none
ჯორჯიან ბასი და mobineX დამეგობრდნენ - სამოგზაურო შეთავაზებები ჩვენს აბონენტებს

“ჯორჯიან ბასი და mobineX დამეგობრდნენ - სამოგზაურო შეთავაზებები ჩვენს აბონენტებს”

ზოგადი ინფორმაცია
14.09.2026

საინტერესო თავგადასავალი დანიშნულების ადგილზე ჩაფრენამდე გაცილებით ადრე, სახლიდან გამოსვლის წუთიდან იწყება. mobineX-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ შენი მოგზაურობა საზღვარგარეთ მაქსიმალურად სასიამოვნო, მარტივი და კომფორტული იყოს. 


თუ უახლოეს პერიოდში ევროპისკენ მიემგზავრები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელად ჯორჯიან ბასი კომფორტული და უსაფრთხო ალტერნატივაა. იმისთვის, რომ შენი სამოგზაურო გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ, mobineX-ი და ჯორჯიან ბასი დამეგობრდნენ! ამიერიდან ჩვენს აბონენტებს ჯორჯიან ბასისგან განსაკუთრებული საჩუქრები და სიურპრიზები ელოდებათ. შეთავაზების კონკრეტულ პირობებსა და დეტალებს ჯორჯიან ბასის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობი.

რა სერვისს სთავაზობს ჯორჯიან ბასი ქართველ მოგზაურებს?

ჯორჯიან ბასი წლებია უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. სერვისები მოიცავს:


  • ფრენებზე მორგებული განრიგი: ავტობუსებისა გრაფიკი სრულად არის სინქრონიზებული ავიარეისების განრიგთან. ეს ნიშნავს, რომ აეროპორტში დროულად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მიხვალ.


  • პირდაპირი მარშრუტები: ტრანსპორტი რეგულარულად მოძრაობს თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით.


  • კომფორტი და უსაფრთხოება: თანამედროვე ტრანსპორტი, კონდიცირების სისტემა, ტევადი საბარგული და გამოცდილი მძღოლები შენს მგზავრობას მშვიდს და სასიამოვნოს ხდის.


  • მარტივი დაჯავშნა: ბილეთის შეძენა წინასწარ, ონლაინ, სულ რამდენიმე წამში შეგიძლია.

mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტები

ჩვენ ვზრუნავთ, რომ უცხოეთში ჩასვლისთანავე მუდმივ კავშირზე იყო. mobineX-ის eSIM ტექნოლოგიით ინტერნეტის გააქტიურება უმარტივესია. აღარ გჭირდება აეროპორტში რიგებში დგომა ან პლასტიკური ბარათების შეცვლა. შენს მთავარ ქართულ ნომერს ჩვეულებრივ ინარჩუნებ ზარებისა და SMS-ებისთვის, mobineX-ის eSIM-ს კი მობილური ინტერნეტისთვის იყენებ. ჩვენს პლატფორმაზე იპოვი როგორც კონკრეტული ქვეყნის, ისე მთელი ევროპის პაკეტებს შენთვის სასურველი მოცულობით (1GB, 3GB, 5GB, 10GB და მეტი).


ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ოპერატორებთან, რაც გაძლევს გარანტიას, რომ ნავიგაცია, ონლაინ გადახდები, ტაქსის გამოძახება და სოციალური ქსელები შეუფერხებლად იმუშავებს.

შენი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის

mobineX-ს პარტნიორებთან საერთო მიზანი აერთიანებს - შენმა მოგზაურობამ მშვიდად, სასიამოვნოდ და ზედმეტი ხარჯების გარეშე ჩაიაროს.


ჯორჯიან ბასი უზრუნველყოფს შენს მშვიდ ტრანსფერს აეროპორტამდე, ჩვენ კი გარანტიას გაძლევთ, რომ თვითმფრინავის დაჯდომისთანავე შენს საყვარელ ადამიანებს უსაფრთხო ჩაფრენის ამბავს წამებში გაუზიარებ. შეარჩიე mobineX-ის სასურველი პაკეტი, ეწვიე ჯორჯიან ბასის ვებგვერდს სპეციალური შეთავაზებების სანახავად და იმგზავრე სრული კომფორტით.