none
როგორ იცვლება წლიდან წლამდე როუმინგის მოხმარების პრაქტიკა

“როგორ იცვლება წლიდან წლამდე როუმინგის მოხმარების პრაქტიკა”

ზოგადი ინფორმაცია
22.12.2025

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა საზღვარგარეთ მივემგზავრებოდით, ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული რაოდენობით გვონდა. სასტუმროს Wi-Fi-ის გარეშე ახლობლებთან კომუნიკაცია, სიახლეებისთვის თვალის მიდევნება, ფილმების ყურება, ინტერნეტ ბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია და ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივობა შეუძლებელი იყო. გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენდა უცხო ქუჩებში გზის გაგნება და ადგილობრივებთან გამოლაპარაკებაც. თუ Google Translate ან Google Maps-ის აპლიკაციის გამოყენება გინდოდა, ახლომდებარე კაფე უნდა მოგეძებნა და მისი Wi-Fi-ით გესარგებლა. საბედნიეროდ, როუმინგ ინტერნეტმა ეს ყველაფერი შეცვალა. დღეს უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე შეგიძლია, საყვარელ ადამიანს შეატყობინო, რომ ადგილზე მშვიდობით ჩაფრინდი. 


დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა არის როუმინგ ინტერნეტი, როდის გაჩნდა და როდის დავიწყეთ ამ სერვისით აქტიურად სარგებლობა. 

რა არის როუმინგ ინტერნეტი

თანამედროვე მობილური ოპერატორები აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობენ, რომელთა გამოყენებითაც მთელი მოგზაურობის განმავლობაში შეგიძლია გქონდეს მობილური ინტერნეტი. ეს ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული - eSIM-ის საშუალებით ხდება. ამგვარად, უცხო ქვეყანაშიც კი შეგიძლია ისარგებლო ონლაინ რუკებით და გზა მათი საშუალებით გაიკვლიო, ესაუბრო ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, სოციალური ქსელით გაუზიარო ფოტოები, თვალი ადევნო მიმდინარე მოვლენებს  და სამსახურებრივი ვალდებულებებიც შეასრულო. 

როდის დავიწყეთ როუმინგით სარგებლობა

ტერმინი - როუმინგი, 2000-იანი წლების დასაწყისში გაჟღერდა. ამ პერიოდში, ეს უკანასკნელი საერთაშორისო ზარებთან მიმართებით გამოიყენებოდა. აბონენტებს საშუალება მიეცათ, ერთი ქვეყნიდან მეორეში დაერეკათ და წერილობითი შეტყობინებები გაეგზავნათ. უმთავრეს პრობლემას, ამ შემთხვევაში, კოლოსალურად მაღალი ტარიფები წარმოადგენდა. ამის გამო, როგორც წესი, აბონენტები როუმინგ სერვისის გამოყენებას ერიდებოდნენ. ეს მომსახურება მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის იყო ხელმისაწდვომი. 


დღესდღეობით, როცა როუმინგს ვახსენებთ, ძირითადად ასოციაცია სამოგზაურო მობილურ ინტერნეტზე გვიჩნდება. სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე MB-ების გარკვეულ რაოდენობას ვყიდულობთ და შეგვიძლია, უცხო ქვეყანაში ყოფნის პერიოდში მუდმივი კავშირი შევინარჩუნოთ ინტერნეტთან. სოციალური ქსელების წყალობით, დარეკვა და შეტყობინებების გაგზავნაც გამარტივებულია.

eSIM-ის გამოჩენა ბაზარზე

ელექტრონული eSIM ბარათების გამოჩენამ როუმინგ სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო იოლი და ხელმისაწვდომი გახადა. ფიზიკური SIM ბარათისგან განსხვავებით, eSIM მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელი არჩევანია საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, რადგან ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად - ონლაინ ხდება. ამისთვის ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა აღარ გჭირდება. მოგზაურობის დროს შენი ძირითადი SIM-ბარათი გამოირთვება (იმ შემთხვევაში, თუ ორი SIM-ის რეჟიმში არ გამოიყენებ). სახლში დაბრუნებისთანავე კი აღადგენ ძირითად SIM-ბარათს. 

როგორ შეცვალა mobineX-მა როუმინგ ინტერნეტის სერვისი საქართველოში

ქართველ აბონენტებს, როგორც წესი, მოგზაურობისას უცხოელი მობილური ოპერატორების შეთავაზებებით უწევდათ სარგებლობა, მანამ სანამ 2023 წელს ბაზარზე mobineX-ი გამოჩნდა. ცხადია, უცხოური მობილური ოპერატორების ინტერნეტ პაკეტები არ იყო მორგებული ქართველი მომხმარებლის ინტერესებს. მაღალი ტარიფებიდან გამომდინარე, ამ ტიპის მომსახურება ბევრისთვის კვლავ ფუფუნების საგნად რჩებოდა. 


mobineX-ის გამოჩენის შემდეგ ბაზარი სულ უფრო ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება. ამ ნაბიჯმა არსებულ და ახალ კომპანიებს მოტივაცია მისცა, მომხმარებლისთვის მის ინტერესებზე ორიენტირებული სერვისები შეეთავაზებინათ. თანდათანობით გაფართოვდა ფიზიკური და ელექტრონული ბარათების დაფარვის არეალი და დღესდღეობით, mobineX-ის წყალობით, ქართველი მომხმარებლებისთვის სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა დღეს უკვე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. რაც მთავარია, mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი სწრაფი და ხარისხიანია. 


წაიკითხე ვრცლად - როგორ შეცვალა mobineX-მა როუმინგ ინტერნეტის სერვისი საქართველოში

შეჯამება

დღესდღეობით როუმინგ ინტერნეტის გარეშე მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენლად მიგვაჩნია, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც ეს სერვისი აბონენტებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. საბედნიეროდ, დღეს უკვე უპრობლემოდ შეგვიძლია უცხო ქვეყანაში გარე სამყაროსთან მუდმივი კავშირი შევინარჩუნოთ. 


იმედია, ამ პატარა ისტორიით შენც დაგაინტერესეთ. ჩვენ კი განვაგრძობთ ქართველი მომხმარებლისთვის როუმინგ ინტერნეტ სერვისების გაუმჯობესებას.