none
თუ ზამთრის შვებულებაში თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავ

“თუ ზამთრის შვებულებაში თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავ”

ზოგადი ინფორმაცია
11.12.2025

ზამთარის სიცივეს ბევრი გაურბის და გაზაფხულამდე თბილ ქვეყნებს აფარებს თავს. საბედნიეროდ, მსოფლიოში ბევრია ისეთი წერტილი, რომელიც საშუალებას გაძლევს სიცივეს გაექცე და მზიან ამინდში გაატარო, სხვაგვარად ცივი, ზამთარი. 


მოგზაურები თბილ ქვეყნებს ძირითადად სანაპიროების, ტროპიკული ბუნებისა და განსხვავებული კულტურის მიხედვით არჩევენ. ადგილის შერჩევის შემდეგ კი მნიშვნელოვანია მოგზაურობის სწორად დაგეგმვა: ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა, ტრანსპორტის დაგეგმვა და, რა თქმა უნდა, მოგზაურობის შესაფერისი ინტერნეტ პაკეტის არჩევა.


სადაც არ უნდა წახვიდე, აზიაში, არაბეთსა თუ სამხრეთ ამერიკაში, სტაბილური ინტერნეტი მოგზაურობას ბევრად ამარტივებს და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ არის mobineX მთელი მსოფლიოს მასშტაბით გთავაზობთ სხვადასხვა ტიპისა და მოცულობის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტს. 


დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, სამოგზაუროდ იდეალურ, თბილ ქვეყნებსა და მათთვის შესაბამის ინტერნეტ პაკეტებს. 

თბილი ქვეყნები ზამთრის იდეალურად გასატარებლად

თბილ ქვეყნებში მოგზაურობა იდეალური გზაა ცივი ამინდებისგან დასასვენებლად. ქვემოთ მოვუყარეთ თავი ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, სადაც მოგზაურები ზამთრის სიცივეს აფარებენ თავს.

ტაილანდი

თუ ზამთარს გინდა გაექცე, ტაილანდი, თავისი ტროპიკული კლიმატითა და მშვიდი ატმოსფეროთი, გთავაზობს ნამდვილ განტვირთვას. ტაილანდში ქალაქების მიხედვით სხვადასხვა გამოცდილება შეგიძლია მიიღო. ბალის სანაპიროები იდეალურია განტვირთვისთვის და ბედნიერი დასვენებისთვის, ხოლო ბანგკოკი მულტიკულტურული ქალაქის დათვალიერების საშუალებას გაძლევს.


ყოველ ნაბიჯზე კი, რა თქმა უნდა, მობილური ინტერნეტი დაგჭირდებათ, რომელიც mobineX-ის ტაილანდის სხვადასხვა პაკეტებიდან შეგიძლია აირჩიო.

  • აქვს “Unlimited Standard” პაკეტი – ყოველდღიური, ულიმიტო ინტერნეტით; eSIM 3.00 ₾ / 12.00 ₾.

  • მცირე (1 GB, 3 GB და სხვა) და საშუალო (10 GB, 15 GB და სხვა) მოცულობის პაკეტები მოკლევადიანი მოგზაურობისთვის.


  • პაკეტები ხანგრძლივი მოგზაურობისთვის: 30 დღიანი 30 GB, 50 GB და სხვა.

ეგვიპტე

ზამთარში ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი თბილი მიმართულებაა. +22–26°C ტემპერატურა, წითელი ზღვის სუფთა წყლები, სანაპიროები და უძველესი კულტურა ერთად იდეალურ შვებულებას ქმნის. განსაკუთრებით პოპულარულია შარმ-ელ-შეიხი და ჰურგადა, სადაც ზამთარში ამინდი ყოველთვის მზიანია.


mobineX ეგვიპტეში სამოგზაუროდ სწრაფ ინტერნეტს გთავაზობს:


  • აქტიურია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.

  • აქვს “Unlimited Standard” პაკეტი – ყოველდღიური, ულიმიტო ინტერნეტით; eSIM 5.00 ₾, ფიზიკური SIM 9.00 ₾.

  • მცირე (1 GB, 3 GB, 5 GB და სხვა) და საშუალო (10 GB, 15 GB) მოცულობის პაკეტები მოკლევადიანი მოგზაურობისთვის.


  • პაკეტები ხანგრძლივი მოგზაურობისთვის: 30 დღიანი 30 GB, 50 GB და სხვა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

ემირატები ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და ტურისტების საყვარელი: +26–28°C ტემპერატურა, იდეალური სანაპიროები, უდაბნოს ტური, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები და აქტიური ღამის ცხოვრება ქალაქს უშრეტ ენერგიას აძლევს. დუბაი და აბუ დაბი ზამთარში განსაკუთრებით ცოცხალია, არც სიცხეა და არც ქარი, რაც დეკემბერ–იანვარს საუკეთესო პერიოდად აქცევს.


mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები არაბთა გაერთიანებული საამიროებისათვის:


  • აქტიურია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.

