mobineX-ის მიზანია მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და კომფორტულ გამოცდილებად აქციოს. ჩვენი სერვისები სრულად ითვალისწინებს აბონენტების საჭიროებებს და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში უწყვეტი კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება. ამისთვის შეიქმნა mobineX-ის მობილური აპლიკაციაც, რომლის დახმარებითაც საერთაშორისო ზარების მიღება და განხორციელება კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი.
განახორციელე ზარები მთელი მსოფლიოს გარშემო
mobineX-ის აპლიკაციას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩევს. MB-ების შემოწმება/დამატებასთან ერთად შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. ამასთან, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტი. ამის გარეშეც შეძლებს პასუხს. რეგისტრაციას სწრაფად და მარტივად, თავად აპლიკაციიდანვე შეძლებ, რის შემდეგაც საჩუქრად მიიღებ 10 უფასო წუთს. ასე რომ, mobineX-ის აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, დამატებით როუმინგის ჩართვა აღარ დაგჭირდება.
mobineX- ის სერვისები
mobineX-ი აბონენტებს ფიზიკურ SIM და ელექტრონულ eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს სთავაზობს. ჩვენი სერვისები სპეციალურად მოგზაურებისა და ტურისტებისთვის არის შექმნილი და მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს. დანიშნულების ადგილის მიხედვით, ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის განკუთვნილი ინტერნეტ პაკეტები. შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს. პაკეტს გაიაქტიურებ როგორც ვებგვერდზე რეგისტრაციისას, ასევე მობილური აპლიკაციიდან.
შეჯამება
2024 წელს mobineX-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მობილური აპლიკაციის გამოშვებაა. ამან კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადა ჩვენი სერვისები. აპლიკაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ზარების მიღება-განხორციელება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს გარშემო. mobineX-ის აბონენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაურეკონ თავის საყვარელ ადამიანებს დახმარებისთვის, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად ან უბრალოდ მოკითხვის მიზნით. მთავარი კი ისაა, რომ ამ დროს სულაც არაა აუცილებელი, ადრესატს ინტერნეტთან კავშირი ჰქონდეს. ეს ყველაფერი მოგზაურობისას ახლობლებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარება.