none
როგორ ვიმოგზაუროთ უფრო ბიუჯეტურად - უფასო MB-ები საჩუქრად შენთვის და შენი მეგობრებისთვის

“როგორ ვიმოგზაუროთ უფრო ბიუჯეტურად - უფასო MB-ები საჩუქრად შენთვის და შენი მეგობრებისთვის”

ზოგადი ინფორმაცია
16.06.2026

თუ მოგზაურობა გიყვარს, ალბათ სულ ახალ-ახალი, ჯერ კიდევ დასალაშქრი ადგილებისკენ მიგიწევს გული. შეიძლება, სულ მალე ახალ თავგადასავალში გადასაშვებად ემზადები. როგორც აქტიურ მოგზაურს, რამდენიმე ხრიკი ისედაც გეცოდინება, როგორ დაზოგო თანხა და ზედმეტი ხარჯები თავიდან აირიდო.


გადავწყვიტეთ, ჩვენც გაგიზიაროთ რამდენიმე ისეთი რჩევა და ჭკვიანური ციფრული ალტერნატივა, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდი და მომდევნო მოგზაურობაში აუცილებლად გამოგადგება. 

უფასო MB-ები საჩუქრად - როგორ მუშაობს ჩვენი რეფერალური სისტემა

თუ შენი მეგობრები ჯერაც არ არიან ჩვენი აბონენტები, მოიწვიე ისინი და მიიღე საჩუქრად უფასო როუმინგ ინტერნეტი. ჩვენი რეფერალური სისტემის საშუალებით მარტივად შეძლებ დააგროვო COINEX ბონუს ქულები და ისარგებლო უფასო MB-ებით.


გაინტერესებს, როგორ? რეგისტრაციის დასრულებისთანავე, შენს პირად კაბინეტში იპოვი უნიკალურ, პერსონალიზებულ კოდს. ეს კოდი შეგიძლია გაუზიარო მეგობრებს ან ნებისმიერ ახლობელს, რომელიც სამოგზაუროდ ემზადება, იქნება ეს სოციალური ქსელით, მესიჯით თუ ელ.ფოსტით. როდესაც შენი მოწვევით მეგობარი პირველად შეიძენს mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ პაკეტს, ის მომენტალურად მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას, ხოლო შენ მისი გადახდილი თანხის 15% COINEX ქულების სახით დაგერიცხება. ეს ქულები შენს პირად კაბინეტში გროვდება და მათი გამოყენებით სრულიად უფასოდ შეიძენ სამოგზაურო ინტერნეტს. რაც მეტ ადამიანს ჩართავ, მით მეტი ქულა და შესაბამისად, უფასო MB გექნება.

დაზოგე როუმინგ ინტერნეტის ხარჯები

დღეს უცხო ქვეყანაში გადაადგილება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ონლაინ რუკების გამოყენება, თარგმნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის შემოწმება ინტერნეტთან მუდმივ კავშირს მოითხოვს. როუმინგის სტანდარტული ტარიფები ხშირად ასტრონომიულ ხარჯებთან ასოცირდება.


ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და ბიუჯეტურ როუმინგ ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ფიზიკურ SIM-ს, ისე ელექტრონულ eSIM-ს. იმ ქვეყნებში, სადაც შესულია 5G მომსახურება, ჩვენი ინტერნეტიც 5G სიხშირით მუშაობს, ხოლო ჩვენი მხარდაჭერის გუნდი მზად არის, 24/7-ზე დაგეხმაროს. ჩვენი აბონენტების უკუკავშირს თუ დავუჯერებთ, mobineX-ის MB-ები საკმაოდ ნელა იხარჯება და მთელი მოგზაურობის განმავლობაში უპრობლემოდ გყოფნის. 

როდის და როგორ ვიყიდოთ ყველაზე იაფად ბილეთები?

მოგზაურობის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხშირად ტრანსპორტირებაზე მოდის, ამიტომ იაფი ავიაბილეთების პოვნა ნამდვილად დიდი გამართლებაა. თუმცა, ხშირად ეს არა იღბალზე, არამედ ცოდნაზეა დამოკიდებული. უბრალოდ, უნდა იცოდე, როგორ მოძებნო ბიუჯეტური ვარიანტები. ამისთვის პირველი ოქროს წესი თარიღების სტრატეგიულად შერჩევაა. თუ კონკრეტულ დღეებზე არ ხარ დამოკიდებული, საძიებო სისტემაში მთლიანი თვის კალენდარი შეამოწმე. გახსოვდეს, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს ფრენა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პარასკევს ან კვირას, როცა მოთხოვნა უფრო მაღალია.


გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოგზაურობა შედარებით იაფია, ვიდრე ზაფხულის ცხელ დღეებში ან საშობაო არდადეგებზე. ამ პერიოდში ამინდიც საუცხოოა და ბილეთების ფასებიც საგრძნობლად დაბალია. არც ქალაქებია გადატვირთული. გამოიყენე ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Skyscanner და აუცილებლად ჩართე შეტყობინებები, რომ ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით სულ საქმის კურსში იყო და საუკეთესო შეთავაზებები არ გამოგეპაროს.

საცხოვრებლის შერჩევა

ძვირადღირებული სასტუმროების მიღმა უამრავი ალტერნატივა არსებობს, რომელიც არა მხოლოდ ფულს დაგიზოგავს, შენს გამოცდილებას უფრო საინტერესოს გახდის. ამ მხრივ ჰოსტელები საუკეთესო არჩევანია. თანამედროვე ჰოსტელები, როგორც წესი, ძალიან სუფთა, უსაფრთხო და მყუდროა, თანაც ეს საუკეთესო შანსია სხვა მოგზაურების გასაცნობად.


თუ შენთვის პირადი სივრცე უფრო პრიორიტეტულია, Airbnb-ის პლატფორმა შეამოწმე, სადაც შეგიძლია ქირაობა როგორც ცალკეული ოთახის, ისე მთლიანი ბინის. ბინის ქირაობისას უდიდესი პლუსია საკუთარი სამზარეულოს ქონა, რაც კვების ხარჯებს საგრძნობლად შეგიმცირებს. კიდევ ერთი, სრულიად უფასო პლატფორმა არის Couchsurfing. ეს საუკეთესო გზაა უფასოდ დარჩე ადგილობრივ მასპინძლებთან, რომლებიც სიამოვნებით გაგიღებენ სახლის კარს და საკუთარ კულტურას გაზიარებენ.

კვება მოგზაურობისას

ტურისტულ ცენტრებში მდებარე რესტორნები ყოველთვის ორმაგად ძვირი ღირს და ხშირად არც ისე გემრიელია. თუ გსურს ადგილობრივი გემოები აღმოაჩინო, ცენტრიდან შედარებით მოშორებულ უბნებს მიაკითხე. ყურადღება მიაქციე, სად ჭამენ ადგილობრივები. თუ კაფესთან რიგი დგას და გარშემო მხოლოდ მათი ენა გესმის, ესე იგი სწორ ადგილას ხარ.


ადგილობრივი ბაზრები ბიუჯეტური კვების საუკეთესო გზაა. ეს არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ქვეყნის კულინარიული იდენტობის შეცნობის საუკეთესო საშუალება არის. ასევე, დღეში ერთხელ შეგიძლია პროდუქტები ადგილობრივ სუპერმარკეტში შეიძინო, თავად მოამზადო საუზმე, სენდვიჩები.

შეჯამება

ბიუჯეტური მოგზაურობა სულაც არ ნიშნავს კომფორტზე უარის თქმას ან საკუთარი თავის შეზღუდვას. სწორი დაგეგმვა, მოქნილობა და თანამედროვე ციფრული ხელსაწყოების გამოყენება მოგზაურობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. მოიწვიე მეგობრები და მიიღეთ საჩუქრად უფასო MB-ები. დაგეგმე ჭკვიანურად და იმოგზაურე ბიუჯეტურად mobineX-თან ერთად.