რამდენჯერ დაგიგეგმავს მოგზაურობა ისე, რომ მთავარი მოტივი შენი საყვარელი შემსრულებლის ლაივ შოუ ყოფილიყო? თუ წელს არჩევანი ბედ ბანის (Bad Bunny) გრანდიოზულ კონცერტზე შეაჩერე და საფრანგეთში მიემგზავრები, წინ თავდაუვიწყარი გამოცდილება გელის. ლათინოამერიკული რიტმები, საოცარი ენერგეტიკა და მსოფლიო დონის პერფორმანსი ამ ზაფხულის ყველაზე ლამაზ მოგონებად შეიძლება იქცეს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ფანს გეზი საფრანგეთისკენ აქვს აღებული.
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ კონცერტის უმნიშვნელოვანესი მომენტები და ემოციები მეგობრებს პირდაპირ რეჟიმში გაუზიარო, MB-ები დროულად მოიმარაგე!
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ პაკეტები საფრანგეთში სამოგზაუროდ
საფრანგეთში ჩასვლისას ადგილობრივი ფიზიკური SIM ბარათების ძებნა და რიგებში დგომა დიდ დროს წაგართმევს. mobineX-ი მოგზაურებს ამ პრობლემას მარტივად უგვარებს და საფრანგეთის მიმართულებით ინტერნეტ პაკეტების უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
შენ შეგიძლია აარჩიო როგორც კონკრეტული ლოკალური პაკეტები, ისე ევროპის რეგიონალური შეთავაზებები.
ევროპის რეგიონზე მორგებული პაკეტების უმეტესობა საფრანგეთის არეალსაც ფარავს. ეს ნიშნავს, რომ თუ კონცერტის მერე მეზობელ ქვეყნებში გადასვლას, ევროტურის მოწყობას გეგმავ, ახალი პაკეტის შეძენა აღარ მოგიწევს. უბრალოდ თვალი გადაავლე ჩვენს კატალოგს და აირჩიე შენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი დღეებისა და MB-ების სასურველი რაოდენობის მიხედვით.
დაიხმარე ჩვენი AI ასისტენტი ოპტიმალური ვარიანტის შესარჩევად
მრავალფეროვანი კატალოგიდან შენთვის ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტის არჩევაში ჩვენი AI ასისტენტი შეგიძლია დაიხმარო. ეს არის ჭკვიანი ციფრული ხელსაწყო, რომელიც პრეფერენციების მიხედვით, შესაბამისი შეთავაზებების ჩამონათვალს სულ რამდენიმე წამში მოგაწვდის. სისტემა მაქსიმალურად ზოგავს შენს დროს და ზედმეტ ხარჯს თავიდან აგარიდებს.
პროცესი საოცრად მარტივია. აპლიკაციაში შესვლისას უბრალოდ მიუთითებ დანიშნულების ადგილს (საფრანგეთი), ასევე გასვლის და დაბრუნების ზუსტ თარიღებს. ციფრული ასისტენტი ავტომატურად შემოგთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს, რომლებიც ზუსტად ემთხვევა შენი შვებულების ხანგრძლივობას.
დამატებით ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგს - როგორ შევარჩიოთ სწორად ინტერნეტ პაკეტი და თავიდან ავირიდოთ შეცდომები
როგორ დავგეგმოთ ტური საფრანგეთში
ყოველთვის აჯობებს თადარიგი წინასწარ დაიჭირო და ინტერნეტ პაკეტი საქართველოდან გაფრენამდე შეიძინო. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნით გეგმავ საფრანგეთში დარჩენას, შესაბამის პაკეტს აარჩევ. თუ ბედ ბანის კონცერტის მერე რამდენიმე დღით დარჩენას და საფრანგეთის საოცარი ღირსშესანიშნაობების მონახულებას აპირებ, სანახაობებისა და მუზეუმების ბილეთები პირდაპირ ჩვენი აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო. ეს მოგზაურობის დაგეგმვას მაქსიმალურად გაგიმარტივებს. აღარ მოგიწევს სხვადასხვა საიტზე დროის კარგვა.
თუ ამ დაუვიწყარ თავგადასავალში მეგობრებთან ერთად მიდიხარ, აუცილებლად ისარგებლე mobineX-ის რეფერალური სისტემით. პირად კაბინეტში არსებული უნიკალური კოდი გაუზიარე მეგობრებს, რომლებიც შენთან ერთად მიემგზავრებიან. შენი მოწვევით რეგისტრაციისას ისინი პირველ პაკეტზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, შენ კი გადახდილი თანხის 15% COINEX ბონუს ქულების სახით დაგერიცხება. ამ დაგროვილი ქულებით სამოგზაურო ინტერნეტს სრულიად უფასოდ შეიძენ. რაც უფრო მეტ მეგობარს მოიწვევ, მით მეტს დაზოგავთ და საფრანგეთის ტურიც ბევრად უფრო ბიუჯეტური გამოვა.
იმოგზაურე მშვიდად და უსაფრთხოდ mobineX-თან ერთად
თუ საფრანგეთში ბედ ბანის კონცერტზე აპირებ წასვლას, არ დაგავიწყდეს წინასწარ შეარჩიო შენზე მორგებული mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ პაკეტი. ჩვენ გთავაზობთ როგორც ლოკალურ, ისე რეგიონალურ ვარიანტებს ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის. ისარგებლე AI ასისტენტის დახმარებით და შეიძინე სასურველი პაკეტი წინასწარ. იმგზავრე mobineX-თან ერთად მშვიდად, უსაფრთხოდ და ისიამოვნე საუკეთესო ლაივ პერფორმანსით!
პაკეტები