რომის კოლიზეუმი თუ ათენის აკროპოლისი?
პომპეის ნანგრევები თუ დელფოს ანტიკური ტაძრები?
კომოს ტბა თუ ჰალკიდიკის ფირუზისფერი ყურეები?
იტალიური ჯელატო თუ ბერძნული იოგურტი თაფლითა და ნიგვზით?
იტალიური ესპრესო თუ ბერძნული ფრაპე?
მოდი, ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებთ…
ორივე მათგანი იმდენად მიმზიდველია, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად ჭირს. ორივეგან დაგხვდება უძველესი ისტორია, ცოცხალი ქალაქები, შთამბეჭდავი ბუნება და გამორჩეული სამზარეულო. საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი დასვენება გინდა ამ სეზონზე.
mobineX-ის გუნდი დაგეხმარება, მარტივად შეადარო ეს ორი მიმართულება, სწორად დაგეგმო მარშრუტი და შენს სურვილებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღო.
სად უფრო მარტივად ჩაფრინდები საქართველოდან?
საბერძნეთი: თბილისიდან პირდაპირი რეისები სრულდება ათენისა და სალონიკის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი Wizz Air-ის პირდაპირი ფრენებით ორივე ამ ქალაქში ბიუჯეტურად მოხვდები. ათენი იდეალური საწყისი წერტილია დედაქალაქისა და მიმდებარე კუნძულების სანახავად. თუ ჰალკიდიკისა და ჩრდილოეთ რეგიონების მოსანახულებლად მიდიხარ, სჯობს სალონიკში ჩაფრინდე.
იტალია: თბილისიდან პირდაპირი რეისები აკავშირებს რომსა და მილანს. ქუთაისიდან პირდაპირ შეგიძლია გაფრინდე რომში, მილანსა და ვენეციაში.
ორივე ქვეყნის შემთხვევაში, შეგიძლია, ჩაფრინდე ერთ ქალაქში და უკან დაბრუნდე მეორიდან. ჩვენი რჩევაა, სანამ აეროპორტიდან გახვალ, mobineX-ის eSIM გააქტიურო, რათა ჩაფრენისთანავე გქონდეს ინტერნეტი, სანამ ბარგს ელოდები, ტაქსის გამოსაძახებლად, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის სანახავად.
ქვეყნის შიგნით გადაადგილება
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ამ ორ ქვეყანაში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
თუ საჭესთან ჯდომა არ გსურს და რამდენიმე ქალაქის მონახულებას გეგმავ, იტალია ამისთვის კარგი ვარიანტია. ჩქაროსნული მატარებლები ქალაქებს უმოკლეს დროში აკავშირებს ერთმანეთთან. მილანიდან რომამდე სულ რაღაც სამ საათში ჩახვალ, ფლორენციიდან რომამდე - საათ-ნახევარში, რომიდან ნეაპოლამდე კი, ერთ საათში.
ათენსა და სალონიკში გადასაადგილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავსებით საკმარისია. თუმცა, თუ კუნძულებზე მიდიხარ და განმარტოებული სანაპიროების ნახვა გსურს, ავტომობილის ქირაობა საუკეთესო გამოსავალია. კუნძულებს შორის ბორნები რეგულარულად მოძრაობს, თუმცა ცივ სეზონზე მათი გრაფიკი საგრძნობლად შეზღუდულია.
რამდენი დღე გაქვს შვებულებისთვის?
მოგზაურობის ხანგრძლივობა განსაზღვრავს, სად უფრო მეტის მოსწრებას შეძლებ.
3-4 დღე: დროის სიმცირის გამო აჯობებს, კონცენტრირდე ერთ კონკრეტულ ქალაქზე. საბერძნეთში ეს შეიძლება იყოს ათენი ან სალონიკი, ხოლო იტალიაში - რომი, მილანი, ბოლონია ან ვენეცია.
5-7 დღე: საკმარისი დროა პატარა ტურისთვის. საბერძნეთში მოასწრებ ათენს და რომელიმე ახლომდებარე კუნძულს (მაგალითად, ეგინას ან ჰიდრას), ან სალონიკსა და ჰალკიდიკის. იტალიაში კი შეგიძლია ნახო: რომი-ფლორენცია; ვენეცია-ვერონა ან მილანი და კომოს ტბა.
8-10 დღე და მეტი: საკმარისი დროა საბერძნეთის ორ ან სამ კუნძულზე გადასასვლელად, ან იტალიის რამდენიმე რეგიონის საფუძვლიანად სანახავად.
როდის სად ჯობს წასვლა?
გაზაფხული და შემოდგომა (მაისი-ივნისი, სექტემბერი-ოქტომბერი): ეს პერიოდი საუკეთესო დროა ორივე ქვეყნის სანახავად. ჰაერის ტემპერატურა სასიამოვნოა, მზე არ გაწუხებს და ქუჩებში სეირნობა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება კომფორტულია.
ზაფხული (ივლისი-აგვისტო): ამ დროს ქალაქებში ძლიერი სიცხეა. თუ შენი სურვილია ზღვა და სანაპიროზე გარუჯვა, საბერძნეთის კუნძულები ამ მხრივ უალტერნატივოა. იტალიის დიდ ქალაქებში სიარული ზაფხულის პიკის სეზონზე საკმაოდ დამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ზამთარი: ცივ სეზონზე ჯობს იტალიას ესტუმრო. მუზეუმები, გალერეები, თეატრები და კაფეები ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებს და თავის შესაქცევს აუცილებლად იპოვი. საბერძნეთის კუნძულებზე კი ზამთარში ტურისტული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დროებით იხურება.
ზღვა და დასვენება თუ ისტორიულ-კულტურული ტურიზმი?
დაფიქრდი, რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. თუ შენი იდეალური დღე სანაპიროზე, სუფთა წყალში ცურვითა და ზღვის პროდუქტების დაგემოვნებით იწყება, საბერძნეთი აირჩიე. აქ ყოველდღე შეგიძლია ახალი ყურე ან სანაპირო აღმოაჩინო. თუ გიყვარს მუზეუმები, ისტორიულ ქუჩებში ხეტიალი და მსოფლიო დონის არქიტექტურის თვალიერება, იტალია გიხმობს. თუმცა, ნურც ის დაგავიწყდება, რომ იტალიასაც აქვს გამორჩეული სანაპიროები, მაგალითად, პულიასა და კალაბრიაში ქვიშიანი ნაპირები დაგხვდება, ხოლო ამალფისა და ლიგურიაში კლდეებზე შეფენილი ულამაზესი დასახლებები.
ბიუჯეტი - სად რა ხარჯი გელოდება?
ხშირად ფიქრობენ, რომ საბერძნეთი იაფია, იტალია კი, ძვირი. ეს რეალობას სრულად არ შეესაბამება, რადგან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. საბერძნეთის ცნობილი კუნძულები (მაგალითად, სანტორინი ან მიკონოსი) სეზონზე შესაძლოა იტალიის ბევრ ქალაქზე ძვირი დაგიჯდეს. ამავდროულად, იტალიაში ხარჯებს ზრდის ქალაქებს შორის მატარებლით ხშირი მგზავრობა და ფასიანი მუზეუმები. საბერძნეთში კი, თუ ერთ კუნძულზე ან კურორტზე ჩერდები, ყოველდღიური ბიუჯეტის გაკონტროლება გაცილებით მარტივია. ორივე ქვეყანაში თანხის დაზოგვის საუკეთესო გზა ნაკლებად დატვირთულ სეზონზე გამგზავრება და არა ტურისტული, არამედ შედარებით მშვიდი ლოკაციების შერჩევაა.
ვისთან ერთად მიემგზავრები?
ოჯახი პატარა ბავშვებით: საბერძნეთი უფრო პრაქტიკული არჩევანია. ზღვასთან ახლოს მდებარე სასტუმრო ან აპარტამენტი მშობლებს საშუალებას აძლევს, ზედმეტი გადაადგილების გარეშე, მშვიდად დაისვენონ.
ოჯახი მოზარდებთან ერთად: იტალია შესანიშნავია ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე აინტერესებთ ისტორია, რომაული ეპოქა და ინტერაქციული მუზეუმები.
წყვილები და მეგობრები: საბერძნეთი სიმყუდროვესა და ზღვისპირა რელაქსს გთავაზობს. იტალია კი თავგადასავლებს, გასტრონომიულ ტურებსა და დინამიკურ ღამის ცხოვრებას.
სოლო მოგზაურობა: იტალია მარტივია გამართული ტრანსპორტისა და უსაფრთხო გარემოს გამო. საბერძნეთში მარტო მოგზაურობისთვის ათენი და სალონიკი ყველაზე მოსახერხებელი ლოკაციებია.
უწყვეტი კავშირი შენი მოგზაურობისას mobineX-თან ერთად
რომელი ქვეყანაც არ უნდა აირჩიო, ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტის გარეშე მოგზაურობა დღეს წარმოუდგენელია. ინტერნეტი გჭირდება ყველგან:
მატარებლისა და ბორნის განრიგის გადასამოწმებლად;
ონლაინ რუკებით ნავიგაციისთვის;
სასტუმროსთან, გიდთან ან ტაქსის მძღოლთან კომუნიკაციისთვის;
შთაბეჭდილებებისა და ფოტოების მყისიერად გასაზიარებლად.
mobineX-ის eSIM როგორც საბერძნეთში, ისე იტალიაში დღეში 3 ლარიდან არის ხელმისაწვდომი. შენ თავად ირჩევ შენთვის სასურველ პირობებს, სტანდარტული პაკეტით ისარგებლებ თუ ულიმიტო ინტერნეტს გაიაქტიურებ. ციფრული eSIM ბარათის გააქტიურება რამდენიმე წამში, QR კოდის დასკანერებით ხდება, ფიზიკური ბარათის შეცვლის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფიზიკური SIM ბარათის შეკვეთაც შეგიძლია.
მაინც რომელი?
თუ შენი მთავარი მიზანი ზღვაზე დასვენება, სიმშვიდე, კუნძულოვანი სანაპიროები, მზე და ზღვისპირას განტვირთვაა, სჯობს საბერძნეთი არჩიო. თუ მატარებლით ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მიმზიდველი გეჩვენება, მუზეუმები, არქიტექტურა და მრავალფეროვანი კულტურული გამოცდილება გაინტერესებს, აჯობებს იტალიას ესტუმრო. საბოლოო არჩევანი შენს სურვილებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, ორივე ქვეყანა შთამბეჭდავ გამოცდილებებს გთავაზობს.
პაკეტები