენი მეგობრის გადახდილი თანხის 3% პირად კაბინეტში COINEX-ის ქულებად დაგერიცხება.

რაში შეგიძლია გამოიყენო COINEX-ები?

როგორც უკვე გითხარით, COINEX-ი ბონუს ქულაა. დაგროვილი ბონუს ქულებით ახალი პაკეტი შეგიძლია იყიდო. ასე რომ, შემდეგ მოგზაურობაში შეღავათებით ისარგებლებთ შენც და შენი მეგობრებიც. 

შენი პირადი კაბინეტი

თუ პირად კაბინეტს ვერ პოულობ, ახლავე დაგეხმარებით. უკვე გაიარე რეგისტრაცია? თუ ასეა, მაშინ პირად კაბინეტში შესვლას რეგისტრირებული მეილით ავტორიზაციის ღილაკზე დაჭერით შეძლებ.


მიჰყევი შემდეგ ნაბიჯებს:


  • შესაბამის ველში უნდა ჩაწერო რეგისტრირებული მეილი და დააჭირო PIN-ის გენერაციას;


  • მეილზე გამოგეგზავნება ერთჯერადი ავტორიზაციის კოდი;


  • PIN-ის ველში გამოგზავნილი კოდის ჩაწერის შემდეგ გაგეხსნება პირადი კაბინეტი.

სამოგზაურო ინტერნეტი მეგობრებისთვის

COINEX-ის სისტემა კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ქართველი აბონენტებისთვის მოგზაურობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს. მისი დახმარებით, სამოგზაურო ინტერნეტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. ეს არის პრაქტიკული და ამავდროულად სახალისო გზა იმისა, რომ შენ და შენმა მეგობრებმა საზღვარგარეთ ყოფნისას შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლოთ.