მოგზაურობა ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა. განსხვავებულ გარემოში, უცხო სიტუაციებში მოხვედრით ბევრის სწავლა შეგიძლია ცხოვრებაზეც და შენს მისწრაფებებზეც. თავგადასავლებით აღსავსე ყოველდღიურობას მეტი ხალისი შემოაქვს, უფრო საინტერესო და ამაღელვებელია, თუმცა ამასთან ერთად სირთულეებიც ახლავს თან. ამ დაბრკოლებებთან გასამკლავებლად და უცხო კულტურასთან ადაპტაციაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები შეგიძლია დაიხმარო. დღეს გვინდა გაგაცნოთ ხუთი აპლიკაცია, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნას გაგიმარტივებს.
mobineX-ის აპლიკაცია
დღესდღეობით ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია, გქონდეს უწყვეტი კავშირი. ამისთვის სამოგზაურო ინტერნეტი დაგჭირდება. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტის დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებ შეინარჩუნო მუდმივი კომუნიკაცია, იქნება ეს საქმესთან დაკავშირებით თუ პირადი. იმისთვის, რომ ეს სერვისი კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს, შევქმენით mobineX-ის აპლიკაცია. აპლიკაციის გამოყენებით უპრობლემოდ შეძლებ ინტერნეტის აქტივაციას, სასურველი პაკეტის შერჩევას, MB-ების შემოწმებასა და სიახლეებისთვის თვალ-ყურის დევნებას. მობილური ინტერნეტი გაურკვევლობისგან გიხსნის, უცნობ ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მოგცემს და გარე სამყაროსთან კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარება.
Avia.ge
სამწუხაროდ, მოგზაურობისას ხშირად ვაწყდებით ფრენასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა რეისის გადადება, დაგვიანება, გაუქმება ან უარი თვითმფრინავში ჩასხდომაზე ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო, ანუ ე.წ “ოვერბუქინგის” მიზეზით. ასეთ დროს მიყენებული ზარალისთვის ფრენის კომპენსაციის მიღებაში Avia.ge დაგეხმარება. თუკი ავიაკომპანია პასუხს გონივრულ ვადებში არ დააბრუნებს, ან უარს განაცხადებს ფრენის კომპენსაციაზე, Flyhelp უზრუნველყოფს მათთან კავშირს მანამ, სანამ მგზავრი არ მიიღებს კუთვნილ კომპენსაციას ან დასაბუთებულ პასუხს რეისის შეფერხების საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით.
Google Maps
მოგზაურობის დიდი ნაწილი ახალ-ახალი ადგილების მონახულებაა. უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევა მარტივი არაა, თუმცა, საბედნიეროდ დღესდღეობით არსებობს - Google Maps, რომლის წყალობითაც ნებისმიერ ადგილას შეძლებ გზის გაგნებას. საკმარისია, რუკაზე მიუთითო შენთვის სასურველი ლოკაცია და აპლიკაცია დანიშნულების ადგილას უპრობლემოდ მიგიყვანს.
Google Translate
მოგზაურობისას კიდევ ერთი გამოწვევაა ადგილობრივებთან კომუნიკაცია. ყოველდღიურობაში ხშირად გამოყენებულ ფრაზებს, რომლებიც მისალმებისთვის, დასამშვიდობებლად ან მადლობის სათქმელად დაგჭირდება, მარტივად ისწავლი, მაგრამ ბუნებრივია, ამის გარდა, სხვა სიტუაციებშიც დაგჭირდება გარშემო მყოფებთან გასაუბრება. მათი მოყოლილი ამბების მოსმენაც უცხო კულტურის გაცნობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ენობრივი ბარიერის გადალახვაში Google Translate-ი შეგიძლია დაიხმარო. აპლიკაციის წყალობით მარტივად შეძლებ შენი სათქმელის ადრესატამდე მიტანას.
Booking.com
უცხო ქვეყანაში ღამის გასათევი ადგილი Booking.com-ზე შეგიძლია იპოვო. საიტი უამრავ სასტუმროს, ჰოსტელს და აპარტამენტებს აერთიანებს. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევს კონკრეტულად შენს საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი შეარჩიო. სასტუმროები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფასის ფარგლებში. არის უმაღლესი კლასის ძვირადღირებული ნომრები და შედარებით ბიუჯეტური ალტერნატივებიც.
შეჯამება
მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გამოცდილებაა. თავგადასავლებთან ერთად მას თან ახლავს გამოწვევებიც, თუმცა დღესდღეობით თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების წყალობით ესეც აღარ წარმოადგენს პრობლემას. ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციებისა და საიტების გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო პროგრამაა, რომელიც საზღვარგარეთ გატარებულ დღეებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წინასწარ მოძებნე შენთვის საჭირო ვარიანტები და გაიმარტივე მოგზაურობა.