  • აქვს “Unlimited Standard” პაკეტი – ყოველდღიური, ულიმიტო ინტერნეტით; eSIM 8.00 ₾ / 17.00₾, ფიზიკური SIM 20.00 ₾.

  • მცირე (1 GB, 2 GB, 3 GB და სხვა) და საშუალო (10 GB, 15 GB) მოცულობის პაკეტები მოკლევადიანი მოგზაურობისთვის.


  • პაკეტები ხანგრძლივი მოგზაურობისთვის: 30 დღიანი 20 GB, 30 GB, 50 GB და სხვა.

ბრაზილია

ბრაზილია ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და ფერადი მიმართულებაა. სამხრეთ ნახევარსფეროში დეკემბერი-იანვარი საზაფხულო სეზონია. რიო დე ჟანეიროში ხმაურიანი სანაპიროები, კარნავალის ატმოსფერო და ქალაქის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები ზამთარს სრულიად დაგავიწყებს. ეს არის ადგილი, სადაც ენერგია, მუსიკა და მზიანი დღეები მუდმივად იგრძნობა.


mobineX-ის მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები ბრაზილიისთვის:


  • აქტიურია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.

  • აქვს “Unlimited Standard” პაკეტი – ყოველდღიური, ულიმიტო ინტერნეტით; eSIM 8.00₾, ფიზიკური SIM 12.00 ₾.

  • მცირე (1 GB) და საშუალო (15 GB) მოცულობის პაკეტები მოკლევადიანი მოგზაურობისთვის.


  • პაკეტები ხანგრძლივი მოგზაურობისთვის: 30 დღიანი 30 GB, 50 GB და სხვა.

არგენტინა

არგენტინა, უფრო ზუსტად ბუენოს აირესი, ზამთარში სამოგზაუროდ იდეალური არჩევანია, რადგან აქ მუდამ ამაღლებული განწყობა და სითბო დაგხვდებათ. ქალაქი ცოცხლობს ტანგოს რიტმით, ლამაზი არქიტექტურით, ფართო ბულვარებითა და თბილი, მზიანი ამინდით, დახვეწილი, ენერგიული და სრულიად განსხვავებული ატმოსფეროთი.


mobineX-ის არგენტინული ინტერნეტ პაკეტები:


  • აქტიურია როგორც eSIM, ისე ფიზიკური SIM.

  • აქვს “Unlimited Standard” პაკეტი – ყოველდღიური, ულიმიტო ინტერნეტით; eSIM 9.00 ₾, ფიზიკური SIM 13.00 ₾.

  • მცირე (1 GB, 3 GB, 5 GB და სხვა) და საშუალო (15 GB) მოცულობის პაკეტები მოკლევადიანი მოგზაურობისთვის.


  • პაკეტები ხანგრძლივი მოგზაურობისთვის: 30 დღიანი 30 GB და სხვა.

რატომ უნდა აირჩიო რეგიონალური ან გლობალური პაკეტი?

რეგიონალური ან გლობალური პაკეტები საუკეთესო არჩევანია, თუ ზამთრის შვებულებაში ერთზე მეტ ქვეყანას სტუმრობ. ერთი პაკეტი რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს, აღარ გჭირდება SIM-ბარათების შეცვლა, და თავიდან იცილებ მაღალ roaming-ხარჯებს. 


ასეთი პაკეტები განსაკუთრებით მოსახერხებელია გადაჯდომების დროსაც, რადგან ინტერნეტი ყველგან სტაბილურად გექნება.


mobineX გთავაზობს სხვადასხვა რეგიონულ პაკეტებს, მათ შორის აზიის, ლათინო ამერიკისა და მთელი მსოფლიოს პაკეტსაც კი. თუმცა მნიშვნელოვანია, შეძენამდე გადახედო პაკეტში შემავალ ქვეყნებს და დარწმუნდე, რომ შენს შერჩეულ ქვეყანას პაკეტი ნამდვილად ფარავს. 

იმოგზაურე თბილ ქვეყნებში mobineX-თან ერთად!

სადაც არ უნდა გაემგზავრო, აზიაში, არაბეთსა თუ სამხრეთ ამერიკაში, ახალი და სასიამოვნო გამოცდილებები შენი მოგზაურობის თანმხლები გახდება. წინასწარ დაგეგმილი ინტერნეტი მოგზაურობას ბევრად მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.

აირჩიე mobineX-ის პაკეტი და იმოგზაურე მშვიდად და კომფორტულად.