მომხმარებლის კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია, სერვისი, სწრაფი, ხარისხიანი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. mobineX-ი სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს. ჩვენთვის აბონენტების კომფორტი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მუდმივად ვცდილობთ მომსახურების გაუმჯობესებას. mobineX-ის საინფორმაციო ჯგუფი მზად არის 24/7-ზე გაგიწიოს საჭირო დახმარება. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლია დაგვიკავშირდე შენთვის სასურველ საკომუნიკაციო არხით და მიიღო მყისიერი პასუხები.
როგორ ეხმარება mobineX-ის გუნდი აბონენტებს?
mobineX-ის საინფორმაციო გუნდი 24/7 მომსახურებას უზრუნველყოფს, რათა აბონენტებმა საჭირო დახმარების მიიღება ნებისმიერ დროს შეძლონ. ჩვენთან დაკავშირებას მარტივად შეძლებ სატელეფონო ზარის (ტელ: 0322040050), ელ.ფოსტის (info@mobinex.ge), Facebook გვერდის, INSTAGRAM გვერდის, TikTok-ით ან mobineX-ის აპლიკაციის საშუალებით. ჩვენი გუნდი ზოგად და ტექნიკური ხასიათის შეკითხვებს სწრაფად და ამომწურავად უპასუხებს.
24/7 მომსახურება უზრუნველყოფს, რომ მაშინაც შეძლო ჩვენთან დაკავშირება, თუკი განსხვავებულ სასაათო სარტყელში იმყოფები, ამ შემთხვევაში ლოდინი არ მოგიწევს. ასე რომ, მოგზაურობისას დაცულად და უსაფრთხოდ შეგიძლია იგრძნო თავი. mobineX-ის გუნდი შენ გვერდით არის და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება.
mobineX-ის სერვისები
mobineX-ი სტარტაპ კომპანიაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს, ფიზიკური SIM და eSIM ბარათების მეშვეობით, სამოგზაურო ინტერნეტის სერვისებს სთავაზობს. ფიზიკური და ელექტრონული SIM ბარათები უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 5G სერვისს შესაბამის ქვეყნებში. სამოგზაურო ინტერნეტის შეძენისას შეგიძლია აირჩიო შენზე მორგებული მობილური ინტერნეტ პაკეტი, რომელიც დანიშნულების ადგილას ჩასვლისთანავე აქტიურდება. პირად კაბინეტში შესაძლებელია დარჩენილი მეგაბაიტების შემოწმება და ახალი პაკეტების შეძენა. რეგისტრაცია მარტივია და შესაძლებელია MasterCard ან VISA ბარათებით გადახდა.
შეჯამება
mobineX-ის გუნდი 24/7 რეჟიმში მუშაობს, რათა აბონენტებმა საჭირო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღონ. ჩვენთან დაკავშირებას სწრაფად და მარტივად შეძლებ. ამისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენება შეგიძლია. მოგვწერე ელექტრონულ ფოსტაზე, სოციალური მედიის საშუალებით ან დაგვირეკე ნომერზე - 0322040050. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია გვესტუმრო კიდეც. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომსახურების გაუმჯობესებას და მივიღებთ რჩევებს, როგორ გავხადოთ თქვენი გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული.