none
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიფრინავ? - მიიღე mobineX-ისგან საჩუქრად 1GB

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიფრინავ? - მიიღე mobineX-ისგან საჩუქრად 1GB”

ზოგადი ინფორმაცია
14.04.2025

ლოდინი ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესია. ამ დროს წუთები კიდევ უფრო ნელა გადის. გაიხსენე, რამდენჯერ მჯდარხარ აეროპორტში სკამზე იმის მოლოდინში, როდის დაიწყება ბორტზე ჩასხდომა. რა შეგიძლია აკეთო ასეთ სიტუაციაში? როგორ უნდა გაირთო თავი? დღესდღეობით ამის ყველაზე მარტივი გზა ინტერნეტია. ცხადია, აეროპორტებში ხელმისაწვდომია ღია Wi-Fi, Wi-Fi-ით სარგებლობის პარალელურად კი mobineX-ი უფასო 1GB-ს გჩუქნის, რომლის გამოყენებასაც საზღვარგარეთ ნებისმიერ ლოკაციაზე შეძლებ.

ვის შეუძლია ისარგებლოს შეთავაზებით?

შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ყველა, ვისაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქვს რეისი. გაიაქტიურე mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი და შეინარჩუნე უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. ღია Wi-Fi-ის გამოყენებამდე დაგხვდება ჩვენი გვერდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი საჩუქრის მიღების ინსტრუქცია, დახმარება თუ დაგჭირდა, დაგვიკავშირდი - 0322040050.

ჩვენი სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ი გთავაზობს ფიზიკურ  SIM და eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს. შენ შეგიძლია ისარგებლო საუკეთესო ინტერნეტით მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს. პაკეტი შეგიძლია შეარჩიო როგორც კონკრეტული ქვეყნის, ასევე - რეგიონების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხნით გეგმავ საზღვარგარეთ დარჩენას, შეგიძლია, შეიძინო 3, 7, 14, 15 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი. სურვილის შემთხვევაში, ულიმიტო პაკეტით სარგებლობასაც შეძლებ.

რატომ უნდა გაიაქტიურო სამოგზაურო ინტერნეტი?

სამოგზაურო ინტერნეტი სპეციალურად მოგზაურებისა და ტურისტების საჭიროებებზეა  მორგებული. MB-ებით სარგებლობას მსოფლიოს მასშტაბით შეძლებ. შეიძლება იფიქრო, რომ სამოგზაუროდ მობილური ინტერნეტის ჩართვა სრულებითაც არ არის საჭირო, ისედაც თავისუფლად შეძლებ სასტუმროს, აეროპორტისა და ლოკალური კაფე-ბარების Wi-Fi-ით სარგებლობას, თუმცა ნუ დაგავიწყდება, რომ სასურველ ლოკაციაზე გზის გასაგნებად ბევრად კომფორტულია მობილური ინტერნეტი. ამიტომ მოგზაურობის განმავლობაში მუდმივი კავშირი რომ შეინარჩუნო, საუკეთესო გადაწყვეტილებაა როუმინგ ინტერნეტის გააქტიურება.

შეჯამება

mobineX-ი განაგრძობს აბონენტების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ამჯერად ჩვენი საჩუქარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმავალ მგზავრებზე გავრცელდება. თუკი რეისი თბილისიდან გაქვს, შეგიძლია, აეროპორტში 1GB სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად მიიღო. თვალი გადაავლე ჩვენი ინტერნეტ პაკეტების კატალოგს და შეარჩიე შენთვის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც უცხო ქვეყანაში ყოფნის პერიოდში შენს ყოველდღიურობას გაამარტივებს.