mobineX-ს TBC CONCEPT ბარათის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. თუ შენც მათ რიგებს მიეკუთვნები, ჩვენი სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა სპეციალური პირობებით შეგიძლია. გაინტერესებს, რა ტიპის საჩუქრები გელოდება საზღვარგარეთ მოგზაურობისას და როგორ შეძლებ მათ გააქტიურებას? ახლავე მოგიყვებით.
განსაკუთრებული შეთავაზებები TBC CONCEPT-ის მომხმარებლებისთვის
TBC CONCEPT-ის მომხმარებლებს მოგზაურობისას სპეციალური პრივილეგიები აქვთ. ამიერიდან, როგორც TBC CONCEPT Mastercard-ის მფლობელს, განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა ინტერნეტ პაკეტებზეც შეგიძლია.
თვეში ორჯერ შეგიძლია მიმდინარე პაკეტზე დამატებით 1GB ინტერნეტის გააქტიურება
ყოველი გადახდისას თანხის 50% ქეშბექად COINEX-ის სახით დაგიბრუნდება
ორივე ბენეფიტის მისაღებად საჭიროა, ,,გაიაქტიურე საჩუქრის“ გვერდზე დაამატო TBC CONCEPT Mastercard-ის ბარათი. ,,ბარათის შემოწმებაზე“ დაჭერისას გამოგიჩნდება 2 ველი:
პირველში უნდა აირჩიო TBC CONCEPT Mastercard
მეორეში შეიყვანო შესაბამისი ბარათის მონაცემები და დააჭირო საჩუქრის მიღებას
იმისთვის, რომ დარწმუნდე ბარათის მონაცემების სისწორეში, სისტემა გადაგიყვანს გადახდის გვერდზე, სადაც ნულოვანი ტრანზაქციის განხორციელება იქნება საჭირო. ამის შემდეგ ,,გაიაქტიურე საჩუქრის“ გვერდზე გამოგიჩნდება CONCEPT-ის პრომო კოდი. აღნიშნული პრომო კოდით მიმდინარე პაკეტზე თვეში 2-ჯერ შეძლებ საჩუქრად 1GB სამოგზაურო ინტერნეტის დამატებას. ამისთვის საჭიროა, პრომო კოდის ველში ჩაწერო მოცემული პრომო კოდი. ამასთან, საჩუქრის გვერდზე დამატებული CONCEPT-ის ბარათით ყოველ გადახდაზე ქეშბექად 50% დაგიბრუნდება პირად კაბინეტში COINEX-ის სახით.
რა არის COINEX სისტემა
თუ აქამდე COINEX სისტემის შესახებ არ გსმენია, ახლავე გაცნობებთ, რა არის. ეს არის ბონუს ქულები, რომლებიც MB-ებში შეგიძლია გადაცვალო. mobineX-ში რეფერალური სისტემა გვაქვს, რომლის დახმარებითაც მარტივად დააგროვებ COINEX-ებს. როდესაც შენი მოწვევით მეგობარი mobineX-ზე დარეგისტრირდება და პაკეტს შეიძენს, ის მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას, ხოლო შენ - გადახდილი თანხის 15% დაგერიცხება COINEX ქულების სახით.
1GB ინტერნეტი საჩუქრად
თუ mobineX-ის საიტზე პირველად რეგისტრირდები, როგორც TBC CONCEPT Mastercard-ის მფლობელს, საჩუქრად 1GB გეკუთვნის.
რეგისტრაციის გვერდზე გადასვლისას დაგხვდება რამდენიმე ველი:
მეილის ადგილას ჩაწერე შენი მოქმედი მეილის მისამართი, რათა სამომავლოდ მარტივად შეძლო ავტორიზაცია
რეფერალური/პრომო კოდის ველი დატოვე ცარიელი და დააჭირე გაგრძელების ღილაკს
შემდეგი ეტაპია ინტერნეტ პაკეტის არჩევა:
სერვისი შეგიძლია შეარჩიო კონკრეტული ქვეყნის, რეგიონის, MB-ებისა და დღეების რაოდენობის მიხედვით
გადახდის გვერდზე დაგხვდება Mastercard-ის ,,საჩუქრის მიღების“ ღილაკი. ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველში უნდა ჩაწერო TBC CONCEPT Mastercard-ის მონაცემები და დააჭირო საჩუქრის მიღების ღილაკს. ბარათის მონაცემების გადამიწმების შემდეგ დამატებით 1GB ინტერნეტი ავტომატურად გაგიაქტიურდება.
პ.ს. გაითვალისწინე, საჩუქრის მისაღებად აუცილებელია, დააჭირო ,,დასრულებას“ და არჩეული ინტერნეტ პაკეტის თანხა გადაიხადო იმავე ბარათით, რომლის მონაცემებიც ,,საჩუქრის მიღების“ ღილაკზე დაჭერისას შეიყვანე.
გახდი mobineX-ელი
mobineX-ის მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და სასიამოვნო გახადოს მოგზაურობის პროცესი. თუ ხშირად გიწევს საზღვარგარეთ გასვლა და TBC CONCEPT mastercard-ის ბარათს იყენებ, მაშინ მობილურ ინტერნეტზე mobineX-ისგან სპეციალური შეთავაზებები გელის. არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა და ისარგებლე გამორჩეული პირობებით - სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
პაკეტები