none
როუმინგიდან სამოგზაურო ინტერნეტამდე - როგორ შეცვალა mobineX-მა ბაზარი

“როუმინგიდან სამოგზაურო ინტერნეტამდე - როგორ შეცვალა mobineX-მა ბაზარი”

ზოგადი ინფორმაცია
16.01.2026

დღევანდელობაში ინტერნეტთან წვდომა ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს, მათ შორის, აღარც უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას. როუმინგ ინტერნეტი საზღვარგარეთ ჩვენი ყოველდღიური საჭიროებაა. MB-ების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია მუშაობა, ნავიგაცია, ადგილობრივებთან კომუნიკაცია და ამა თუ იმ ტიპის მომსახურების მიღება. საქართველოში ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა სერვისი, რომელსაც დღეს უკვე „სამოგზაურო ინტერნეტს“ ვუწოდებთ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ აქამდე მოვიდოდით, ბაზარმა საკმაოდ გრძელი გზა განვლო. 


მოდი, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ყველაფერი და როგორ შეიქმნა „სამოგზაურო ინტერნეტის” კონცეფცია, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ mobineX-ის მოფიქრებაა. 

საიდან მოდის ტერმინი - „სამოგზაურო ინტერნეტი“

რამდენიმე წლის წინ ქართველი მომხმარებლისთვის „სამოგზაურო ინტერნეტი“ როგორც ცნება თითქმის უცნობი იყო. საზღვარგარეთ ინტერნეტზე წვდომა ავტომატურად როუმინგს უკავშირდებოდა, რაც ხშირად მაღალ ფასებთან ასოცირდებოდა და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. ტერმინი „სამოგზაურო ინტერნეტი“ ეტაპობრივად დამკვიდრდა, როგორც უფრო მარტივი, მომხმარებელზე მორგებული და მისთვის გასაგები ალტერნატივა. ამგვარად, დღეს როუმინგს დამაბნეველი კონოტაცია აღარ აქვს. ყველასთვის იოლად გასაგებია, რა ტიპის სერვისზეა საუბარი. 


წაიკითხე ვრცლად - საიდან მოდის ტერმინი - ,,სამოგზაურო ინტერნეტი”


დღეს ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება სარეკლამო კამპანიებში, სოციალურ ქსელებში, რაც ნათლად მიუთითებს, რომ სერვისი უკვე ფართო გამოყენებაში დამკვიდრდა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

საქართველოში როუმინგ სერვისების ისტორია 2000-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება. ამ პერიოდში მობილური სერვისები უკვე ფართოდ გამოიყენებოდა, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კომუნიკაცია რთული და ძვირადღირებული იყო. საერთაშორისო ზარებსა და შეტყობინებებზე მაღალი ტარიფები ვრცელდებოდა. მათზე პასუხიც კი ფასიანი იყო. ამ მიზეზით, მომხმარებლები როუმინგს მაქსიმალურად ერიდებოდნენ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდნენ.

როუმინგ ინტერნეტი და eSIM ბარათები

როუმინგ ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალა მოგზაურობის გამოცდილება. ინტერნეტთან წვდომამ შესაძლებელი გახადა სოციალური ქსელებით კომუნიკაცია, ვიდეოზარები, ონლაინ რუკების გამოყენება და სხვადასხვა ციფრული სერვისით სარგებლობა. თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს კვლავ ფიზიკურ SIM ბარათებთან და დამატებით ტექნიკურ პროცესებთან იყო დაკავშირებული.


ბოლო წლებში ბაზარზე გამოჩნდა eSIM ბარათები, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ვირტუალური SIM ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად გაააქტიუროს ინტერნეტ პაკეტი. ტელეფონის დაშლა და ბარათების გამოცვლა საჭირო აღარაა. 

mobineX-ის როლი ბაზრის განვითარებაში

საქართველოში ამ გარდამტეხ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა mobineX-მა. როგორც ვირტუალური მობილური ოპერატორი, mobineX-ი ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა მკაფიო მიზნით - ქართველი მომხმარებლისთვის საზღვარგარეთ ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.


მანამდე მომხმარებლები ხშირად იძულებულნი იყვნენ, უცხოურ პლატფორმებზე ეძებნათ ინტერნეტ პაკეტები, რაც დამატებით სირთულეებს ქმნიდა. mobineX-მა ეს პრაქტიკა შეცვალა. სწორედ mobineX-ს უკავშირდება ტერმინი - „სამოგზაურო ინტერნეტი.“ მოხარული ვართ, რომ ეს სიტყვათა შეთანხმება ქართულ სივრცეში აქტიურად აითვისეს და დღეს სხვა პროვაიდერებიც ასე მოიხსენიებენ სერვისს. ამ სახელწოდებამ როუმინგ ინტერნეტი საძიებლად უფრო მარტივ სერვისად აქცია, რაც ბაზრის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

შეჯამება

როუმინგ ინტერნეტმა საქართველოში მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. ის გადაიქცა მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ და ინოვაციურ სერვისად. ამ გზაზე განსაკუთრებული როლი ითამაშა mobineX-მა, რომელმაც არა მხოლოდ სერვისი გააუმჯობესა, არამედ თავად ბაზრის ენა შეცვალა.


დღეს „სამოგზაურო ინტერნეტი“ ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ყოველდღიური ტერმინია. ის ასოცირდება თავისუფალ გადაადგილებასთან, სტაბილურ კავშირთან და მოგზაურობის დროს სიმშვიდესთან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სწორად ფორმულირებულ იდეასა და ტექნოლოგიურ ინოვაციას შეუძლია, მთლიანად გარდაქმნას მომხმარებლის გამოცდილება.